ფუტკრის რძის დედოს მნიშვნელობა ორგანიზმისთვის - რა უნდა ვიცოდეთ და როგორ უნდა მივიღოთ ის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფუტკრის რძის დედოს მნიშვნელობა ორგანიზმისთვის - რა უნდა ვიცოდეთ და როგორ უნდა მივიღოთ ის

რეალურად, რა არის ის, კონკრეტულად, როგორ მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე და როგორ უნდა მივიღოთ?

ფუტკრის რძის უნიკალურობა მის შემადგენლობაშია, რომელიც დაბალანსებულად შეიცავს როგორც ცილებს (30%), ისე ცხიმებს (55%), ნახშირწყლებს (17%) და მინერალურ ნივთიერებებს (1%).

ამ ნივთიერებას აქვს ანტიბაქტერიული, ანტივირუსული, ანტირადიაციული მოქმედება და ასტიმულირებს ზრდის პროცესებს. ფუტკრის რძის დედოში აღმოჩენილია 22 ამინომჟავა (არგინინი, გლიცინი, ცისტეინი, ჰისტიდინი, ლიზინი, ვალინი, ლეიცინი, იზოლეიცინი, თრეონინი, სერინი, მეთიონინი, გლუტამინის მჟავა, ტრიფტოფანი და სხვა).

ფუტკრის რძის დედოს ადამიანის 54 დაავადებისგან განკურნება შეუძლია, მაგრამ ის, რაც დღეს ყველაზე აქტუალურია და მოსახლეობას ყველაზე მეტად აინტერესებს - იმუნიტეტია. კორონავირუსის (COVID-19) მსოფლიო პანდემიამ ადამიანებს აიძულა, ყოველდღიური რუტინა შეეცვალათ, სოციალიზაცია შეეზღუდათ და ფაქტობრივად, ოთხ კედელს შუა გაეგრძელებინათ ცხოვრება. ეს განსაკუთრებით მწვავედ აისახება ბავშვებზე. თუ  გარემოსთან ხშირი კონტაქტი მათ იმუნიტეტზე დადებით ზეგავლენას ახდენს, მუდმივად სახლში გამოკეტილს, როცა სუფთა ჰაერზე გასვლის საშუალებაც არ აქვს, პირიქით, შეიძლება, იმუნიტეტი დაუქვეითდეს.

ძლიერი იმუნიტეტი ნიშნავს სხვადასხვა ვირუსის მიმართ გამძლეობას. დაბალი იმუნიტეტის მქონე ადამიანები კი სხვადასხვა, მათ შორის, სეზონური ვირუსის მიმართ უფრო სუსტები არიან.

mkurnali.ge

კონკრეტულად, რა დადებითი თვისებებით გამოირჩევა ფუტკრის რძის დედო?

•    აძლიერებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას და იცავს ვირუსული ინფექციებისგან

•    აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს გადატანილი ვირუსული და ბაქტერიული ინფექიციების შემდეგ

•    გამოიყენება ჰიპორტოფიის დროს

•    სტრესისა და გადაღლილობის დროს

•    კვებითი დარღვევების, არასრულფასოვანი და არასაკმარისი კვების დროს

•    ნევროზული დარღვევების შემთხვევაში

•    ინიშნება მეძუძურ დედებში მშობიარობის შემდგომ პერიოდში, რძის გამოყოფის შეფერხების დროს

•    გამოიყენება არტერიული წნევის დასარეგულირებლად

•    ამცირებს სისხლში შაქრის დონეს

როგორ ქმნიან ფუტკრები ფუტკრის რძის დედოს?

mkurnali.ge

ფუტკრის რძის დედო არის საკვები ნივთიერება, რომელიც მუშა ფუტკრების ჯირკვლებში წარმოიქმნება. მუშა ფუტკრების როლი, კონკრეტულ ასაკში არის ლარვის გამოკვება, ამიტომ ისინი გამოიმუშავებენ ფუტკრის რძეს და მისით ავსებენ იმ უჯრედებს, სადაც ფუტკრის ლარვა განვითარების პროცესშია. უკინალურობა მდგომარეობს იმაში, რომ ფუტკრების შემდგომი განვითარება დამოკიდებულია ფუტკრის რძით ლარვების კვების ხანგრძლივობაზე, იქნება ეს მუშა ფუტკარი თუ დედა ფუტკარი, რადგან საწყის ეტაპზე მათი კვერცხები ერთნაირი და მდედრობითი სქესისაა.მუშა ფუტკრები ლარვებს რძით კვებავს მხოლოდ პირველი სამი დღის განმავლობაში, შემდეგ ისინი იღებენ ჭეოს.ფუტკრის რძით კვების მეშვეობით, დედა ფუტკარი სრულიად ვითარდება და აღწევს სიმწიფეს, ხდება სკის დედა. ასევე, დედა ფუტკარი ვითარდება რვა დღით ადრე, ვიდრე მუშა ფუტკარი და მასთან შედარებით, დაახლოებით, 8 წლით მეტს ცოცხლობს. მუშა ფუტკარი საშუალოდ, 1-5 თვემდე ცოცხლობს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აუცილებელია, სწორად შეგროვილი და შენახული ფუტკრის რძე მივიღოთ.  ეს პროცესი სამეცნიერო დონეზე, მკაცრად არის გაწერილი და სამწუხაროდ, ხშირად მეფუტკრეები ვერ იცავენ-ხოლმე. ფუტკრის რძის დედო მალფუჭებადი პროდუქტია, ის ჰერმეტულად დახურულ და სტერილურ ჭურჭელში, ჰაერთან კონტაქტის გარეშე უნდა ინახებოდეს. ეს მოთხოვნა თუ დაირღვა, ის ყველა სასარგებლო თვისებას დაკარგავს.

ამრიგად, მეფუტკრისგან შეძენილი ფუტკრის რძე შეიძლება, სულაც არ გამოგვადგეს, თუ მან შენახვის წესები არ დაიცვა. ამის თავიდან ასაცილებლად სჯობს, ენდოთ ფარმაცევტულ კომპანიებს, რომლებიც წარმოების პროცესში ყველ წესის დაცვას უზრუნველყოფენ, რაც გარანტირებულ ხარისხს იძლევა.

ასეთი პრეპარატია "აპილაკი გრინდექსი", რომელიც ლიოფილიზირებულ ფუტკრის რძეს წარმოადგენს საწუწნი აბების სახით. ლიოფილიზაცია არის ნედლეულის ნაზად გაშრობის მეთოდი, რომლის დროსაც რძე იყინება. ნედლეული ინარჩუნებს ყველა იმ თვისებას, რაც პროდუქტს გააჩნია. როდესაც აბი სველდება, პროდუქტის ყველა თვისება აღდგენას იწყებს.

mkurnali.ge

რატომ არის ფუტკრის რძის დედო ბავშვის განვითარებისა და იმუნიტეტისთვის მნიშვნელოვანი პროდუქტი?

ექიმები ფუტკრის რძის დედოს მიღების რეკომენდაციას ხშირად აძლევენ ბავშვებს, რომლებიც მხედველობისა და ძვალსახსროვანი სისტემების პრობლემებს უჩივიან. ამასთან, ის 22 ამინომჟავა, რომელსაც ფუტკრის რძე შეიცავს, ბავშვებში ჰემოგლობინის დარეგულირებას უწყობს ხელს, აწესრიგებს კვებით დარღვევებს, რაც ამ ასაკში საკმაოდ ხშირია და არეგულირებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას.

რაც მთავარია, ფუტკრის რძის დედოს აქვს ანტივირუსული მოქმედება, რაც ბავშვებს რესპირატორული ინფექციებისგან თავდაცვაში ეხმარება. პრეპარატი "აპილაკი გრინდექსი" ბავშვებში ხშირად ინიშნება საბავშვო ასაკიდან, რაც მეცნიერული დასკვნებით არის გამყარებული.

მისი მოხმარების მიზანი, როგორც წესი, იმუნური სისტემის გაძლიერება და ვირუსების დაცვაა. ასევე, გადატანილი დაავადებების შემდეგ გამოჯანმრთელების პროცესი და ორგანიზმის სტრესის პროფილაქტიკა.

მსოფლიო პანდემიის დროს, სუსტი იმუნიტეტის მქონე ბავშვების დაცვა ყველა ოჯახის პრიორიტეტს წარმოადგენს. დაცვის ერთადერთი მექანიზმი კი როგორც წესი, იმუნიტეტის გაძლიერებაა, რის შესაძლებლობასაც სწორედ ფუტკრის რძის დედო იძლევა.