უნდა გვეშინოდესთ თუ არა ანტიდეპრესანტების? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

უნდა გვეშინოდესთ თუ არა ანტიდეპრესანტების?

ზოგიერთი ამტკიცებს, რომ ანტიდეპრესანტები ძლიერ საშიში და მავნებელია, რომ მათ შეიძლება მთლად გაგაგიჟონ, რომ მიჩვევა ახასიათებთ და ა.შ. საზოგადოება განსაკუთრებით რამდენიმე პრობლემით ინტერესდება.

პრობლემა I. სამწუხაროდ, ჩვენში დღემდე ბატონობს აზრი, რომ დეპრესია მხოლოდ სუსტი ნებისყოფის, დაბნეული და გონებაგაფანტული ადამიანების ხვედრია, რასაც ძლიერმოქმედი ანტიდეპრესიული პრეპარატებით მკურნალობა ყოველთვის არ სჭირდება.

საზოგადოების მხოლოდ მცირე ნაწილს თუ ესმის, რომ ის ისეთივე დაავადებაა, როგორიც, მაგალითად, ართრიტი, რომელიც შეიძლება ყველას დაემართოს და რომელსაც აუცილებლად სჭირდება მკურნალობა.

შესაძლოა, ანტიდეპრესიული თერაპია ყოველთვის პაციენტის გამოჯანმრთელებით არ დასრულდეს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ის ამცირებს ადამიანის სულიერ და ფიზიკურ ტანჯვას.

პრობლემა II. ბევრს განსაკუთრებით წამალზე დამოკიდებულების ეშინია. შესაძლებელია თუ არა, ანტიდეპრესიულ პრეპარატებს ადამიანი ისე მიეჩვიოს, რომ მათ გარეშე ვეღარ გაძლოს? ამ კითხვაზე სპეციალისტთა პასუხი ერთმნიშვნელოვანია: პრეპარატები, რომლებიც დღესდღეობით გამოიყენება დეპრესიული მდგომარეობის სამკურნალოდ, არ იწვევს მიჩვევას და დამოკიდებულებას.

ისინი უბრალოდ ეხმარება ორგანიზმს იმ მექანიზმების აღდგენაში, რომლებიც პათოლოგიური პროცესის გამო დარღვეულია. პრეპარატებზე მიჩვევის საკითხი განსაკუთრებით იმ ადამიანებს აინტერესებთ, ვისი საქმიანობაც შემოქმედებით აზროვნებას უკავშირდება.

მათთვის ასევე მნიშვნელოვანია, ხომ არ არღვევს პრეპარატები ტვინში მიმდინარე იმ პროცესებს, რომლებიც შემოქმედებით უნარს განსაზღვრავს.

დეპრესია, უპირველეს ყოვლისა, ნეგატიურ გავლენას სწორედ შემოქმედებით უნარზე ახდენს. ანტიდეპრესანტები კი აღადგენს ადამიანის დაზიანებულ შინაგან სამყაროს და მას შემოქმედებით აზროვნებას უბრუნებს.

პრობლემა III პრეპარატების სწორი შერჩევაა. თერაპიის პირველი კურსის შემდეგ თავს უკეთ პაციენტების მხოლოდ ნახევარი გრძნობს, მაგრამ ამან არ შეგაშინოთ - თერაპიული კურსის პირველ ნაწილს ტყუილად როდი უწოდებენ "სინჯებისა და ცდების პერიოდს". ყველა ადამიანი ინდივიდია, ამიტომ შესაძლოა, ეფექტი მალე ვერ იგრძნოთ.

ისე კი, გახსოვდეთ, სწორად შერჩეულმა პრეპარატმა დადებითი ეფექტი 2-3 კვირაში უნდა გამოავლინოს, თუმცა ზოგჯერ პოზიტიური ძვრები ერთი კვირის შემდეგაც ხდება შესამჩნევი.