ფაგოთერაპია VS ანტიბიოტიკოთერაპია - პრეპარატი, რომელსაც მსოფლიო ეძებს, შეიძლება „ფაგიო“ აღმოჩნდეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფაგოთერაპია VS ანტიბიოტიკოთერაპია - პრეპარატი, რომელსაც მსოფლიო ეძებს, შეიძლება „ფაგიო“ აღმოჩნდეს

და ბაქტერიოფაგის შესახებ ინფორმაციით დაინტერესდნენ. ეს არის კიდევ ერთი ნათელი დასტური იმისა, რომ ბაქტერიოფაგი, რომელიც ერთი საუკუნის წინ ქართველმა და ფრანგმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, თანამედროვე მედიცინას სრულიად დამსახურებულად ანტიბიოტიკების ჩამანაცვლებელ საშუალებად ესახება. ანტიბიოტიკორეზისტენტობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (World Health Organization - WHO) კაცობრიობისთვის საფრთხის შემცველ გლობალურ პრობლემად აღიარა. ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობა თანამედროვეობის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, ამ დროს კი საქართველოში იწარმოება პრეპარატი, რომელსაც შეუძლია ანტიბიოტიკს სერიოზული კონკურენცია გაუწიოს.

ანტიბიოტიკორეზისტენტობით გამოწვეულ პრობლემებზე, ფაგოთერაპიასა და "ფაგიოზე" სასაუბროდ სწორედ იაშვილის საავადმყოფოს კლინიკურ დირექტორს ივანე ჩხაიძეს მივმართეთ.

როდის დაიწყო მედიცინამ ანტიბიოტიკების გამოყენება?

პირველი ანტიბიოტიკი, რომელიც მედიცინაში გამოიყენეს პენიცილინი იყო. ის აღმოაჩინა ალექსანდრე ფლემინგმა 1928 წელს, ხოლო ინფექციების საწინააღმდეგოდ პირველად 1942 წელს გამოიყენეს. სამედიცინო წრეებში ფიქრობდნენ, რომ ანტიბიოტიკების გამოგონებით ინფექციური დაავადებები პრაქტიკულად დაამარცხეს. საწყის ეტაპზე მართლაც ასე იყო, ექიმები მიიჩნევდნენ, რომ ადამიანის ორგანიზმში აღმოჩენილი ნებისმიერი ინფექციისთვის მოიძებნებოდა შესაბამისი ანტიბიოტიკი. ანტიბიოტიკები ეფექტურად მუშაობდნენ, მათი არჩევანიც დიდი იყო. ასე მაგალითად, 1983-92 წლებში ამერიკის საკვები პროდუქტებისა და წამლების სააგენტომ (FDA) 30 ახალი ანტიბიოტიკს დართო ნება კლინიკურ პრაქტიკაში გამოყენებისთვის, ხოლო 2010 წლიდან - არცერთს! ამას დაემატა ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობის პრობლემა, რეალობა შეიცვალა და ანტიბიოტიკების საკითხი გადასახედი აღმოჩნდა.

რამ გამოიწვია ანტიბიოტიკების მიმართ დამოკიდებულების ცვლილება?

აღმოჩნდა, რომ არსებობენ ბაქტერიები, რომლის მიმართაც ანტიბიოტიკი უძლურია. ამოიწურა სხვადასხვა ჯგუფის თუ კომბინირებული ანტიბიოტიკების არსენალი. შესაბამისად, მედიცინა დადგა დიდი დილემის წინაშე. მან იცის, რომ ადამიანის ორგანიზმში არსებობს ბაქტერია, მაგრამ არ აქვს რესურსი მის წინააღმდეგ საბრძოლველად. ახალი თაობის ანტიბიოტიკი, მეხუთე თაობის ცეფალოსპორინი, კლინიკურ პრაქტიკაში ბოლოს მოწოდებული იქნა 2010 წელს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ წინა საუკუნის 70- 80-იან წლებში ათეულობით ახალი ანტიბიოტიკი გვქონდა, 9 წელია, თანამედროვე მედიცინას არ აქვს ახალი ანტიბიოტიკი ინფექციების წინააღმდეგ საბრძოლველად.

რა გახდა ანტიბიოტიკების რეზისტენტულობის მიზეზი?

მიზეზი ბევრია. ანტიბიოტიკების რეზისტენტობის ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი კი მისი არამიზნობრივი გამოყენებაა. ექიმის მიერ დანიშნული ანტიბიოტიკების კურსის ბოლომდე არ მიყვანა პაციენტის მიერ, არასწორი დოზის შერჩევა, სოფლის მეურნეობაში ანტიბიოტიკების გამოყენება და კიდევ არაერთი მიზეზი არსებობს რეზისტენტული ფორმის განვითარების ხელშესაწყობად. ეს მულტიფაქტორული პრობლემაა.

აღნიშნული პრობლემის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი ანტიბიოტიკის მოქმედების პრინციპია. ის მოქმედებს არა მხოლო დაავადების გამომწვევ კონკრეტულ ბაქტერიაზე, არამედ ორგანიზმში არსებულ ყველა ბაქტერიაზე. ზოგადად, არსებობს როგორც საშიში ბაქტერიები, ასევე ბაქტერიები, რომლებიც ორგანიზმისთვის აუცილებელია და ჩვენ მათ ვუწოდებთ "მეგობარ" ბაქტერიებს. ანტიბიოტიკებით მკურნალობისას იღუპება არა მხოლოდ დაავადების გამომწვევი - საშიში, არამედ ორგანიზმში არსებული "მეგობარი" ბაქტერიაც.

გარდა ამისა, არსებობს ვიწრო და ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები. ფართო სპექტრის პრეპარატები, ამ მხრივ, განსაკუთრებული საფრთხის შემცველია, ისინი გაცილებით მეტ ბაქტერიას ანადგურებენ, აზიანებენ სასარგებლო მიკროფლორას. მაგალითად, ფილტვების ანთების დროს, ვნიშნავთ წამალს, რომელიც გვჭირდება ფილტვების ანთების გამომწვევი ერთი ბაქტერიის საწინააღმდგოდ, მაგრამ ამავდროულად ის ებრძვის ათეულობით სხვას, რომელიც ფილტვების ანთებაში დამნაშავე არაა. ეს ანტიბიოტიკების ნეგატიური მხარეა და მისი რეზისტენტულობის განვითარების ერთ-ერთი მიზეზიც.

mkurnali.ge

რამდენ ხანში შეიძლება განვითარდეს ანტიბიოტიკის მიმართ რეზისტენტობა?

კონკრეტულად განსაზღვრული დრო არ არსებობს, თუმცა ეს პროცესი ძალიან დაჩქარდა. მაგალითად, "პენიცილინის" 1942 წელს კლინიკურ პრაქტიკაში შემოღების შემდეგ, მის მიმართ რეზისტენტობის განვითარებას დასჭირდა 24 წელი, ხოლო "დაპტომიცინის" მიმართ რეზისტენტობა განვითარდა ერთ წელში - მისი გამოყენება დაიწყეს 2003 წელს, რეზისტენტობა განვითარდა 2004 წელს. ანუ შეიძლება ითქვას, რომ საბოლოოდ ყველა ბაქტერია ხდება რეზისტენტული.

რა არის გამოსავალი, რა ესახება მსოფლიო მედიცინას პრობლემის გადასაწყვეტად?

ბაქტერიოფაგი ("ბაქტერიოფაგი" - ბაქტერიის შთანმთქმელი) აღმოჩენილი იყო ფრანგი მეცნიერის, ფელიქს დ"ერელის მიერ 1917 წელს, მაგრამ ბაქტერიოფაგის კლინიკურ პრაქტიკაში გამოყენება მე-19 საუკუნის ოციანი წლებიდან მისი და ქართველი მეცნიერის, გიორგი ელიავას დამსახურებაა. სწორედ ბაქტერიოფაგი შეიძლება იყოს რეზისტენტობის პრობლემის გადაწყვეტის ერთ-ერთი ალტერნატივა. წინა საუკუნეში მისი გამოყენების განსაკუთრებული საჭიროება არ იყო, რადგან არსებობდა ანტიბიოტიკი, რომელიც ძალიან კარგად "მუშაობდა" ბაქტერიის საწინააღმდეგოდ. მაგრამ მას შემდეგ, რაც ანტიბიოტიკების რეზისტენტობის პრობლემა დადგა, ბევრმა გაიხსენა მივიწყებული ბაქტერიოფაგი. ამ დრომდე პრეპარატს გამოიყენებდნენ ძირითადად საქართველოსა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. იმის გამო რომ ბაქტერიოფაგი შემოფარგლული იყო რუსულენოვანი ლიტერატურით, მის შესახებ ცნობადობა მსოფლიოში საკმაოდ დაბალი იყო. თუმცა ანტიბიოტიკების რეზისტენტობის პრობლემის გამწვავების შემდეგ, ბაქტერიოფაგის ისტორიაში დადგა ახალი ეტაპი და ამ შემთხვევაში უკვე არა ქართველი, არამედ უცხოელი ექიმები აქტიურობენ განსაკუთრებულად. ბოლო 10 წლის განმავლობაში 100-მდე ინგლისურენოვანი ნაშრომი გამოქვეყნდა პრეპარატის შესახებ.

უფრო კონკრეტულად რომ განვმარტოთ, რა პრინციპით მოქმედებს ბაქტერიოფაგი?

ბაქტერიოფაგი მიზანმიმართულად ანადგურებს ორგანიზმში არსებულ მხოლოდ დაავადების გამომწვევ ბაქტერიას, ყოველგვარი ნეგატიური გვერდითი ზემოქმედების გარეშე. ანტიბიოტიკისგან მთავარი განმასხვავებელი ფაქტორი ისაა, რომ ანტიბიოტიკი არამიზანმიმართულად მოქმედებს ორგანიზმში არსებულ ყველა ბაქტერიაზე, მაშინ როდესაც ბაქტერიოფაგი უფრო სპეციფიკურია.

ფაგიოსა და ანტიბიოტიკის ანოტაციის შედარება რომ გავაკეთოთ, მარტივად მივხვდებით მთავარ განსხვავებას მათი მოქმედების მექანიზმს შორის. ფაგიოს ინსტრუქციაში უწერია, რომ ეს არის საშუალება 5 ტიპის ბაქტერიების წინააღმდეგ. ესენია: სტრეპტოკოპი, სტაფილოკოკი, ეშერიხია კოლი, პროტეუსი და ფსევდომონა, ხოლო ყველაზე ვიწროს სპექტრის ანტიბიოტიკის ანოტაციაში ამ ხუთი ბაქტერიის პარალელურად კიდევ არაერთი წერია, ფართო სპექტრისაში კი ასეთი ათეულობითაა. იგივე მდგომარეობაა გვერდით მოვლენებთან დაკავშირებით - რაც უფრო ფართოა ანტიბიოტიკის მოქმედების სპექტრი, მით უფრო მეტია გვერდითი მოვლენების ჩამონათვალი. ფაგიოთერაპიას კი გვერდითი მოვლენები არ გააჩნია. არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტიც, რომ ფაგი არ ქმნის რეზისტენტულ მიკროფლორას.

ფაგოთერაპია ინიშნება ანთების განვითარებამდე თუ უშუალოდ ანთების დროსაც?

ფაგებით მკურნალობა შესაძლებელია უშუალოდ ანთების დროს, მაგრამ ზუსტად უნდა იცოდე, რა არის გამომწვევი მიზეზი. გარკვეული სითამამე სჭირდება იმას, რომ ანთებას ანტიბიოტიკის გარეშე ებრძოლო. თუმცა თუ ექიმი დარწმუნებულია, რომ სწორედ იმ ხუთიდან ერთ-ერთია გამომწვევი ბაქტერია, მაშინ თავისუფლად შეუძლია მიმართოს ფაგოთერაპიას.

თქვენ რამდენად ხშირად მიმართავთ ფაგოთერაპიას?

ფაგოთერაპიისთვის გამოიყენება ქართული პერაპარატი "ფაგიო", რომელმაც თავისი ეფექტურობა არაერთხელ პრაქტიკაში დაამტკიცა. მე კი ამ პრეპარატთან ერთი განსაკუთრებული ისტორია მაკავშირებს. 3 წლის წინ ჰოლანდიიდან დამიკავშირდნენ კოლეგები საქართველოში წარმოებულ ბაქტერიოფაგთან დაკავშირებით. მათ ჰყავდათ პაციენტი თანდაყოლილი დაავადებით - კისტური ფიბროზით, რომლისთვისაც დამახასიათებელია სასუნთქი სისტემების მორეციდივე, ბაქტერიული ანთებითი პროცესების არსებობა. პაციენტი 18 წლის იყო და მას უკვე ჰქონდა რეზისტენტობა ანტიბიოტიკების მიმართ და მისი სიცოცხლე საფრთხის წინაშე იდგა. ამ პაციენტთან ფაგოთერაპიის კურსის ჩატარებამ გაცილებით უკეთესი შედეგი მოგვცა, ვიდრე ანტიბიოტიკოთერაპიამ.

სწორედ ამ შემთხვევის შემდეგ დავინტერესდი ფაგოთერაპიით, აღმოჩნდა, რომ არსებობს ბოლო პერიოდის არაერთი საინტერესო კვლევა ინგლისურ ენაზე და მას განიხილავენ, როგორც ანტიბიოტიკოთერაპიის ერთ-ერთ ალტარნატივას.