რას ნიშნავს კაცობრიობის უდიდესი საფრთხე - ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა და როგორ შევაჩეროთ ის? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რას ნიშნავს კაცობრიობის უდიდესი საფრთხე - ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა და როგორ შევაჩეროთ ის?

და ალტერნატივას ვეძებთ, რადგან ამ ტიპის მედიკამენტების უკუჩვენებების შესახებ მეტნაკლებად ინფორმირებულები ვართ. თუმცა რა ხდება, თუ ანტიბიოტიკებით მკურნალობა ხშირად გვიწევს? რა საფრთხის წინაშე ვდგებით?

ეს ანტიბიოტიკორეზისტენტობაა (ან, უბრალოდ რეზისტენტობა), რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჭHO) მიერ, კაცობრიობისთვის საფრთხის შემცველ გლობალურ პრობლემადაა აღიარებული.

ანტიბიოტიკების აღმოჩენამ კაცობრიობის ისტორიაში გადატრიალება მოახდინა. მრავალი ისეთი დაავადება, რომლებსაც წინათ ადამიანის სიცოცხლე ეწირებოდა, დღეს იკურნება. ამ საოცარი აღმოჩენის მიუხედავად, გვიახლოვდება ხანა, როდესაც ბანალური ინფექციები ჩვენს სიცოცხლეს საფრთხეს ისევ შეუქმნის. თუ ეს პრობლემა უფრო გამწვავდება, შესაძლოა დავუბრუნდეთ იმ დროს, როდესაც თითის გაკაწვრით გამოწვეულ ინფექციასაც კი შეეძლო ფატალური შედეგების გამოწვევა (დღესაც შეიძლება, თუ რიგ შემთხვევებში ტეტანუსის ან სხვა შესაბამისი აცრა არ ჩავიტარეთ).

mkurnali.ge

წლების განმავლობაში ანტიბიოტიკების დაუდევარი გამოყენების შედეგად ბაქტერიებმა იმუნიტეტი გამოიმუშავეს, ანტიბიოტიკთა ნაწილი, განსაზღვრულ ბაქტერიაზე აღარ მოქმედებს. სწორედ ამას ეწოდება ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა. ეს იმას ნიშნავს, რომ ინფექცია, რომელიც დღეს იოლად იკურნება, ხვალ დიდი ალბათობით, ანტიბიოტიკების გამოყენებით უკურნებელი გახდება.

რეზისტენტობის გავრცელების პრობლემას უფრო ამძაფრებს ანტიმიკრობული საშუალებების ვეტერინარიაში გამოყენებაც. ხშირად ცხოველთა წონის გაზრდის მიზნით, აქტიურად იყენებენ ანტიბიოტიკებს (ქათმის, ღორის, საქონლისა და სხვაცხოველებისა და ფრინველების შემთხვევაში.) ჩვენ კი აღნიშნულ ხორცს საკვებად მოვიხმართ. საკვებიდან მიღებული ანტიბიოტიკების მცირე დოზაც კი ბაქტერიებს აძლიერებს და ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტულს ხდის. დღევანდელ მსოფლიოში სწორედ ეს არის რეზისტენტობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორი, რომლის რეგულირებაც ვერ ხერხდება.

თანამედროვე მედიცინის სტატისტიკა არასახარბიელო პროგნოზებზე საუბრობს: იმ შემთხვევაში, თუ რეზისტენტობის მაჩვენებელი ზრდას განაგრძობს 2050 წლისთვის 10 მილიონი ადამიანი შეეწირება ისეთ დაავადებებს, რომელთა განკურნებაც ჯერ კიდევ შეიძლება. დღევანდელი სტატისტიკით კი 700 000 ადამიანი ყოველწლიურად აღნიშნული პობლემით იღუპება.

ხშირ შემთხვევაში შეუცვლელი ანტიბიოტიკების მოქმედება ატომური ბომბის აფეთქებას გავს, ის ანადგურებს როგორც სასარგებლო, ისე დაავადების გამომწვევ ბაქტერიებს. მრავლობითი გვერდითი ეფექტებიდან გამომდინარე, ხშირად ანტიბიოტიკები, პირიქით, აუარესებენ კიდეც ორგანოთა ფუნქციას, ასევე აქვეითებენ ადამიანის ორგანიზმის ბუნებრივ იმუნიტეტს. სწორედ ამიტომ გვიჩნდება უნდობლობა, როცა ჯანმრთელობის მცირე პრობლემაზეც კი ანტიბიოტიკის მიღებას გვთავაზობენ. ანტიბიოტიკი ანადგურებს ადამიანის ორგანიზმის მთლიან მიკროფლორას. როგორც ვიცით, ადამიანის ორგანიზმი შედგება როგორც მავნე, ასევე სასარგებლო ბაქტერიებისგან.

არის თუ არა შესაძლებელი ანტიბიოტიკების ჩანაცვლება?

ბაქტერიებთან ბრძოლის ალტერნატივად თანამედროვე მედიცინაში ფაგოთერაპია გვევლინება, რომლითაც ანტიბიოტიკებით მკურნალობის კურსის ჩანაცვლება შეგვიძლია. ფაგები ანტიბიოტიკების ირაციონალური გამოყენების აღმოსაფხვრელად და რეზისტენტული ინფექციების დასამარცხებლად შეუცვლელი საშუალებაა.

ფაგები, როგორც მავნე ბაქტერიებთან ბრძოლის ეფექტური საშუალება, საქართველოში, ყოფილი საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ჯერ კიდევ 1940-იანი წლებიდან გამოიყენება. ფაგები სპეციფიკურ, დაავადების გამომწვევ ბაქტერიებს ანადგურებს. ორგანიზმში მოხვედრისთავანე მავნე ბაქტერიებს "საკვებად" იყენებს და მათი განადგურების შემდეგ, ორგანიზმს ტოვებს.

საკვებისა და სასმელი წყლის საშუალებით ყოველდღიურად მილიონობით ფაგს ვიღებთ. ბაქტერიოფაგი (ანუ ფაგი) დედამიწაზე ყველაზე გავრცელებული ბუნებრივი ორგანიზმია. ფაგები უსაფრთხოა ადამიანების, ცხოველებისა და მცენარეებისთვის და ისინი მხოლოდ კონკრეტულ ბაქტერიებს ანადგურებენ. ფაგები არ აზიანებენ ღვიძლს და თირკმელებს, არ იწვევენ დისბიოტურ ცვლილებებს და ა.შ. ფაგს შეუძლია, ეფექტურად გაანადგუროს ბაქტერია, მისი რეზისტენტული ფორმების ჩათვლით, ამასთან არ აზიანებს ადამიანის ბუნებრივ მიკროფლორას და არ გააჩნია გვერდითი მოვლენები.

დღეს, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი პრეპარატი ფაგიოა. იქედან გამომდინარე, რომ ანტიბიოტიკთან შედარებით ბევრად ნაკლები გვერდითი მოვლენებით გამოირჩევა და არ აზიანებს სასარგებლო მიკროფლორას, ფაგიო მკურნალობისა და პრევენციის მიზნით გამოიყენება ჩვილ ბავშვებში, ორსულებსა და იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებში. სწორედ უპრეცედენტო უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ფაგიო ყველაზე ხშირად ბავშვებსა და ორსულებში ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ გამოიყენება.

mkurnali.ge

აღსანიშნავია, რომ ბაქტერიოფაგების ტექნოლოგიის გამოყენებით, ბაქტერიული პათოგენების დამარცხება შესაძლებელია არა მხოლოდ მედიცინაში, არამედ საკვების უსაფრთხოებაში, სოფლის მეურნეობაში, ვეტერინარიასა და სხვა სფეროებში, სადაც ბაქტერიები საფრთხეს ქმნიან.

საქართველოს ფაგების მიმართულებით ერთი საუკუნის გამოცდილება აქვს. ქვეყანა პიონერია ფაგების კვლევისა და წარმოების მიმართულებით. 1930-იანი წლებიდან მოყოლებული, ყოველწლიურად, საქართველოდან საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ასობით ტონა ფაგის პრეპარატით მარაგდებოდა.

ბიოქიმფარმი ფაგის კვლევისა და წარმოების საუკუნოვან ტრადიციას აგრძელებს და ასწლოვან გამოცდილებაზე დაყრდნობით ეფექტურ პრეპარატს აწარმოებს, რომელიც ანტიბიოტიკების რეზისტენტობასთან საბრძოლველად შეუცვლელ ალტერნატივად გვევლინება.

ფაგებით მკურნალობის წარმატებულ მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ სან დიეგოს სამედიცინო სკოლის ფსიქიატრიული დეპარტამენტის პროფესორის 69 წლის ტომ პატერსონის ცნობილი ისტორია, რომელიც უმძიმესი მდგომარეობიდან ვერც ანტიბიოტიკოთერაპიამ გამოიყვანა.

ტომ პატერსონი და მისი მეუღლე სტეფანი სტრატდი, რომელიც გლობალური ჯანდაცვის მეცნიერებათა ცენტრის ასოცირებული დეკანია, 4 წლის წინ შვებულებას ეგვიპტეში ატარებდნენ, სადაც ტომი მოულოდნელად დაავადდა. ადგილობრივმა ექიმებმა მას პანკრეატიტის დიაგნოზი დაუსვეს, თუმცა სტანდარტულმა მკურნალობამ უშედეგოდ ჩაიარა და მისი ფრანკფურტში გადაყვანა მოუწიათ, სადაც ანტიბიოტიკოთერაპია დაუნიშნეს.

mkurnali.ge

ანტიბიოტიკოთერაპია უშედეგო აღმოჩნდა, რადგან ინფექცია ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტული იყო! საბოლოოდ, პატერსონი კომაში ჩავარდა და უმძიმეს მდგომარეობაში მოუწია მშობლიურ სან დიეგოშ დაბრუნება.

პატერსონი სიცოცხლი მისმა მეუღლემ სტეფან სტრატდმა და ფაგებმა იხსნეს, რადგან სწორედ მისი მოთხოვნით დაიწყეს ფაგებით თერაპიის გამოყენება. 15 მარტს კომაში ჩავარდნილი პაციენტი 19 მარტს გონს მოვიდა, რამდენიმე თვეში კი გამოჯანმრთელებული პაციენტი სახლში გაწერეს.

შემთხვევა, რომელიც ფაგებით მკურნალობის წარმატებულ მაგალითად იქცევა, 4 წლის შემდეგაც ძალიან პოპულარულია, რადგან ანტიბიოტიკების მიმართ ინფექციების რეზისტენტობა იზრდება, ამიტომ დროა, მათ ჩანაცვლებაზე ვიფიქროთ.