„ანტიბიოტიკი მხოლოდ ბაქტერიებზე მოქმედებს და არა ვირუსებზე!" - რატომ არ შეიძლება თვითნებურად ანტიბიოტიკების მიღება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

„ანტიბიოტიკი მხოლოდ ბაქტერიებზე მოქმედებს და არა ვირუსებზე!" - რატომ არ შეიძლება თვითნებურად ანტიბიოტიკების მიღება

სადღეისოდ 100-ზე მეტი დასახელების ნახევრად სინთეზური თუ სინთეზური ანტიბიოტიკია ფარმაცევტულ ბაზარზე.

მიუხედავად იმისა, რომ ანტიბიოტიკები ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციური დაავადებების ეტიოტროპული (გამომწვევ მიზეზთან შეჭიდული) თერაპიის ძირითადი საფუძველია, დიდ ზიანს აყენებს ადამიანის ორგანიზმს.

აღნიშნულ პრეპარატებს ბევრი უარყოფითი მოვლენა და ორგანიზმის უჯრედებზე მავნე ზემოქმედებაც უკავშირდება.

ყველა მავნე გვერდითი მოვლენა, რაც კი შეიძლება პრეპარატს ჰქონდეს ორგანიზმსა და ორგანოთა ფუნქციებზე, მათ გააჩნიათ.

დღეისათვის იდეალური ანტიბიოტიკი, რომელსაც ექნება სპეციფიკური ტოქსიკურობა, ანუ არ იმოქმედებს ჩვენი ორგანიზმის უჯრედებზე და იმოქმედებს მხოლოდ ბაქტერიების უჯრედულ კომპონენტზე, არ არსებობს.

მისი უკუჩვენებებია:

• კლინიკურად ის პირველ რიგში გამოვლინდება ფაღარათით და ანტიბიოტიკების მიღების შეწყვეტისთანავე ქრება.

• ანტიბიოტიკოთერაპია ზოგ შემთხვევაში იწვევს კოლიტს, ნაწლავის ანთებას ან უფრო მძიმე ფორმას, ფსევდომემბრანოზულ კოლიტს, რომლის გამომწვევიც არის კლოსტრიდიუმ დეფიცილე.

ეს მიკროორგანიზმი, საზოგადოდ, ყველაზე უკეთ სარგებლობს განვითარებული დისბალანსით, შეუზღუდავად მრავლდება და გამოყოფს ტოქსინს.

• სოკოვანი ინფექცია, რომელიც უმეტესად გამოიხატება პირის ღრუს, ფრჩხილების, ხელის თითების, ტერფის კანდიდოზით.

თუმცა, ზოგ შემთხვევაში, არც სასუნთქი სისტემის და ნაწლავთა კანდიდოზის ჩამოყალიბებაა გამორიცხული.

• ანტიბიოტიკოთერაპიის თანმხლები გვერდითი მოვლენებიდან აღსანიშნავია ალერგიაც.

მინდა გითხრათ, რომ ალერგიული რეაქციების გამომწვევ მედიკამენტებს შორის მოწინავე სწორედ ანტიბიოტიკებია.

არსებობს სიცოცხლისათვის საშიში ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსიური შოკი, ბულოზური დერმატიტი, სტივენ ჯონსის და ლაიელას სიმპტომი), რომლებიც დაუყოვნებლივ ჩარევას მოითხოვს და ნაკლებად საშიში ალერგიული გამოვლინებები.

ყველაზე ხშირი გამოვლინებაა ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, გამონაყარი.

• გასათვალისწინებელია აგრეთვე ის ტოქსიკური ზემოქმედება, რომელსაც ანტიბიოტიკები ავლენენ ორგანიზმსა და ორგანოთა სისტემებზე.

კერძოდ: ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე (სმენის ნერვის ან მისი ტოტების, მხედველობის ნერვის დაზიანება), თირკმელებზე (ნეფროტოქსიკურობა), ღვიძლზე (ჰეპატოტოქსიკურობა), ძვლის ტვინზე, გულზე (გამტარებლობის შეფერხება) და სხვა.

ნუ გამოიყენებთ ანტიბიოტიკებს ხელაღებით სურდოსა და გაციების, ცხელებისა და მარტივი ინფექციების დროს.

ანტიბიოტიკი მხოლოდ ბაქტერიებზე მოქმედებს და არა ვირუსებზე! სწორი დანიშნულებისა და რაციონალური მკურნალობისათვის მიაკითხეთ ექიმ-სპეციალისტს!

წაიკითხეთ ინტერვიუ სრულად