რატომ აღარ იყენებენ ევროპაში ვარფარინს მოციმციმე არითმიის დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ აღარ იყენებენ ევროპაში ვარფარინს მოციმციმე არითმიის დროს

მრავალწლიანი სამედიცინო გამოყენების შემდეგ ის შედარებით უსაფრთხო შემცვლელებით ჩანაცვლდა.

პრეპარატი, რომელიც თავდაპირველად ვირთაგვების შხამად მუშავდებოდა, 60 წელზე მეტი ხნის განმავლობაში წინაგულების ფიბრილაციით (მოციმციმე არითმიით) დაავადებული ათობით მილიონი პაციენტის სამკურნალო სტანდარტი იყო.

სადღეისოდ კარდიოლოგიის ამერიკულმა კოლეჯმა და ამერიკის კარდიოლოგთა ასოციაციამ მოამზადეს ახალი რეკომენდაციები, რომელთა მიხედვითაც ფართოდ ცნობილი პრეპარატი სავაჭრო მარკით Coumadin (ვარფარინი) არ უნდა დაინიშნოს მოციმციმე არითმიის სამკურნალოდ. გამონაკლისს წარმოადგენს პაციენტების მცირე კატეგორია.

ერთ-ერთი მთავარი მიზეზი პრეპარატის შეზღუდვისა, ძლიერი სისხლდენის რისკია, რომლის შესახებაც მკაცრ გაფრთხილებას იძლევა პროდუქტებისა და სამკურნალო წამლების მაკონტროლებელი უწყება.

ამერიკელი ექსპერტები ექიმებს მოუწოდებენ ვარფარინის ნაცვლად გამოიყენონ პრეპარატები, სახელწოდებით "ახალი პერორალური ანტიკოაგულანტები", რომლებიც ბოლო 10 წლის განმავლობაში შეიქმნა. აღნიშნული პრეპარატები საიმედოდ აფერხებენ ინსულტის განვითარებას და ნაკლები გვერდითი ეფექტით გამოირჩევიან.

ბუნებრივია, ამ მედიკამენტებსაც აქვთ გვერდითი მოვლენები, თუმცა, მათი გამოყენებისას თერაპიის კონტროლი გაცილებით მარტივია, ვიდრე ვარფარინით მკურნალობისას.

სამწუხაროდ, ზოგიერთი პაციენტი ვერ მიიღებს ახალ პერორალურ ანტიკოაგულაციურ საშუალებებს, ისეთებს, როგორებიცაა დაბიგატრანი (Pradaxa), რივაროკსაბანი (Xarelto), აპიკსაბანი (Xarelto), ედოკსაბანი (Savaysa).  ისინი უკუნაჩვენებია გულის მექანიკური სარქველებისას, ასევე, მიტრალური სტენოზის დროს. ამ პრობლემების მქონე პაციენტები კვლავინდებურად ვარფარინზე უნდა "დარჩნენ", თუმცა, მოციმცმე არითმიით დაავადებულთა უმრავლესობისთვის მკურნალობის ბევრად უსაფრთხო მეთოდს ახალი პრეპარატები წარმოადგენს!

თინათინ გოცაძე