ვალერიანი - შეიძლება თუ არა მისი მიღება ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის? რა გვერდითი მოვლენები აქვს ამ პრეპარატს? - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2021

კითხვა-პასუხი

ვალერიანი - შეიძლება თუ არა მისი მიღება ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის? რა გვერდითი მოვლენები აქვს ამ პრეპარატს?

 ვალერიანი - შეიძლება თუ არა მისი მიღება ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის? რა გვერდითი მოვლენები აქვს ამ პრეპარატს?
ვალერიანის მცენარის გამომშრალი ფესვი შეიცავს ვალეპოტრიატებს, რომლებსაც დამამშვიდებელი ეფექტი ახასიათებს. ადამიანები ვალერიანს ხშირად იღებენ, როგორც სედაციურ და საძილე საშუალებას, განსაკუთრებით, ევროპაში.

ორი, შედარებით კარგად შესრულებული კვლევის შედეგებით გამოვლინდა, რომ ვალერიანი აუმჯობესებს ძილის ხარისხს და ამცირებს დაძინების პროცესის დაწყების ხანგრძლივობას.

ზოგიერთი ადამიანი ვალერიანს იღებს თავის ტკივილის, დეპრესიის, გულის რიტმის დარღვევების ან კანკალის დროს.

იგი, ჩვეულებრივ, ხანმოკლე დროის პერიოდში გამოიყენება (4-6 კვირა).

ჯერჯერობით არ არსებობს ზუსტი სამეცნიერო დასაბუთება იმისა, რომ ვალერიანის გამოყენება ნამდვილად ეფექტიანია აღნიშნული მდგომარეობების დროს.



შესაძლო გვერდითი მოვლენები:


  • არსებობს მონაცემები, რომ
    ვალერიანის მიღების დროს შეიძლება აღინიშნოს თავის ტკივილი
  • აღგზნებადობა
  • შფოთვა
  • გულის მხრივ დარღვევები
  • ადამიანებმა, რომლებიც საჭეს მართავენ ან სხვა ისეთი აქტივობებით არიან
    დაკავებულნი, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს, არ უნდა მიიღონ იგი. ს
  • ხვა გვერდითი მოვლენებია: საჭმლის მონელების დარღვევები, თავბრუხვევა და დაღლილობა


ვალერიანი არ არის სასურველი ორსული ქალებისა და მეძუძური დედებისთვის, ვინაიდან არ არსებობს ამ მდგომარეობებში მისი მოქმედების მეცნიერულად დადასტურებული მონაცემები.

ვალერიანის მიღების შედეგად შეიძლება სხვა სედაციური საშუალებების (როგორიცაა ბარბიტურატები) ეფექტიანობა გაიზარდოს.


გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ჭარბი წონის მიზეზებსა და პრობლემის გადაჭრის მეთოდებზე გვესაუბრება კლინიკა "ენმედიცის" წამყვანი ენდოკრინოლოგი, პროფესორი მაია ჩიქობავა.
კატეგორიის სხვა სტატიები
ფერმენტული პრეპარატი ის ფარმაკოლოგიური საშუალებებია, რომლებიც ხელს უწყობს საჭმლის მონელების გაუმჯობესებას,
კვლევებმა აჩვენა, რომ პრებიოტიკების საშუალებით შესაძლებელია ადამიანის ფსიქიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.
დასავლეთის ქვეყნებში არსებული საკვები პროდუქტები ომეგა 3 ამინომჟავების მცირე რაოდენობას შეიცავენ.
ანტიბიოტიკოთერაპიაზე გვესაუბრება: მე-3 სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრის თერაპევტი - ნათია რევიშვილი
როდის აღმოცენდება დაბუჟება და ტკივილი კეფის მიდამოში
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად