"ფაგიო ანტიბიოტიკის უსაფრთხო ალტერნატივაა, რომელიც მიზანმიმართულად მოქმედებს კონკრეტულ ბაქტერიებზე" - რატომ გვირჩევენ ექიმები ფაგიოს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

"ფაგიო ანტიბიოტიკის უსაფრთხო ალტერნატივაა, რომელიც მიზანმიმართულად მოქმედებს კონკრეტულ ბაქტერიებზე" - რატომ გვირჩევენ ექიმები ფაგიოს

როდესაც მარტივი ინფექციით ფატალური შედეგის წინაშე დავდგებით. მიზეზი ანტიბიოტიკორეზისტენტობაა, ანუ მდგომარეობა, როდესაც ორგანიზმი ანტიბიოტკების მიმართ იძენს რეზისტენტობას და მედიკამენტები არსებულ ინფექციას ვეღარ უმკლავდებიან. პრობლემას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (ჭHO) კაცობრიობისთვის საფრთხის შემცველ გლობალურ პრობლემად აღიარებს და აქტიურად მუშაობს მოგვარების გზებზე.

მეცნიერებს ანტიბიოტიკის ერთ-ერთ ყველაზე რეალურ, უსაფრთხო ალტერნატივად ფაგოთერაპია ესახებათ. ბაქტერიოფაგი აღმოჩენილი იყო ფრანგი მეცნიერის, ფელიქს დ"ერელის მიერ 1917 წელს, მაგრამ ბაქტერიოფაგის კლინიკურ პრაქტიკაში გამოყენება მე-19 საუკუნის ოციანი წლებიდან მისი და ქართველი მეცნიერის, გიორგი ელიავას დამსახურებაა. სწორედ ბაქტერიოფაგი ევლინება მეცნიერებს რეზისტენტობის პრობლემის გადაწყვეტის ერთ-ერთ რეალურ ალტერნატივად.

საქართველოში, ფაგიოს განსაკუთრებით წარმატებით იყენებენ პედიატრები ბაქტერიულ ინფექციებით გამოწვეული დაავადებების წინააღმდეგ.

ივანე ჩხაიძე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიის დეპარტამენტის პროფესორი, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, საქართველოს რესპირაციული გამგეობის თავჯდომარე: "ბოლო წლებ

ის გადასახედიდან, როდესაც რეალურად გამოჩნდა რომ ანტიბიოტიკების რესურსი არის მკვეთრად შეზღუდული, ერთ-ერთი მთავარი ალტერნატივა გახდა ბაქტერიოფაგის გამოყენება. ბაქტერიოფაგის გამოყენების იდეა არის ძალიან მარტივი. ის კლავს ბაქტერიას. თავად სიტყვაც "ბაქტერიოფაგი" ამას ნიშნავს. ანტიბიოტიკებისგან განსხვავებით, ფაგები არის მიზანმიმართული საშუალება, რომელიც ანადგურებს მხოლოდ და მხოლოდ იმ ბაქტერიას, რომლის წინააღმდეგაც ის მოქმედებს".

mkurnali.ge

ნანუკა ყავლაშვილი, იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფის ექიმი-პედიატრი, მედიცინის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი: "არა მარტო საქართველოში, არამედ განვითარებულ ქვეყნებშიც უკვე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ფაგებზე. ამას ეძღვნება სერიოზული კონფერენციები. კვლევები ტარდება იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია დაგროვდეს ფაგების ეფექტურობის შესახებ. რეალურად ძალიან იმედის მომცემია ეს სფერო, რადგანაც ჯერ-ჯერობით მხოლოდ დადებითი შედეგები გვაქვს. ფაგები ნაკლებად იწვევს იმ გვერდით ეფექტებს, რაც ანტიბიოტიკისთვის არის დამახასიათებელი. ფაგს მოქმედების ძალიან ვიწრო სპექტრი აქვს. ის მხოლოდ იმ ბაქტერიაზე მოქმედებს, რომლის მიმართაც ეს არის შექმნილი. მაგალითად, თუ ის შექმნილია ნაწლავის ჩხირის საწინააღმდეგოდ, მარტო ამ ბაქტერიას მოკლავს, სხვა ბაქტერიაზე არ იმოქმედებს. ანტიბიოტიკს კი მოქმედების უფრო ფართო სპექტრი აქვს და შესაბამისად, სხვადასხვა მიკრობზე მოქმედებს. ანტიბიოტიკის მოქმედებით შეიძლება ჩვენ ნაწლავებში არსებული მეგობრული მიკროფლორა დაირღვეს. ხშირია დიარეა, რომელიც ასოცირებულია ანტიბიოტიკის მოხმარებასთან. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება არის ის, რომ ფაგს არ აქვს გვერდითი მოვლენები და არც ალერგია ვითარდება. ანტიბიოტიკმა კი შეიძლება გამოიწვის ალერგია, სოკოვანი ინფექციის განვითარება და სხვა პრობლემები.

განსხვავდება ამ ორი ტიპის პრეპარატის წარმოების პროცესიც. ფაგის წარმოების პროცესი ბევრად მარტივია. ანტიბიოტიკის შექმნა კი საკმაოდ რთულია და ბოლო 40 წლის განმავლობაში მხოლოდ 2 ახალი კლასის ანტიბიოტიკი არის შექმნილი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ფაგის მიმართ რეზისტენტობა ფაქტობრივად არ ვითარდება, მაშინ როდესაც ანტიბიოტიკის მიმართ რეზისტენტობა ძალიან ხშირია. ფაგიოს გამოყენება უსაფრთხოა მოზარდებსა და ჩვილებში".

თეა დადიანიძე, კლინიკა მედიმედის პედიატრი, ოჯახის ექიმი: "ჩვენს ქვეყანაში ფაგოთერაპიას დიდი ხნის ისტორია აქვს. ეს არის უსაფრთხო ალტერნატივა ანტიბიოტიკისა, რომელიც მიზანმიმართულად მოქმედებს კონკრეტულ ბაქტერიაზე. ფაგიო გამოიყენება დაბადების პირველივე დღეებიდან. უსაფრთხოა მისი გამოყენება მეძუძურებში, ორსულებსა და იმუნოდეფიციტურ პაციენტებში. მისი გამოყენება ხდება ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციების დროს, როგორიცაა: მწვავე ფარინგიტი, ტრაქეიტი, ბრონქიტი, პნევმონია. ის ასევე რეკომენდებულია კ2ანის ჩირქოვანი დაავადებების, დამწვრობის, კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს".