თევზის ქონის სამკურნალო ეფექტები და გვერდითი მოვლენები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2021

კითხვა-პასუხი

თევზის ქონის სამკურნალო ეფექტები და გვერდითი მოვლენები

თევზის ქონის სამკურნალო ეფექტები და გვერდითი მოვლენები
დასავლეთის ქვეყნებში არსებული საკვები პროდუქტები ომეგა 3 ამინომჟავების მცირე რაოდენობას შეიცავენ. თევზის ქონის მიღება შეიძლება უშუალოდ საკვების სახით და, აგრეთვე, კონცენტრირებული, ინკაფსულირებული ფორმით.


სამკურნალო ეფექტიანობის მონაცემები:

  • თევზის ქონი გამოიყენება ათეროსკლეროზით გამოწვეული კარდიოვასკულარული დაავადებების პრევენციისა და მკურნალობის მიზნით. არსებობს ზუსტი, მეცნიერულად დასაბუთებული მოსაზრება, რომ თევზის ქონის ცხიმოვანი მჟავები ამცირებს გულის შეტევების და სიკვდილის რისკს გულის რიტმის დარღვევების მქონე იმ ადამიანებში, რომლებსაც აქვთ კორონალური არტერიების დაავადება და იღებენ ტრადიციულ მედიკამენტებს.

 

  • ეს ცხიმოვანი მჟავები ასევე ამცირებს ტრიგლიცერიდების რაოდენობას და მცირედით აქვეითებს არტერიულ წნევასაც.

  • თევზის
    ქონი, ასევე, იცავს თირკმლებს ციკლოსპორინების ჯგუფის მედიკამენტების ტოქსიკური ზემოქმედებისგან.
  • თევზის ქონის დანამატები აგრეთვე გამოიყენება რევმატიული ართრიტების სამკურნალოდ. თუმცა, მეცნიერული კვლევები, რომლებიც ზუსტად დაადასტურებდა მის სარგებლიანობას, არ არის მტკიცებულებებზე დაყრდნობილი.

შესაძლო გვერდითი მოვლენები:

  • თევზის ქონის მიღებისას შეიძლება განვითარდეს ბოყინი
  • აკნეს გამწვავება
  • გულისრევა და დიარეა
  • მცირერიცხოვანი კვლევების შედეგები მიუთითებს, რომ დიდი რაოდენობით თევზის ქონის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა, მაგრამ სხვა კვლევები არ ადასტურებს ასეთი კავშირის არსებობას.
  • არსებობს მოსაზრება, რომ ზოგიერთი თევზი ჭარბი რაოდენობით შეიცავს ვერცხლისწყალს, თუმცა, ლაბორატორიული ტესტირებით ვერცხლისწყლის ჭარბი შემცველობა თევზის ქონის დანამატებში არ დასტურდება.
  • მიუხედავად ამისა, ორსულმა და მეძუძურმა დედებმა არ უნდა მიიღონ თევზიდან ექსტრაგირებული ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავის დანამატები, არ უნდა ჭამონ თევზის ზოგიერთი სახეობა და არ უნდა მიიღონ მისი დიდი რაოდენობა, ვერცხლისწყლის შესაძლო კონტამინაციის რისკის თავიდან აცილების მიზნით.


გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ჭარბი წონის მიზეზებსა და პრობლემის გადაჭრის მეთოდებზე გვესაუბრება კლინიკა "ენმედიცის" წამყვანი ენდოკრინოლოგი, პროფესორი მაია ჩიქობავა.
კატეგორიის სხვა სტატიები
ფერმენტული პრეპარატი ის ფარმაკოლოგიური საშუალებებია, რომლებიც ხელს უწყობს საჭმლის მონელების გაუმჯობესებას,
კვლევებმა აჩვენა, რომ პრებიოტიკების საშუალებით შესაძლებელია ადამიანის ფსიქიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.
ვალერიანის მცენარის გამომშრალი ფესვი შეიცავს ვალეპოტრიატებს, რომლებსაც დამამშვიდებელი ეფექტი ახასიათებს.
ანტიბიოტიკოთერაპიაზე გვესაუბრება: მე-3 სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრის თერაპევტი - ნათია რევიშვილი
როდის აღმოცენდება დაბუჟება და ტკივილი კეფის მიდამოში
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად