8 წამალი, რომელსაც არასწორად ვიღებთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

8 წამალი, რომელსაც არასწორად ვიღებთ

ვერ დაგვეხმარება, რადგანაც ისინი მხოლოდ ბაქტერიებზე მოქმედებენ. ბაქტერიული ინფექციებისას არასწორ ანტიბიოტიკოთერაპიას სარგებელზე მეტად ზიანის მოტანა შეუძლია.

ანტიბიოტიკები უნდა მივიღოთ სქემის მიხედვით, დროის თანაბარი შუალედებით. მნიშვნელოვანია მკურნალობის კურსის ბოლომდე ჩატარება და დაუშვებელია გაუმჯობესებისთანავე ორ დღეში შეწყვეტა.

ანტიბაქტერიული პრეპარატების უკონტროლო და უსაფუძვლო მიღებისას ვითრდება ანტიბიოტიკებისადმი მდგრადი ბაქტერიები, რაც უკვე გალობალურ პრობლემად გადაიქცა. ანტიბიოტიკორეზისტენტობის გამო დღეს გართულებულია პნევმონიის, ტუბერკულოზის, სეფსისის, გონორეის და სხვა ინფექციების მკურნალობა.

სიცხის დამწევები

ეს პრეპარატები სახლში ყველას აქვს, მაგრამ გაციებისას ის ყოველთვის საჭირო როდია. ტემპერატურის მომატება ორგანიზმის ბუნებრივი რეაქციაა, რომლის საშუალებითაც სხეული ინფექციას ებრძვის. ტემპერატურის დაწევა საჭიროა, როდესაც თერმომეტრი 38,5 და მეტ გრადუსს გვიჩვენებს.

ხველის წამალი

მშრალ და სველ ხველას სხვადასხვანაირი მკურნალობა ესაჭიროება. ხველის რეფლექსის დამთრგუნველი პრეპარატები შეიძლება მივიღოთ მხოლოდ მტანჯველი მშრალი ხველის დროს, ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება მათმა მიღებამ გამოიწვიოს ნახველის შეგუბება და ფილტვების ანთება.

თუ გამოიყოფა სქელი და ძნელად ამოსახველებელი ნახველი, უნდა მივიღოთ მუკოლიზური (ამოსახველებელი) საშუალებები. ის ლორწოს ათხიერებს და აუმჯობესებს მის გამოყოფას.

ცხვირის წვეთები

დეკონგესტანტების ანუ სისხლძარღვების შემავიწროებელი წვეთებისა და სპრეის ხმარების პრობლემა იმაში მდგომაროებს, რომ მათი მიღება 5-7 დღეზე მეტხანს არ შეიძლება. წინააღმდეგ შემთხვევაში ვითარდება დამოკიდებულება: ორგანიზმი ეჩვევა იმას, რომ წამალი ეხმარება ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპების მოხსნაში და ყალიბდება მედიკამენტოზური რინიტი.

C ვიტამინი

C ვიტამინი, როგორც გაციების პროფილაქტიკური საშუალება პოპულარული გახდა ნობელის პრემიის ლაურეატის ლაინუს პოლინგის განცხადების შემდეგ. თავად მეცნიერი ასკორბინის მჟავას უზარმაზარი დოზებით ღებულობდა. მოგვიანებით მეცნიერებმა კვლევის შედეგად აღმოჩინეს, რომ C ვიტამინი არ აქვეითებს გაციების რისკს.

სასაქმებელი საშუალებები

ამ პრეპარატს ხშირად არასწორად ხმარობენ ქრონიკული ყაბზობის მქონე ადამიანები და ისინი, ვისაც გახდომა სურთ. ამ გზით ზედმეტი კილოგრამების მოშორების იდეა კრიტიკას ვერ უძლებს. საკვები ნივთიერებების დიდი ნაწილი ასწრებს გადამუშავებასა და შეწოვას. სამაგიეროდ, ორგანიზმი რეგულარული „წმენდით“ კარგავს ელექტროლიტებს და განიცდის გაუწყლოებას. ამას შეიძლება მოჰყვეს ნაწლავებთან, თირკმელებთან, გულთან, კუნთებთან და ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები.

სასაქმებელი საშუალებების ხშირი გამოყენებისას მსხვილი ნაწლავი ეჩვევა, რომ მას მუშაობაში ეხმარებიან და „ზარმაცდება“, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ნაწლავური ინფექციები, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, ღვიძლის მუშაობის დარღვევა, მსხვილი და სწორი ნაწლავის კიბოს განითარების რისკიც მატულობს.

ტლივილგამაყუჩებლები

ანთებისსაწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები ტკივილის მოხსნაში გვეხმარება, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ისინი სიმპტომურად მოქმედებენ, ანუ არ ხსნიან ტკივილის მიზეზს. ტკივილგამაყუჩებლების ხშირად, დიდი დოზებით მიღება დაუშვებელია, რადგანაც მაღალია გართულებების რისკი. ზოგიერთი სახეობის ტკივილისას, მათი მიღება სახიფათოცაა. მაგალითად, მუცლის ძლიერი ტკივილისას, სჯობს ექიმი გამოვიძახოთ. თუ ექიმი პაციენტს გასინჯავს დიდი დოზით ტკივილგამაყუჩებლის მიღების შემდეგ, ის ვერ შეძლებს სიტუაციის სწორად შეფასებას.

პრობიოტიკები

ჩვენ თითქოს მემკვიდრეობით გვერგო დიაგნოზი „დისბაქტერიოზი“. ამიტომაც დიდი პოპულარობით სარგებლობს პრობიოტიკები - ნაწლავური მიკროფლორის აღმდგენი პრეპარატები.

პრობიოტიკები მართლაც ეფექტურია ზოგიერთი მდგომარეობისას (ნაწლავის ანთებითი დაავადებები, ნაწლავური ინფექციებისას, ანტიბიოტიკების მიღების შემდეგ მიკროფლორის დარღვევები). მიუხედავად ამისა მათ მიაკუთვნებენ საკვებ დანამატებს და არ მიიჩნევენ წამლებად.

ნაწლავის მიკროფლორის შენარჩუნებასა და იმუნიტეტის ასამაღლებლად ამ პრეპარატების სარგებელი სათუოა. გარდა ამისა, ის არაა რეკომენდებული დაქვეითებული იმუნიტეტისა და ზოგიერთი სერიოზული დაავადებების დროს.

დიაბეტის სამკურნალო საშუალებები

ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის დროს გამოსაყენებელი შაქრისდამწევი პრეპარატები ბევრისთვის ცნობილია, როგორც გახდომის ჯადოსნური აბი. დასავლეთში გასახდომად მას ექიმებიც კი ნიშნავენ, თუმცა ამ მიზნისთვის პრეპარატი არარეკომენდებულია მაკონტროლებელი ორგანოების მიერ. წამლის ამგვარ არადანიშნულებისამებრ მიღებას ეწოდება off-label.

კვლევამ აჩვენა, რომ პრეპარატი მართალც აქვეითებს წონას, მაგრამ ძალიან ნელა: 1-2 წლის მანძილზე შესაძლებელია 2-3 კგ-ს დაკლება. ამდენად საჭიროა სწორი კვება, ვარჯიში, წინააღმდეგ შემთხვევაში ეფექტი არ გვექნება.

ლალი ჩხიკვაძე