რა განსხვავებაა „უკუჩვენებასა“ და „გვერდით მოვლენებს“ შორის“ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა განსხვავებაა „უკუჩვენებასა“ და „გვერდით მოვლენებს“ შორის“

უკუჩვენება და შესაძლო გვერდითი მოვლენები. პაციენტებმა ხშირად ამ ორი ტერმინის მნიშვნელობა არ იციან და ერთი და იგივე ჰგონიათ. სინამდვილეში მათ სრულიად სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს.

რა განსხვავებაა ამ ორი ტერმინს შორის: ანოტაციაში მითითებული ტერმინი „უკუჩვენება“ ნიშნავს იმას, რომ მედიკამენტი უკუნაჩვენებია ანუ არ შეიძლება მისი გამოყენება, თუკი პაციენტს აქვს „უკუჩვენებაში“ ჩამოთვლილი რომელიმე დაავადება ან დაავადებები. მაგალითად, როცა ამ ტერმინის ქვეშ წერია კუჭის წყლული, პრეპარატის მიღება არ შეიძლება კუჭის წყლულის მქონე პაციენტისთვის ან აუცილებლობის შემთხვევაში ექიმი მას სიფრთხილით ნიშნავს.

რაც შეეხება ტერმინ „გვერდით მოვლენებს“, ეს ნიშნავს, რომ მისმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვოს ის დაავადებები თუ სიმპტომები, რომელიც პაციენტს ამ ეტაპზე არ აქვს და რომლებიც ჩამოთვლილია გვერდით მოვლენებში.

მაგალითად, თუ კუჭის წყლული წერია „უკუჩვენებაში“ , ამ წამლის გამოყენება არ შეიძლება თუ გვაქვს კუჭის წყლული, ხოლო თუ კუჭის წყლული „გვერდითი მოვლენებში“ წერია, ეს ნიშნავს იმას, რომ ახლა კუჭის წყლული არ გვაქვს, მაგრამ ამ წამლის მიღებით შეიძლება ეს დაავადება განვითარდეს.

ზოგჯერ პაციენტი ანოტაციის გაცნობისას აღმოაჩენს ხოლმე, რომ პრეპარატს, რომელიც ექიმმა დაუნიშნა, ანოტაციაში ბევრი უკუჩვენება და გვერდითი მოვლენა აქვს, რის გამოც თვითნებურად იღებს გადაწყვეტილებას, აღარ შეასრულოს ექიმის დანიშნულება. ეს არასწორი მიდგომაა, რადგან ძალიან ხშირად არის შემთხვევები, როცა პრეპარატის სამკურნალო ეფექტი გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი და აუცილებელია კონკრეტულ შემთხვევაში, ვიდრე ანოტაციაში მითითებული გვერდითი მოვლენა თუ უკუჩვენება. ამიტომ ჩვენი რჩევა იქნება, ყურადღებით გაეცნოთ პრეპარატების ანოტაციებს, მაგრამ ექიმთან შეთანხმების გარეშე თვითნებურ გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ დანიშნულების შეცვლის თაობაზე. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება მიაქციოთ წამლის გვერდით მოვლენებს და თუ შენიშნავთ წამლის მიღებისას გვერდითი მოვლენებიდან რომელიმეს, ამის შესახებ აუცილებლად აცნობეთ ექიმს.

თამარ ნეფარიძე

თამარ მამაცაშვილი