მეცნიერები ჰიპერტონიის საწინააღმდეგო პრეპარატების ძილის წინ მიღებას გვირჩევენ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მეცნიერები ჰიპერტონიის საწინააღმდეგო პრეპარატების ძილის წინ მიღებას გვირჩევენ

საწინააღმდეგო პრეპარატების დილაობით მიღების საკითხზე.

6-წლიანი დაკვირვების შედეგებზე დაყრდნობით მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ჰიპერტონიის საწინააღმდეგო მედიკამენტების ძილის წინ მიღებით მნიშვნელოვნად მცირდება ინფარქტის, ინსულტის, გულ-სისხლძარღვოვანი უკმარისობისა და სიკვდილის რისკი.

კვლევა ჩატარდა პროექტ Hygia-ს ფარგლებში. პროექტის ხელმძღვანელი პროფესორი რამონ ერმიდა აღნიშნავს, რომ"გულის ფუნქციობასა და არტერიული წნევის მაჩვენებლებზე დაკვირვება მუდმივად, 24 საათიანი რეჟიმით არის საჭირო. დაკვირვება კვლავაც გრძელდება.

პროექტის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნის ექიმებმა შეისწავლეს 19 ათასზე მეტი პაციენტის მდგომარეობა. გაირკვა, რომ მედიკამენტების მიღების დროის სხვაობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს როგორც პაციენტის ზოგად მდგომარეობაზე, ასევე დაავადების გართულებებზეც. ჰიპერტენზიის საწინააღმდეგო პრეპარატების ღამით მიღება 50 %-ით ამცირებს მოსალოდნელ რისკებს დილით მიღებულ მედიკამენტებთან შედარებით.

უწინ სპეციალისტებს მიაჩნდათ, რომ მაღალი არტერიული წნევის საწინააღმდეგოდ სასურველია მედიკამენტის დილაობით მიღება, რადგან მისი მოქმედება მთელი დღის განმავლობაში გრძელდება. ახალი კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ექსპერტები გვირჩევენ, რომ წნევის წამლები ძილის წინ მივიღოთ, რადგან ამით არტერიული წნევა ნორმის ფარგლებში რეგულირდება ღამითაც და დღისითაც.

თინათინ გოცაძე