ვისთვის და როდის არის საჭირო ტამიფლუს მიღება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2021

კითხვა-პასუხი

ვისთვის და როდის არის საჭირო ტამიფლუს მიღება

ვისთვის და როდის არის საჭირო ტამიფლუს მიღება
მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ საჭიროების შემთხვევაში ტამიფლუ უფასოდ გადაეცემა ყველა მოქალაქეს, ისმის ბევრი კითხვა ამ პრეპარატზე.
მაინც ვისთვის არის საჭირო ტამიფლუ და დაავადების რა ეტაპზე უნდა დაინიშნოს?

თამარ მამაცაშვილი, მკურნალი.გე-ს მთავარი რედაქტორი:
- ტამიფლუ გახლავთ ანტივირუსული პრეპარატი და გამოიყენება ა და ბ ჯგუფის ვირუსული გრიპის პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ მას აქვს გარკვეული უკუჩვენებები და გვერდითი მოვლენები, ამიტომ უნდა დაინიშნოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მისი მიღება აუცილებელია.
მაინც ვის და როდის ენიშნება ეს
პრეპარტი:
ტამიფლუ ენიშნება პაციენტს, რომელიც რისკ-ჯგუფში იმყოფება და რომელსაც გამოუვლინდა გრიპის სიმპტომები.

რისკ-ჯგუფში არიან ადამიანები, რომელთაც აქვთ:
  • გულისა და სისხლძარღვების დაავადებები,
  • დიაბეტი,
  • ფილტვებთან დაკავშირებული პრობლემები,
  • ქრონიკული დაავადებები,
ასევე:
  • 65 წელს ზემოთ ასაკის ადამიანები
  • ორსულები.

სასურველია, რომ მათ ანტივირუსული პრეპარატი დაენიშნოთ გრიპის ნიშნების გამოვლენიდან 48 საათის განმავლობაში. ეს
არის ვირუსის აქტიური რეპლიკაციის (გამრავლების) პერიოდი და ამიტომ პრეპარატის მიღება სწორედ ამ პერიოდშია ეფექტური.
ასევე შესაძლებელია პრეპარატის დანიშვნა პროფილაქტიკისათვის რისკ-ჯგუფის ადამიანებში, თუკი ისინი დაავადების კერაში იმყოფებიან და კონტაქტი აქვთ გრიპით ავადმყოფებთან.

ტამიფლუ ასევე უნდა დაინიშნოს იმ პაციენტებში, რომელთაც გრიპის ნიშნების გამოვლენიდან მეორე - მესამე დღესვე განუვითარდა ფილტვების ანთება. ეს იმას ნიშნავს, რომ ანთებას აქვს ვირუსული ხასიათი. თუმცა ტამიფლუსთან ერთად მკურნალობაში უნდა ჩაირთოს ანტიბიოტიკებიც, რათა არ მოხდეს მეორეული ბაქტერიული ფლორის გააქტიურება და არ განვითარდეს შერეული გენეზის პნევმონია.

სამკურნალო მიზნით მოზრდილებში ინიშნება 75 მგ-იანი თითო კაფსულა 2-ჯერ დღეში, 5 დღის განმავლობაში, ხოლო პროფილაქტიკისათვის დღეში 1-ჯერ, 10 დღის განმავლობაში.

გაითვალისწინეთ, რომ პრეპარატს აქვს შემდეგი გვერდითი მოვლენები:
გულისრევა, პირღებინება, ტკივილი კუჭის არეში, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, სისუსტე, ბავშვებში და მოზარდებში აღწერილია კონვულსია და ცხელების მსგავსი ნეიროფსიქიატრიული მოვლენები.
არ შეიძლება მისი დალევა მძღოლებისათვის.
ორსულობის დროს უნდა დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც პოტენციური სარგებელი დედისათვის აღემატება ნაყოფისათვის პოტენციურ რისკს.

არ შეიძლება მისი დანიშვნა წლამდე ასაკის ბავშვებში.

ასევე წაიკითხეთ:



გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ბოლო მონაცემებით, გრიპით გარდაცვალების ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 22-ს შეადგენს.
13-02-2019
გრიპით ავადობის მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე 186-ს შეადგენს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლისა
12-02-2019
დიეტოლოგია
ჭარბი წონის მიზეზებსა და პრობლემის გადაჭრის მეთოდებზე გვესაუბრება კლინიკა "ენმედიცის" წამყვანი ენდოკრინოლოგი, პროფესორი მაია ჩიქობავა.
კატეგორიის სხვა სტატიები
ფერმენტული პრეპარატი ის ფარმაკოლოგიური საშუალებებია, რომლებიც ხელს უწყობს საჭმლის მონელების გაუმჯობესებას,
კვლევებმა აჩვენა, რომ პრებიოტიკების საშუალებით შესაძლებელია ადამიანის ფსიქიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.
ვალერიანის მცენარის გამომშრალი ფესვი შეიცავს ვალეპოტრიატებს, რომლებსაც დამამშვიდებელი ეფექტი ახასიათებს.
დასავლეთის ქვეყნებში არსებული საკვები პროდუქტები ომეგა 3 ამინომჟავების მცირე რაოდენობას შეიცავენ.
როდის აღმოცენდება დაბუჟება და ტკივილი კეფის მიდამოში
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად