კეთილი ბაქტერიები და ჩვენი დროის აქტუალური პრობლემა დისბიოზი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კეთილი ბაქტერიები და ჩვენი დროის აქტუალური პრობლემა დისბიოზი

ჯანმრთელობისა და ავადობის ძირითადი განმსაზღვრელი. ნაწლავთა მიკროფლორა ანუ მიკრობიოტა ორგანიზმის ბაქტერიულ ეკოსისტემას წარმოადგენს. ის ტრილიონი ბაქტერიისაგან შედგება, რომლებიც არ არიან საზიანო ორგანიზმისათვის. უფრო მეტიც ნაწლავთა ბაქტერიები სასარგელო და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანიც კია ადამიანის ჯანმრთელობისათვის. ისეთი ფაქტორები, როგორიცაა გენეტიკა, სქესი, დიეტა მუდმივად ზემოქმედებენ ადამიანის მიკრობიოტის შემადგენლობაზე.

როგორც საქართველოს პედიატრთა ასოციაცის პრეზიდენტი ლია ჟორჟოლიანი განმარტავს, ბოლო პერიოდში გაიზარდა ინტერესი მიკრობიოტის ფორმირების პრობლემისადმი, განსაკუთრებით ადრეულ ასაკში.

"სამეცნიერო კვლევებისა და კლინიკური დაკვირვების მიხედვით, მიკრობიოცენოზი ადამიანის ინტეგრალური ნაწილია, ექსტრაკორპორალური ორგანო, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანის ფიზიოლოგიაში. პატრონთან კავშირი იმდენად სპეციფიურია, რომ ორგანიზმსა და მიკროფლორას შორის ნებისმიერი ბალანსის დარღვევა შეიძლება დაავადების მიზეზი გახდეს. აქტიურად ისწავლება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიკრობიოტის გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე. ბაქტერიები ატრენირებენ ადამიანის იმუნურ სისტემას, ასინთეზებენ ვიტამინებს, ჰორმონებს, ამინომჟავებს, შეუძლიათ ხასიათის ფორმირება, ქცევის მანიპულირება და მეხსიერებაზე ზემოქმედებაც! მიკრობიოტის კომპოზიციაზე ზემოქმედებს ადამიანის ცხოვრების წესი, კვების რეჟიმი, გენოტიპი, იმუნური სტატუსი, სტრესული პირობები, ეკოლოგიური სიტუაციები, ანტიბიოტიკების მიღების სიხშირე და სხვა."

რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს მიკრობიოტის დისბალანსმა?

მიკრობიოტის დისბალანსმა ანუ დისბიოზმა შეიძლება გამოიწვიოს ისეთი სიმპტომები როგორიცაა: ყაბზობა (შეკრულობა), დიარეა, გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, შებერილობა, ბავშვებში დამატებით: უმადობა, ზრდაში ჩამორჩენა, ფიზიკური აქტივობის დაქვეითება. დისბიოზი არ არის დამოუკიდებელი დაავადება, არამედ როგორც წესი სხვა დაავადებების გამოვლინებაა, მაგალითად, გასტრიტის, პანკრეატიტის და საჭმლის მომნელებელი სხვა ორგანოების დაავადებების. აგრეთვე, შესაძლებელია იყოს გადატანილი ნაწლავური ინფექციის შედეგი ან შესაძლებელია განვითარდეს ხანგრძლივი ანტიბიოტიკოთერაპიის შემდეგ. დისბიოზის გამომწვევი მიზეზებია არასრულფასოვანი კვება (კვების არასწორი რეჟიმი, დიეტა, შიმშილი, ავიტამინოზი, კონსერვანტების, საღებავების, სტაბილიზატორების შემცველი საკვების მოხმარება), სტეროიდული ჰორმონების გამოყენება, ქიმიო და სხივური თერაპია, არახელსაყრელი ეკოლოგიური პირობები.

როგორ ხდება მიკრობიოტის დისბალანსის მკურნალობა?

მიკრობიოტის დისბალანსის სამკურნალოდ პრობიოტიკებს მთავარი როლი ენიჭება, რადგან მათი საშუალებით აღდგება ნაწლავში ნორმალური მიკროფლორის ბალანსი, იქმნება დამცავი ბარიერი პათოგენური მიკროორგანიზმების შესაკავებლად, აქვს იმუნომოდულაციური, ანტიალერგიული, ანტივირუსული და ანტიბაქტერიული მოქმედება.

mkurnali.ge

პრაქტიკაში ხშირად ვიყენებ "აქტივ ფლორა ბეიბის", რომელიც სხვა ანალოგიური მოქმედების პრეპარატებისგან განსხვავებით: უზრუნველყოფს მკურნალობის უფრო ხანგრძლივ და მყარ ეფექტს, რადგან შეიცავს მსოფლიოში ყველაზე გამოკვლეული შტამის Lაცტობაცილლუს ღჰამნოსუს-ის 6 მილიარდ ცოცხალ ბაქტერიას. მნიშვნელოვანია აქტივ ფლორას გამოშვების ფორმაც. წვეთები, რომლებიც უსაფრთხოა და ინიშნება ბავშვებში, ორსულებში, მოხუცებში. "აქტივ ფლორა ბეიბის" თხევადი ფორმა უზრუნველყოფს ცოცხალი ბაქტერიების გადარჩენის გაცილებით მაღალ პროცენტს, ვიდრე კაფსულა და ლიოფილიზირებული ფხვნილი, რომლებიც კუჭის მჟავე გარემოში უფრო დიდხანს ყოვნდებიან და უდანაკარგოდ ვერ აღწევენ ნაწლავებამდე. თხევადი ფორმის მიღების დროს ცოცხალი ლაქტობაქტერიები უფრო სწრაფად ხვდებიან ნაწლავში, უფრო

ძლიერად ადჰეზირდებიან ნაწლავის კედელზე და მკურნალობის შეწყვეტის შემდეგაც აგრძელებენ ცხოველქმედებას.

"აქტივ ფლორა ბეიბის" გამოყენება შესაძლებელია ანტიბიოტიკების პარალელურად, დღეში ერთხელ, რაც განაპირობებს პრეპრატის კომფორტულ და მოსახერხებელ მიღებას.