რა გავლენას ახდენს საჭმლის მომნელებელი წვენები მედიკამენტებზე - წამლის მიღების დროს გასათვალისწინებელი წესები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა გავლენას ახდენს საჭმლის მომნელებელი წვენები მედიკამენტებზე - წამლის მიღების დროს გასათვალისწინებელი წესები

არადა, საკვებს, რომელსაც მკურნალობის პერიოდში მივირთმევთ, შეუძლია არა მარტო შეცვალოს, არამედ ნულამდე დაიყვანოს ზოგიერთი პრეპარატის მოქმედება.

საკვებთან ურთიერთქმედებისას მრავალი მედიკამენტი წარმოქმნის მტკიცე ნაერთს, რომელიც ცუდად შეიწოვება, ხოლო ზოგიერთი პროდუქტი პრეპარატს საერთოდ არ აძლევს ორგანიზმზე ზემოქმედების საშუალებას.

თუ, მაგალითად, ტეტრაციკლინის რიგის ანტიბიოტიკებს იღებთ, უარი უნდა თქვათ რძესა და მის ნაწარმზე - მათში შემავალი კალციუმი ტეტრაციკლინთან წარმოქმნის

ნაერთს, რომელიც მედიკამენტის აქტივობას აქვეითებს.

ასევე ქვეითდება რკინის პრეპარატების აქტივობა, თუ მათ ნიგოზთან, რძის პროდუქტებთან, ხორბლის ნაწარმთან, ჩაისთან ან ყავასთან ერთად მიიღებთ. სულფანილამიდები, საგულე გლიკოზიდები და ანტითრომბოზული პრეპარატები ძალიან ჰგავს ცილებს, ამიტომ მათი მიღებისას რაციონში უნდა შეამციროთ ცილოვანი პროდუქტის (საქონლისა თუ ფრინველის ხორცის, თევზის, ხაჭოს, პარკოსნების) ოდენობა და მკაცრად დაიცვათ პრეპარატების მიღების დრო, რომელიც ექიმის დანიშნულებაშია მითითებული.

მეორე მხრივ, საკვები კუჭისა და ნაწლავების ლორწოვანს პრეპარატის გამღიზიანებელი მოქმედებისაგან იცავს, რისი წყალობითაც ხანგრძლივი მკურნალობისას თავიდან ვიცილებთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მრავალ დაავადებას. საკვები ცვლის მედიკამენტების შეწოვის სისწრაფეს.

კერძოდ, ცხიმიანი პროდუქტი ამცირებს კუჭის წვენის გამოყოფას და ასუსტებს პერისტალტიკას, რაც საჭმლის მონელების პროცესის შენელებას იწვევს. ამის გამო საკვების შემდეგ მიღებული მედიკამენტი უფრო ნელა შეიწოვება. მეორე მხირვ, ცხიმები საჭიროა ცხიმში ხსნადი მედიკამენტების (ა, ე, კ ვიტამინების, ანტიკოაგულანტების, სედუქსენის და ა.შ.) შეთვისებისთვის.

შაქარი და ტკბილეული ანელებს კუჭის შიგთავსის ევაკუაციას, რაც სულფადიმეტოქსინის, სულფამეტოქსიპირიდაზინის, მათი ანალოგებისა და სხვა პრეპარატების შეწოვას აფერხებს.

საჭმლის მომნელებელი წვენები ძლიერ გავლენას ახდენს ორგანიზმში მედიკამენტების გარდაქმნის პროცესებზე. უზმოზე, როდესაც კუჭის მჟავიანობა დაბალია, საჭიროა ისეთი პრეპარატების მიღება, რომლებიც არ აღიზიანებს კუჭის ლორწოვანს. უზმოზე მიღებული წამლები სწრაფად შეიწოვება.

ჭამის დროს კუჭის წვენის მჟავიანობა ძალიან მაღალია, ამიტომ საგრძნობლად მოქმედებს წამლების სტაბილურობასა და მათ სისხლში შეწოვაზე. მჟავა გარემოში ნაწილობრივ მცირდება ერითრომიცინის, ლინკომიცინისა და სხვა ანტიბიოტიკების მოქმედება.

ასპირინით ან აცეტილის მჟავათი მკურნალობისას საკვები ცილებით, ცხიმებითა და ნახშირწყლებით ღარიბი უნდა იყოს - სხვაგვარად პრეპარატის შეწოვა ორჯერ შემცირდება, ხოლო თევზეულს სისხლდენის პროვოცირებაც შეუძლია.

სულფანილამიდების თერაპიულ ეფექტურობას მაინცდამაინც არ ამცირებს პროდუქტებში ფოლიუმისა და ბენზოის მჟავების შემცველობა (ასეთია ღვიძლი, ისპანახი, სალათა, შტოში).

სალიცილატები და არასტეროიდული საშუალებები, რომლებსაც რევმატოლოგიური დაავადებების დროს უნიშნავენ, კუჭისა და ნაწლავების ლორწოვანს აღიზიანებს და სისხლდენასაც კი იწვევს.

ასეთი ავადმყოფებისთვის აუცილებელია დამზოგველი დიეტა, რომელიც გამორიცხავს უხეშ ბოჭკოვან საკვებს - უმ ბოსტნეულსა და ხილს, სოკოს, აგრეთვე - შემწვარ პროდუქტს, ხორცისა და თევზის ბულიონს.