რა იწვევს ქრონიკული დაღლილობის სინდრომს და როგორ არის მისი მოხსნა შესაძლებელი? - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

რა იწვევს ქრონიკული დაღლილობის სინდრომს და როგორ არის მისი მოხსნა შესაძლებელი?

რა იწვევს ქრონიკული დაღლილობის სინდრომს და როგორ არის მისი მოხსნა შესაძლებელი?
რამ­დე­ნი­მე კვი­რაა, თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის გამო, სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი ინერ­ტუ­ლო­ბას გა­ნიც­დის. თუ ადრე დი­ლით ადრე ვდგე­ბო­დით, მთელ დღეს სამ­სა­ხურ­ში ვა­ტა­რებ­დით, სა­ღა­მოს კი ოჯახ­თან და მე­გობ­რებ­თან ერ­თად ან ფი­ზი­კურ დატ­ვირ­თვას მივ­მარ­თავ­დით, დღეს ჩვე­ნი ძი­რი­თა­დი მარ­შრუ­ტი სულ რამ­დე­ნი­მე კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა.

ამ პი­რო­ბებ­ში, ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მი მო­დუ­ნე­ბას იწყებს. შეხ­ვედ­რე­ბი, დედ­ლა­ი­ნე­ბი, სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბი, მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი, გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი სო­ცი­ა­ლი­ზა­ცია - ამ ყო­ველ­დღი­უ­რო­ბი­დან სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბულ რე­ა­ლო­ბა­ში გა­და­ვი­ნაც­ვლეთ, დრო­ის დიდ ნა­წილს ოთხ კე­დელ­ში გა­მო­კე­ტი­ლე­ბი ვა­ტა­რებთ. სუფ­თა ჰა­ერ­სა და აქ­ტი­ურ ცხოვ­რე­ბის წესს მოკ­ლე­ბუ­ლებს კი სა­შუ­ა­ლე­ბა არ გვაქვს, ძა­ლე­ბი აღ­ვიდ­გი­ნოთ.

ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ზრუნ­ვის დე­ფი­ცი­ტი, ქრო­ნი­კუ­ლი
ინ­ფექ­ცი­ის კე­რე­ბი და ვი­ტა­მი­ნე­ბის, მიკ­რო და მაკ­რო­ე­ლე­მენ­ტე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა სა­ბო­ლო­ოდ, უარ­ყო­ფი­თად მოქმდებს ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლი­სა და თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვან ინ­სტრუ­მენტზე - იმუ­ნი­ტეტ­ზე. აქვე უნდა აღ­ვნიშ­ნოთ, სამ­წუ­ხა­როდ, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ჩვე­ნი ჯან­მრთე­ლო­ბა თა­ვის­თა­ვად არ ძლი­ერ­დე­ბა და ცვე­თის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბა ახა­სი­ა­თებს ისე­ვე, რო­გორ­ცნე­ბის­მი­ერ ობი­ექტს დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში.

და­სუს­ტე­ბუ­ლი იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის ფონ­ზე, რო­მელ­ზეც მუდ­მი­ვად
მრა­ვა­ლი მავ­ნე ფაქ­ტო­რი ახ­დენს ზე­მოქ­მე­დე­ბას, ხში­რად ვხდე­ბით ავად, გან­ვიც­დით მუდ­მი­ვად სი­სუს­ტეს, შე­საძ­ლოა, თა­ვის ტკი­ვილ­საც, გვიქ­ვე­ით­დე­ბა სი­ცო­ცხლის ხა­ლი­სი და სა­ბო­ლო­ოდ, შე­იძ­ლე­ბა, მი­ვი­დეთ ას­თე­ნი­ამ­დე და ქრო­ნი­კულ დაღ­ლი­ლო­ბის სინ­დრო­მამ­დე. სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის თა­ნახ­მად, თე­რა­პევ­ტე­ბი ამ­ბუ­ლა­ტო­რი­უ­ლი ვი­ზი­ტე­ბის 64%-ს სწო­რედ ას­თე­ნი­ურ ჩი­ვი­ლებსს უკავ­ში­რე­ბენ.

მე­დი­კოს­თა ნა­წი­ლი გან­მარ­ტავს, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ას­თე­ნი­ი­სა და ქრო­ნი­კუ­ლი დაღ­ლი­ლო­ბის სინ­დრო­მის დრო­უ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა, რათა ადაპ­ტა­ცი­ის შემ­დგო­მი დარ­ღვე­ვე­ბი არ გან­ვი­თარ­დეს და უფრო ძლი­ე­რი სო­მა­ტუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის რის­კე­ბი არ გა­ი­ზარ­დოს.

ამას­თან, ე.წ რე­აქ­ტი­უ­ლი ას­თე­ნია ანუ და­ა­ვა­დე­ბე­ბის გა­და­ტა­ნის შემ­დეგ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი სი­სუს­ტე და დაღ­ლი­ლო­ბის სინ­დრო­მი ხში­რად იჩენს თავს ისე­თი პრო­ფე­სი­ის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებ­ში, რო­მელ­თა სა­მუ­შა­ოც მუდ­მივ და­ძა­ბუ­ლო­ბას­თან არის კავ­შირ­ში. მა­გა­ლი­თად მა­ტა­რებ­ლის მე­მან­ქა­ნე­ე­ბი, სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი და ა.შ.

რო­გორ უნდა მო­ვიქ­ცეთ, რომ "ემო­ცი­უ­რი აფეთ­ქე­ბა" და ას­თე­ნია თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ? რო­გორ შე­ვივ­სოთ ის რე­ზერ­ვე­ბი, რო­მე­ლიც ჩვენს ორ­გა­ნიზმს სრულ­ყო­ფი­ლად ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის­თვის სჭირ­დე­ბა?

ექი­მე­ბი ამის­თვის რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვან რე­კო­მენ­და­ცი­ას იძ­ლე­ვი­ან:

  • 3 სა­ათ­ში ერთხელ უნდა მი­ვი­ღოთ მცი­რე ულუ­ფა საკ­ვე­ბი. ეს ორ­გა­ნიზმს საკ­ვე­ბით დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის უნა­რის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა და გა­და­ჭარ­ბე­ბით კვე­ბას აგ­ვა­რი­დებს თა­ვი­დან.
  • რე­გუ­ლა­რუ­ლად და შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ფი­ზი­კუ­რად დატ­ვირ­თვა, მათ შო­რის ისე­თი მარ­ტი­ვი აქ­ტი­ვო­ბა, რო­გო­რიც სუფ­თა ჰა­ერ­ზე გა­სე­ირ­ნე­ბაა.
  • D ვი­ტა­მი­ნის მი­ღე­ბა და სის­ხლში მისი დო­ნის კონ­ტრო­ლი.
  • პე­რი­ო­დუ­ლად, ჯან­მრთე­ლო­ბის სრუ­ლი გა­მოკ­ვლე­ვა, ვი­ტა­მი­ნე­ბის, მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტე­ბი­სა და ჰორ­მო­ნა­ლუ­რი პრო­ფი­ლე­ბის ჩათ­ვლით, რათა დარ­ღვე­ვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, პრობ­ლე­მა დრო­უ­ლად აღ­მო­ი­ფხვრას.
  • ნე­ბის­მი­ე­რი დე­ზა­დაპ­ტა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ორ­გა­ნიზ­მში ოპ­ტი­მა­ლუ­რი ენერ­გე­ტი­კუ­ლი ბა­ლან­სის შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ.
mkurnali.ge

თუ ჩვე­უ­ლებ­რივ­ზე მეტ ენერ­გი­ას ვხარ­ჯავთ და მისი აღ­დგე­ნის­თვის დრო არ გვრჩე­ბა, შეგ­ვიძ­ლია, მკურ­ნა­ლი ექი­მის ჩარ­თუ­ლო­ბით და მას­თან კონ­სულ­ტა­ცი­ის გავ­ლის შემ­დეგ, მი­ვი­ღოთ, "მილდრო­ნა­ტი" კაფ­სუ­ლებ­ში, რო­მე­ლიც ჩვენს მე­ტა­ბო­ლიზმს დატ­ვირ­თვის ცვლი­ლე­ბე­ბის ადაპ­ტი­რე­ბის­კენ უბიძ­გებს და ენერ­გი­ის მთა­ვა­რი პრო­დუ­ცენ­ტე­ბის - მი­ტო­ქონ­დრი­ე­ბის - დაც­ვას უზ­რუნ­ველ­ყოფს ტოქ­სი­კუ­რი, არა­და­ჟან­გუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბით და­ზი­ა­ნე­ბის­გან. ამას­თან, ის აღ­მო­ფხვრის უჯრე­დებ­ში ჟანგბა­დის მი­წო­დე­ბა­სა და მო­თხოვ­ნი­ლე­ბას შო­რის შე­უ­სა­ბა­მო­ბას. მე­დი­კო­სე­ბის მიერ აღი­ა­რე­ბუ­ლია, რომ "მილდრო­ნა­ტი" მოქ­მე­დებს რო­გორც ენერ­გი­ის კო­რექ­ტო­რი და გვეხ­მა­რე­ბა გო­ნებ­რივ და ფი­ზი­კურ დატ­ვირ­თვას­თან გამ­კლა­ვე­ბა­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის შემ­დეგ გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში.

აქვე უნდა აღ­ვნიშ­ნოთ, რომ ვირუ­სე­ბის­გან და ინ­ფექ­ცი­ე­ბის­გან თავ­დაც­ვის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია, ვიზ­რუ­ნოთ იმუ­ნი­ტე­ტის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ზე, რაც რო­გორც და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი კვე­ბის, ისე ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის დაც­ვა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
კატეგორიის სხვა სტატიები
კალიფორნიის უნივერსიტეტში დაადგინეს, რომ ანტიბიოტიკისა და ცხიმიანი საკვების ერთობლიობა
ლუიზიანას უნივერსიტეტმა შეიმუშავა პარაცეტამოლის უსაფრთხო ალტერნატივა. ცნობილია, რომ პარაცეტამოლი მსოფლიოში
დედის რძე ბავშვისთვის საუკეთესო საკვებია, რადგან ის სრულყოფილი განვითარებისა და ზრდისთვის
კვლევის თანახმად, თერაპევტები ამბულატორიული ვიზიტების 64%-ს ასთენიურ ჩივილებს უკავშირებენ.
თუ COVID-19-ის მსოფლიო პანდემიამდე გადატვირთული რეჟიმისგან იმდენად ვიღლებოდით, რომ დასვენების დღეებში ძალების აღდგენას ვერ ვასწრებდით,
რესპირატორული ვირუსების ეპიდემიების დროს ყველაზე აქტუალური საკითხებია:
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
Notice: Undefined variable: new_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 227 Notice: Undefined variable: old_prcie in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 235 Notice: Undefined variable: deffered_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 243
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად