ზოგჯერ მედიკოსები ტკივილგამაყუჩებელ და სიცხის დამწევ საშუალებად იყენებენ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატ იბუპროფენს, თუმცა იგი თირკმელებზე ახდენს ტოქსიკურ ზემოქმედებას.
მეცნიერები შეეცადნენ მოეძებნათ იბუპროფენისა და პარაცეტამოლის უსაფრთხო შემცვლელი. ამ მიზნით შეამოწმეს 21 ნაერთის ეფექტურობა და ტოქსიკურობა. მეცნიერების ყურადღება მიიპყრო ნივთიერებამ, რომელიც თავისი სტრუქტურით და თვისებებით პარაცეტამოლის ანალოგია, მაგრამ უსაფრთხოა ღვიძლისა და
ნაერთი ეფექტურად უმკლავდება სიცხესა და ტკივილს. მეცნიერები იმედოვნებენ შემოდგომაზე ოფიციალური თანხმობის მიღებას ამერიკის მარეგულირებელი ორგანოებიდან აღნიშნული ნაერთის ბაზაზე კომერციული საშუალების შექმნაზე.