სპეციალისტების აზრით, სტატინების დანიშვნა ყოველთვის გამართლებული არაა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სპეციალისტების აზრით, სტატინების დანიშვნა ყოველთვის გამართლებული არაა

სისტემის შეტევის სიხშირეს შორის კავშირი შეისწავლეს. მეცნიერებმა ამ კავშირის შესწავლა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ახალი რეკომენდაციების თანახმად, ექიმებმა ინფარქტისა და ინსულტის რისკის ხარისხის მიუხედავად, დაიწყეს აღნიშნული პრეპარატების დანიშვნა 50 წელს გადაცილებულ პირებში.

აღმოჩნდა, რომ თუ 1987 წელს ქვეყნის მოსახლეობის 8%-ში იყო მიზანშეწონილი სტატინების დანიშვნა (ეს პრეპარატები ენიშნება მხოლოდ მათ, ვინც გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებების მაღალი რისკის ქვეშაა), 2016 წელს ეს პროპორცია უკვე 61% შეადგენს, ანუ ზრდამ 600% გადააჭარბა. ამასთან, ამ წლების განმავლობაში გულსისხლძარღვთა დაავადებების დაბალი რისკის მქონე პირების რაოდენობა, რომელთაც ინფარქტისა და ინსულტის პრევენციისთვის მკურნალობა დაენიშნათ, ათჯერ გაიზარდა. ამგვარმა სურათმა ცხადყო, რომ სტატინების დანიშვნა პაციენტების ფართო წრისთვის ნაკლებად ეფექტურია.

ირლანდიელი მეცნიერების კვლევის მონაცემების გაანალიზებისას სპეციალისტების ნაწილი თვლის, რომ 50 წელს გადაცილებულთათვის სტატინების ფართოდ დანიშვნას გარკვეული საფუძველი გააჩნია, რადგანაც ინფარქტი შეიძლება განუვითარდეს მათაც, ვისაც მანამდე გულის მხრივ ჩივილები არ ჰქონია. ამასთან, მაღალი რისკის მქონე პაციენტებში სტატინები ძალიან ეფექტურია.

სპეციალისტების მეორე ნაწილს მიაჩნია, რომ სტატინები უნდა დაენიშნოს მხოლოდ მათ, ვისაც მაღალი აქვს გულსისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკი. პაციენტების სპექტრის გაფართოებას სარგებელზე მეტი ზიანი მოაქვს, იმდენად რამდენადაც პრეპარატებს ბევრი გვერდითი ეფექტი გააჩნია.

ლალი ჩხიკვაძე

სტატინებით თერაპია