სელენი იცავს გულს და აფერხებს დაბერების პროცესს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სელენი იცავს გულს და აფერხებს დაბერების პროცესს

ამ ელემენტს სხვა მნიშვნელობაც აქვს ორგანიზმისთვის, იცავს გულს, ამცირებს თრომბების წარმოქმნის რისკს, რაც თავის მხრივ იცავს ადამიანს ინფარქტისა და ინსულტის განვითარებისგან.

სელენი არაერთი სასიცოცხლო მნიშვნელობის პროცესისთვისაა აუცილებელი. ორგანიზმში ის პრაქტიკულად ყველა უჯრედშია, თუმცა, მისი ყველაზე დიდი რაოდენობა თავმოყრილია თირკმელებში, ღვიძლში, ელენთასა და პანკრეასში.

სელენი მოქმედებს როგორც ანტიოქსიდანტი, ბლოკავს აქტიურ მოლეკულებს, ე.წ. თავისუფალ რადიკალებს, რომლებიც აზიანებს დნმ-ს. სელენი შედის ანტიოქსიდანტური ფერმენტის – გლუტათიონპეროქსიდაზას შემადგენლობაში. ეს უკანასკნელი იცავს უჯრედებს საკვებსა და გარემოში არსებული ტოქსინებისგან.

სელენის კომბინაცია C და E ვიტამინებთან სხვადასხვა დაავადების აღმოცენებას აფერხებს, მათ შორის გულის უკმარისობის, სიმსივნური პათოლოგიის, კატარაქტის, ყვითელი ხალის დეგენერაციის, ინსულტის, ასევე დაბერების პროცესის, რომელიც თავისუფალი რადიკალებით ქსოვილების დაზიანებითაა განპირობებული.

თინათინ გოცაძე