რით განსხვავდება ერთმანეთისგან სიმჟავის საწინააღმდეგო პრეპარატები? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რით განსხვავდება ერთმანეთისგან სიმჟავის საწინააღმდეგო პრეპარატები?

სიმჟავის საწინააღმდეგო საშუალებები

ჩვეულებრივ, ამ პრეპარატებს იყენებენ გულძმარვის შემაწუხებელი შეგრძნებისას. ამერიკელებისთვის ექიმის დანიშნულების გარეშე ნებადართულია სამი ჯგუფის პრეპარატების მიღება:

ანტაციდები - ანეიტრალებს კუჭის მჟავა წვენს. მათი ეფექტი სწრაფი, მაგრამ ხანმოკლეა.

H2 ბლოკერები - ამცირებს კუჭის მჟავა წვენის გამოყოფას. მართალია, ეს საშუალებები სიმპტომებს მაშინვე არ ხსნის, მაგრამ უფრო ხანგრძლივად მოქმედებს, ვიდრე ანტაციდები. მოქმედება მიღებიდან 1 საათის ფარგლებში იწყება.

H2 ბლოკერებიდან ურეცეპტოდ იყიდება რანიტიდინი და ფამოტიდინი.

პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები - საგრძნობლად აქვეითებს მჟავას პროდუქციას. საკმაოდ ეფექტურია, როცა სიმჟავე არ ქვეითდება ანტაციდების ან H2 ბლოკერების გამოყენებით. შესაძლოა, მათი ეფექტი უფრო გვიან გახდეს თვალსაჩინო, ვიდრე H2 ბლოკერებისა ან ანტაციდებისა, მაგრამ გაცილებით ხანგრძლივია. პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები საკმაოდ ეფექტურია ხშირი (კვირაში ორზე მეტი ეპიზოდი) გულძმარვისას. ამერიკაში შესაძლებელია ომეპრაზოლისა და ლანსოპრაზოლის თავისუფლად შეძენა.

გვერდითი ეფექტები

ამ მედიკამენტების გვერდითი ეფექტები, ჩვეულებრივ, უმნიშვნელოა და თავისთავად გაივლის. ეს შეიძლება იყოს თავის ტკივილი, გულისრევა, შეკრულობა ან ფაღარათი.

ვინ არ უნდა მიიღოს სიმჟავის საწინააღმდეგო საშუალებები

თუ პაციენტს აქვს თირკმელების უკმარისობა, ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ არის რეკომენდებული კალციუმის კარბონატის, ალუმინის ჰიდროქსიდისა და მაგნიუმის კარბონატის შემცველი ანტაციდების მიღება. პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების მიღებამდე რეკომენდებულია ექიმთან ვიზიტი, თუ:

პაციენტი არის მენოპაუზის ასაკის ქალი - შესაძლოა, მოიმატოს მოტეხილობის რისკმა;

პაციენტს ადრე ჰქონია ანტიბიოტიკებით გამოწვეული ფაღარათი;

ხანში შესულია ან აქვს იმუნური სისტემის პრობლემები - შესაძლოა, მოიმატოს ფილტვების ანთების რისკმა.

როდის მივიდეთ ექიმთან

ექიმთან მისვლა აუცილებელია, თუ გულძმარვას ერთვის ჩამოთვლილთაგან თუნდაც ერთი სიმპტომი:

სისხლიანი ან შავი განავალი;

სისხლიანი ღებინება;

გულძმარვამ ორი კვირის განმავლობაში არ გაიარა;

ყლაპვა გაძნელებული ან მტკივნეულია;

წონა უმიზეზოდ იკლებს.