მოგზაურობა მომავლის მედიცინაში - შეცვლის თუ არა ნანოტექნოლოგიები სამყაროს უკეთესობისკენ?
ევოლუციამ ჰომოსაპიენსს არაერთი დაავადება მოუტანა, დღეს უამრავი ადამიანი იტანჯება სხვადასხვა სენით, უფრო და უფრო მეტ ადამიანს აკლდება თვალთ, დაბინძურებული გარემო კი ფილტვებს, კანსა და ყველა სხვა ორგანოს აზიანებს.
სააფთიაქო ბაზარი უამრავ წამალს უშვებს, მედიცინა ვითარდება, მაგრამ რა იქნება წინ? რა ელოდება ადამიანს, როგორი არის მომავლის მედიცინა?
ნანომედიცინის განვითარება არ ჩერდება. უმცირესი ნანორობოტების ადამიანის ორგანიზმში შეყვანა და მოლეკულურ დონეზე ადამიანის დაავადების განკურნება, ნანოტექნოლოგიების დახმარებით, მომავლის მედიცინის მთავარი მიზანია.
ვარაუდობენ, რომ 2025 წლისთვის ნანოტექნოლოგიები არაერთ სფეროში არსებულ საგნებს ჩაანაცვლებენ.
იცოდით, რომ ერითროციტების ხელოვნური ანალოგი, ნანორობოტი-რესპიროციტებია, რომლებსაც ერითროციტების მსგავსი ფუნქცია აქვთ, ისინი ადამიანის სისხლში ჟანგბადის გადატანის უნარს აორმაგებენ, მომავალში მათ ანემიისა და ფილტვების მკურნალობისთვის გამოიყენებენ, ასევე - სისხლის გადასხმის შემცვლელად და სხვ.
ნანოტექნოლოგიური გზით დამზადებული C ვიტამინის ფხვნილით კი კანის დაბერებას შეაჩერებენ, უწვრილესი ნანოერთეულები ეპიდერმისის ნაცვლად, კანის ღრმა ფენაში შეაღწევს და მის იმუნიტეტს გააძლიერებს.
ნანოერთეულები სიცოცხლისუნარიანს გახდიან კანსაც, სახსრებსაც, ძვლებსაც და მრავალ სხვა ორგანოს. მუტაციებისა და დაავადების დიაგნოსტირება კი ჩიპის მეშვეობით მოხდება, ჩიპზე დამზადებული ქიმიური ლაბორატორიები სიმსივნის პრევენციის საუკეთესო საშუალებად განიხილება.
ნანორობოტები ერთიანად წარმატებით მოერევიან ვირუსებს, ბაქტერიებს, ნივთიერებათა ცვლასა და სისხლისთვის ჟანგბადის მიწოდებას.
მსოფლიო ბესტსელერის „ კაცობრიობის მოკლე ისტორიის“ ავტორი ისტორიკოსი და ფილოსოფოსი იუვალ ნოახ ჰარარი წერს:
„სიცოცხლის კანონები შეიძლება კიდევ ერთმა ახალმა ტექნოლოგიამ - კიბორგების ინჟინერიამ შეცვალოს. უფრო და უფრო მეტი საპიენსი კიბორგი ხდება. “
კიბორგი ორგანული და არაორგანული ნაწილებისგან შემდგარი არსებაა (მაგალითად, ბიონიკური ხელების მქონე ადამიანი კიბორგია)
ავტორი შესანიშნავად აღწერს რეალობას და მომავალი მედიცინის სურათსაც გვიხატავს. ფაქტია, რომ თითქმის ყველა ადამიანი კიბორგია, რადგან ისინი ბუნერბრივი შეგრძნებების და ორგანოების ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად ისეთ მოწყობილობებს იყენებენ, როგორიცაა სათვალე, კარდიოსტიმულატორი, ბიოპროთეზი.
დიდი მოცულობის ინფორმაციას ტვინის ნაცვლად ამუშავებენ და ინახავენ კომპიუტერსა და მობილურ ტელეფონში.
და მაინც, რა იქნება მომავალში? ფსევდოკომა - მდგომარეობა, რომლის დროსაც ადამიანი სხეულის ყველა ან თითქმის ყველა ნაწილის მართვის უნარს კარგავს, აღარ იარესებებს. უკვე რამდენიმე პაციენტს ტვინში ელექტროდები ჩაუნერგეს და მეცნიერები ცდილობენ ტვინიდან მიღებული სიგნალები არა მხოლოდ თვალების მოძრაობად არამედ სიტყვებადაც აქციონ.
მიკროჩიპის თვალში დაყენებით კი ბადურის აღდგენაზე მუშაობენ, რაც უსინათლო ადამიანებს მხედველობის ნაწილობრივ აღდგენას ჰპირდება. ელექტროსიგნალი, რომელსაც ჩიპი გამოიმუშავებს თვალის ბადურის ჯანმრთელი ნერვული უჯრედების სტიმულირებას მოახდენს, ხოლო ნერვული უჯრედებიდან გაგზავნილი იმპულსები - ტვინისას, რომელშიც იმპულსები მხედველობად გადაიქცევა.
ეს ტექნოლოგია პაციენტებს სივრცეში ორინეტირების, ასოების გარჩევისა და სახეების ამოცნობის საშუალებას მისცემს.
ბევრი დადებითი მოვლენის მიუხედავად, ნანოტექნოლოგიები და ნანომედიცინა შესაძლოა ადამიანისთვის საზიანო აღმოჩნდეს.
პატარა ნანორობოტები ქიმიურად და ბიოლოგიურად აქტიურები არიან. მათ შეიძლება ცილების მემბრანების აალება, დაჟანგვა გამოიწვიოს, სრულიად დააზიანოს დნმ.