ასპირინისა და ომეგა-3-ის ნარევი - უნიკალური კომბინაცია ართრიტის სამკურნალოდ - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2019

ასპირინისა და ომეგა-3-ის ნარევი - უნიკალური კომბინაცია ართრიტის სამკურნალოდ

ასპირინისა და ომეგა-3-ის ნარევი - უნიკალური კომბინაცია ართრიტის სამკურნალოდ
ჟურნალში "ბიოქიმია და ბიოლოგია ("Chemistry and Biology") გამოქვეყნდა საინტერესო სტატია, რომელშიც საუბარია ასპირინისა და ომეგა-3-ის კომბინაციაზე. სტატიაში აღნიშნულია, რომ ომეგა-3-ით მდიდარი თევზის ქონისა და  ასპირინის  კომბინაცია აღიარებულია ართრიტთან (სახსრების ანთებასთან) ბრძოლის მაქსიმალურად ეფექტურ საშუალებად. ეს ორი კომპონენტი ამცირებს ანთებას, რომელიც დგას არა მხოლოდ ართრიტის, არამედ გულის ბევრი პათოლოგიისა და სიმსივნური დაავადების უკან.

როგორც ირკვევა, ასპირინი  ასტიმულირებს რეზოლვინის მოლეკულათა გამომუშავებას. რეზოლვინი კი, როგორც ცნობილია, მთავარ როლს ასრულებს ანთებითი რეაქციის "გათიშვაში."

ექსპერიმენტულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ომეგა-3-ის დახმარებით  მიღებული რეზოლვინ D3  უფრო დიდხანს ნარჩუნდება
ანთების ადგილებში, ვიდრე მჟავას მონაწილეობის გარეშე გამომუშავებული რეზოლვინ D1 ან რეზოლვინ D2 - აცხადებს ჩარლზ სერხანი - ჰარვარდის სამედიცინო სკოლის დოქტორი. რეზოლვინ D 3-ის  გამომუშავების ინიცირება ასპირინსაც იმავე წარმატებით შეუძლია. ასპირინი ენაცვლება ანთებით ენზიმს, რითაც აფერხებს ანთებითი პროცესის გავრცელებაში მონაწილე მოლეკულათა  წარმოქმნას.  ეს კი ანთების
ჩაცხრობის კიდევ ერთი საყურადღებო მექანიზმია.

რაც მთავარია, ვირთაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტებით  ამ ორივე მექანიზმის  საუკეთესოდ "მუშაობა" დადასტურდა.  ისიც აღსანიშნავია, რომ მეცნიერებმა ადამიანის ორგანიზმში უკვე აღმოაჩინეს რეცეპტორი, რომელიც აქტიურდება რეზოლვინ D  –ით.  

თინათინ გოცაძე

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად
ფასი: 75
მხედველობის ჯანმრთელობისთვის -60 აბი
ფასი: 39.9
კარგი მხედველობის და ნერვული სისტემის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 28.9
მხედველობის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 44.9
დიეტოლოგია
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
ჟურნალში Neurology გამოქვეყნდა ახალი კვლევის შედეგები, რომელთა თანახმადაც,_ ტრანსცხიმების ხშირად გამოყენება (მაგალითად კარტოფილი-ფრის)
კატეგორიის სხვა სტატიები
ინფექციურ დაავადებათა ბაქტერიული გამომწვევები სულ უფრო რეზისტენტულნი ხდებიან, ანუ მდგრადობას იჩენენ ანტიბიოტიკებისადმი.
მარიხუანას ბაზაზე შექმნილი პრეპარატები უსარგებლოა, ხოლო ფსიქიკური დაავადებების დროს სახიფათოცაა. ბოლო დროს
სპეციალისტებისთვის ცნობილი გახდა ახალი კვლევის შედეგები, რომლებიც წერტილს უსვამენ ძველ რეკომენდაციებს მაღალი წნევის
3 წლის წინ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს კლინიკურ დირექტორს ივანე ჩხაიძეს ჰოლანდიიდან კოლეგები დაუკავშირდნენ
კომპანიამ Sandoz (კომპანია Novartis-ის ჯგუფი) შეწყვიტა პრეპარატ რანიტიდინის წარმოება, მასში იმ ნივთიერების შემცველობის გამო, რომელსაც
ხველის მკურნალობა არა მარტო მედიკამენტებით, არამედ ალტერნატიული საშუალებებითაცაა შესაძლებელი,
კბილის ზომამ სიგრძეში შეადგინა 3,72 სმ. პაციენტმა ექიმს მიმართა მწვავე ტკივილის გამო. კბილმა, ანომალური ზომების გამო, გამოიწვია ზედა ყბის ანთება.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
ტვინის სისხლძარღვების გაწმენდა უმნიშვნელოვანესი პროცედურაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად