რატომ არის ბავშვის ძუძუთი კვება მისი იმუნიტეტისთვის ყველაზე ეფექტური საშუალება? - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

კითხვა-პასუხი

რატომ არის ბავშვის ძუძუთი კვება მისი იმუნიტეტისთვის ყველაზე ეფექტური საშუალება?

რატომ არის ბავშვის ძუძუთი კვება მისი იმუნიტეტისთვის ყველაზე ეფექტური საშუალება?
დედის რძე ბავშვისთვის საუკეთესო საკვებია, რადგან ის სრულყოფილი განვითარებისა და ზრდისთვის
ყველა აუცილებელ ნივთიერებასა და იმუნოგლობულინებს შეიცავს, რომლებიც იმუნიტეტის განვითარებაზე აგებენ პასუხს.

დედის რძე შეიცავს განსაკუთრებულ ცილებს, ცხიმებსა და ნახშირწყლებს, ფერმენტებს, ჰორმონებსა და ზრდის ფაქტორს. ცხიმები, რომელსაც ქალის რძე შეიცავს, ბავშვისთვის ადვილად მოსანელებელია. ცილების შემადგენლობა არის ოპტიმალური (40:60) და პატარას ორგანიზმს მისი გადამუშავება არ უჭირს.
რაც შეეხება ნახშირწყლებს, ისინი ბავშვის კუჭ-ნაწლავში ასტიმალურიებენ საჭმლის მონელებისთვის სასარგებლო და აუცილებელი ბიფიდობაქტერიების წარმოქმნას.

ფერმენტები კი, რომლებსაც ბავშვი დედის რძის საშუალებით იღებს, ხელს უწყობენ ცხიმების მონელებას.
აღსანიშნავია, რომ საჭმლის მონელების შედეგად წარმოქმნილ თავისუფალ ცხიმოვან მჟავებს გააჩნიათ ბავშვისთვის ძლიერი ანტივირუსული ეფექტი.

რატომ არის დედის რძე ბავშვის იმუნიტეტისთვის ყველაზე ეფექტური?

იმუნიტეტი დაავადებებთან შეწინააღმდეგების უნარია. ახალშობილი ბავშვის ორგანიზმი კი გარემოს ზეგავლენისგან და მასში არსებული უამრავი ვირუსისა და ბაქტერიისგან სრულიად დაუცველია. დედის მუცელში ნაყოფს უცხო
მიკროორგანიზმებთან, შესაბამისად, მისი ინფექციებთან ბრძოლის მექანიზმი მძინარე მდგომარეობაშია. ამასთან, დაბადებისთანავე ბავშვი ვირუსებისა და ინფექციების ზემოქმედებას განიცდის.

დაბადებიდან პირველივე თვეებში, ძუძუთი კვების შემთხვევაში, დედის იმუნოგლობულინები ბავშვს დაავადებების გამომწვევ ბაქტერიებთან და ვირუსებთან ბრძოლაში ეხმარებიან, რადგან მისი იმუნური სისტემა ჩამოუყალიბებელია და ჯერ კიდევ 7 წლამდე განაგრძობს ფორმირებას.

სწორედ იმიტომ არის დედის რძე უნიკალური საკვები, რადგან მისი მეშვეობით ბავშვი იღებს ანტისხეულებს, რომელიც დაავადებების წინააღმდეგ ბავშვის იმუნიტეტის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ძლიერი იმუნიტეტის მქონე ბავშვები კი სეზონური რესპირატორული ინფექციებისგან უფრო დაცულები არიან, ასევე, მათ ნაკლებად აწუხებთ ატოპიური დერმატიტი (ალერგია) და ბრონქული ასთმა.

ბავშვის მოვლა უამრავი სირთულესთანაა დაკავშირებული. მათ შორის ერთ-ერთი სირთულე ღამეების უძილოდ გატარებაა. ძილის დარღვეული გრაფიკის გამო დედას შეიძლება, კვების რეჟიმი დაერღვეს, ვერ მიიღოს ყველა ის სასარგებლო ნივთიერება, რაც ლაქტაციისას აუცილებლობას წარმოადგენს, ამიტომ დაბალანსებული კვება ძალიან მნიშვნელოვანია.

mkurnali.ge

ლაქტაციის მასტიმულირებელი პროდუქტებისა და რეკომენდაციების ჩამონათვალი ასეთია:
• ქლიავი
• თბილი სითხეები (რძიანი ჩაი - ძუძუთი კვების დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე)
• ვიტამინებით მდიდარი ხილის კომპოტი
• უცხიმო ხორცის წვნიანი
• რძის პროდუქტები
• ცომეულის ჩანაცვლება ჯანსაღი პროდუქტით - უმი ხილითა და ბოსტნეულით
• ექიმთან კონსულტაციის შემდეგ მეძუძურ დედებს შეუძლიათ პრეპარატი "აპილაკი გრინდექსის" მიღება, რომელიც დამზადებულია ფუტკრის რის დედოსგან და ცნობილია, როგორც ლაქტაციის მასტიმულირებელი პროდუქტი.

mkurnali.ge

აგრეთვე, ფუტკრის რძის დედო ცნობილია, როგორც ენერგოსტიმულატორი და დედას დაღლილობის მოხსნაში ეხმარება.

mkurnali.ge

აღსანიშნავია, რომ "აპილაკი გრინდექსი" არამხოლოდ მეძუძური დედების, არამედ მთელი ოჯახისთვის არის სასარგებლო, რადგან შეიცავს ვიტამინებისა და მიკროელემენტების მთელ კომპლექსს, რომელიც ორგანიზმს იმუნიტეტის ამაღლებაში ეხმარება, ხოლო გადატანილი დაავადებების შემდეგ, გამოჯანმრთელებას აჩქარებს. ამასთან, მისი მიღება 3 წლის ასაკიდან არის რეკომენდებული.


გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
კატეგორიის სხვა სტატიები
კვლევებმა აჩვენა, რომ პრებიოტიკების საშუალებით შესაძლებელია ადამიანის ფსიქიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.
ვალერიანის მცენარის გამომშრალი ფესვი შეიცავს ვალეპოტრიატებს, რომლებსაც დამამშვიდებელი ეფექტი ახასიათებს.
დასავლეთის ქვეყნებში არსებული საკვები პროდუქტები ომეგა 3 ამინომჟავების მცირე რაოდენობას შეიცავენ.
ანტიბიოტიკოთერაპიაზე გვესაუბრება: მე-3 სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრის თერაპევტი - ნათია რევიშვილი
ნუროფენი - არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა.
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად