პრებიოტიკები დადებითად მოქმედებენ თავის ტვინზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პრებიოტიკები დადებითად მოქმედებენ თავის ტვინზე

პრებიოტიკები- ეს არის საკვების ინგრედიენტები, რომლებიც ასტიმულირებენ ნაწლავის სასარგებლო ბაქტერიების ზრდასა და აქტივობას. კერძოდ, ეს ეხება ბიფიდობაქტერიებსა და ლაქტობაცილებს.

ცნობილია, რომ ნაწლავის მიკროფლორა ორგანიზმში მიმდინარე სხვადასხვა პროცესში მონაწილებს, მათ შორის იმუნური სისტემის ფუნქციონირებასა და ფსიქიკურ სიჯანსაღეში.

კვლევა ჩატარდა 18-25 წლის, 64 ჯანმრთელი ქალის მონაწილოებით. 28 დღის განმავლობაში ქალები დღეში ერთხელ ღებულობდნენ გალაქტოოლიგოსაქარიდების (ნახშირწყლების კომპლექსი, რომელიც ხელს უწყობს ბიფიდობაქტერიების ზრდას) დანამატს ან პლაცებოს.

პარალელურად მიმდინარეობდა განწყობის, შფოთვის დონისა და ძილის ხარისხის რეგულარული შეფასება. ნაწლავის მიკროფლორის ცვლილებას აკვირდებოდნენ განავლის ანალიზით.

პლაცებოს ჯგუფთან შედარებით, ძირითადი ჯგუფის ქალებს, მოუწესრიგდათ ნაწლავის მიკროფლორა, დაუქვეითდათ შფოთვის დონე და ზოგადად გაუუმჯობესდათ ფსიქიკური სტატუსი.

მეცნიერების განმარტებით, სასარგებლო ბაქტერიების მიერ გამომუშავებული ნივთიერებები, მოქმედებს თავის ტვინის გარკვეულ რეცეპტორებზე და აუმჯობესებს მის მუშაობას.