პოპულარული ტკივილგამაყუჩებლები ჰიპოგლიკემიას იწვევენ - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2020

კითხვა-პასუხი

პოპულარული ტკივილგამაყუჩებლები ჰიპოგლიკემიას იწვევენ

პოპულარული ტკივილგამაყუჩებლები ჰიპოგლიკემიას იწვევენ
პაციენტებს, რომლებსაც უნიშნავენ ტრამადოლს 10-ჯერ აქვთ მომატებული ჰიპოკლიკემიის (სისხლში შაქრის დაბალი შემცველობის) განვითარების რისკი, იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც სხვა ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებს იღებენ - ამ დასკვნამდე აშშ-ის მეცნიერები მივიდნენ.

სან-დიეგოს კალიფორნიის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა გაარკვიეს, რომ ტრამადოლი საკმაოდ საშიში პრეპარატია ჰიპოგლიკემიის განვითარების თვალსაზრისით. როგორც მეცნიერები აცხადებენ, ის 10-ჯერ ზრდის ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკს სხვა ოპიოიდური ტიპის ანალგეზიურ (ტკივილგამაყუჩებელ) საშუალებებთან შედარებით.

ტრამადოლის გარდა ანალოგიურ ეფექტს ავლენს მეტადონი, ოპიოიდური პრეპარატი, რომელიც ნარკოტიკული დამოკიდებულების დროს ჩანაცვლებითი თერაპიისთვის გამოიყენება - აცხადებენ კვლევის ავტორები
და იმასაც აღნიშნავენ, რომ ტრამადოლი და მეტადონი ბევრად საშიშია, ვიდრე სეროტონინისა და ნორეპინეფრინის უკუმიტაცების არაოპიოიდური ინჰიბიტორები (მაგალითად, მემანტინი და კეტამინი).

მიუხედავად რისკებისა, ტრამადოლი საკმაოდ ხშირად ინიშნება ქრონიკული ტკივილის მქონე პაციენტებთან, რადგანაც მიჩნეულია, რომ მას ნაკლებად აქვს გვერდითი მოვლენები გამოხატული, თუმცა, ახლა ექიმები სიფრთხილით უნდა მოეკიდონ მის დანიშვნას დასახელებული ჰიპოგლიკემიური ეფექტის
გამო.

თინათინ გოცაძე

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
თაფლი სრულფასოვანი სუპერპროდუქტია. ის გულის დაავადებებისა და კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებაა.
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
კატეგორიის სხვა სტატიები
კვლევის თანახმად, თერაპევტები ამბულატორიული ვიზიტების 64%-ს ასთენიურ ჩივილებს უკავშირებენ.
თუ COVID-19-ის მსოფლიო პანდემიამდე გადატვირთული რეჟიმისგან იმდენად ვიღლებოდით, რომ დასვენების დღეებში ძალების აღდგენას ვერ ვასწრებდით,
რესპირატორული ვირუსების ეპიდემიების დროს ყველაზე აქტუალური საკითხებია:
რამ­დე­ნი­მე კვი­რაა, თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის გამო, სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი ინერ­ტუ­ლო­ბას გა­ნიც­დის.
ბევრ ჩვენგანს სმენია ფუტკრის რძის დედოს ჯადოსნურ მოქმედებაზე, თუმცა ცოტას თუ აქვს დეტალური ინფორმაცია,
შეგინიშნავთ თუ არა, რომ მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციის, გრიპისა ან სხვა ვირუსული
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად