3 რამ, რაც ქრონიკული გადაღლილობის სინდრომის მოხსნაში დაგეხმარებათ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

3 რამ, რაც ქრონიკული გადაღლილობის სინდრომის მოხსნაში დაგეხმარებათ

ახლა სხვა რეალობის წინაშე აღმოვჩნდით.

როგორც გადატვირთული რეჟიმი, უძილობა, მუდმივი ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა იწვევს ქრონიკული გადაღლილობის სინდრომს, ისე შეიძლება გამოიწვიოს ინერტულობამაც, როცა ენერგიას ვერ ვხარჯავთ და ძირითადად, მოდუნებულები ვართ. ამასთან, შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნასთან ერთად, ჩვეულ რეჟიმს ვუბრუნდებით, თუმცა რამდენად შრომისუნარიანები ვიქნებით, როცა თავს მუდმივად ინტერტულად ვგრძნობთ?

ქრონიკული გადაღლილობის სინდრომი იმაზე დიდ ზეგავლენას ახდენს ცხოვრების ხარისხზე, ვიდრე წარმოგვიდგენია. გვიკარგავს სიახლის მიმართ სწრაფვის ხალისს, მოტივაციას, ნაყოფიერად ვიშრომოთ, გავერთოთ და თვითგანვითარებაზე ვიზრუნოთ.

აღნიშნული სინდრომის მოსახსნელად შეგვიძლია, შევასრულოთ რამდენიმე მარტივი რეკომენდაცია და მალევე აღმოვაჩენთ, როგორ გაუმჯობესდება ცხოვრების ხარისხი:

ჯანსაღად კვება და მეტი წყალი

ჯანსაღი და დაბალანსებული კვება ენერგიის წყაროა. როცა საკმარის ვიტამინებსა და მინერალებს იღებ, ორგანიზმი მწყობრში დგება.

ახალი ხილი და ბოსტნეული, მარცვლეული, ოკეანის თევზი - ეს იმ პროდუქტების არასრული ჩამონათვალია, რომელიც ჯანსაღი კვების ნაწილი უნდა იყოს. ამასთან, წყალი ორგანიზმს მეტაბოლიზმში ეხმარება და ენერგიით გვავსებს.

ძილის საათების განსაზღვრა და დღის რუტინის შედგენა

თვითიზოლაციისას ბევრი ჩვენგანი დილის ძილს იმდენად მიეჩვია, რომ დღის 06:00-07:00 საათზე დაწყება ვეღარ წარმოუდგენია. თუმცა 12:00-13:00 საათამდე ძილი თუ რუტინად გვექცა, დიდი შანსია, გადაღლილობის სინდრომის ჩამოყალიბებას შევუწყოთ ხელი. ბევრი ჩვენგანი შუა დღეს გაღვიძებისას თავს ენერგიულად სულაც არ გრძნობს, აწუხებს თავბრუსხვევა და სხეული ისევ ლოგინში დაბრუნებას "სთხოვს", თუმცა ძილის მოსაწესრიგებლად შეგვიძლია, რამენიმე გზას მივმართოთ:

• მედიტაცია და იოგა - მათით შეგვიძლია, სახლშიც დავკავდეთ, ამისთვის უამრავი სასარგებლო აპლიკაცია არსებობს.

• შევიძინოთ კომფორტული მატრასი, ბალიში, საბანი და საღამური, რომელიც ნატურალური მასალისგან იქნება დამზადებული - რაც უფრო კომფორტულად გრძნობ თავს, მეტი შესაძლებლობაა, მშვიდად გეძინოს.

• დაძინებამდე არ გადავათვალიეროთ სოციალური ქსელები.

• ყოველდღიურად, ერთსა და იმავე დროს დავიძინოთ და გავიღვიძოთ.

mkurnali.ge

მივიღოთ პრეპარატი მილდრონატი 250 მგ კაფსულებში

მილდრონატი 250 მგ ჩვენს მეტაბოლიზმს დატვირთვის ცვლილებების ადაპტირებისკენ უბიძგებს და ენერგიის მთავარი პროდუცენტების - მიტოქონდრიების - დაცვას უზრუნველყოფს ტოქსიკური, არადაჟანგული პროდუქტებით დაზიანებისგან.

ამასთან, ის აღმოფხვრის უჯრედებში ჟანგბადის მიწოდებასა და მოთხოვნილებას შორის შეუსაბამობას. მედიკოსების მიერ აღიარებულია, რომ მილდრონატი 250 მგ მოქმედებს როგორც ენერგიის კორექტორი და გვეხმარება გონებრივ და ფიზიკურ დატვირთვასთან გამკლავებაში, განსაკუთრებით ინფექციური დაავადებების შემდეგ გამოჯანმრთელების პერიოდში.

თუ ჯანსაღად ვიკვებებით, მეტ წყალს ვსვამთ, ძილი მოვაწესრიგეთ, ვარჯიშიც კი დავიწყეთ და გვსურს, დაღლილობის სინდრომი უფრო მოკლე დროში მოვიხსნათ, მილდრონატი 250 მგ კაფსულებში სწორედ ამაში დაგვეხმარება.