როდის არის საჭირო ანტიბიოტიკები - სასარგებლო ცხრილი ექიმ კომაროვსკისგან! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როდის არის საჭირო ანტიბიოტიკები - სასარგებლო ცხრილი ექიმ კომაროვსკისგან!

მიკროორგანიზმების ორი ტიპი - ვირუსები და ბაქტერიები. ანტიბაქტერიული პრეპარატები მოქმედებს მხოლოდ ბაქტერიებზე!

ბაქტერიები ერთუჯრედიანი მიკროორგანიზმებია, რომელთა ზომა მილიმეტრის სულ რამდენიმე მეათასედია. ისინი ბინადრობენ კანზე, საჭმლის მომნელებელ ტრაქტში, პირის ღრუსა და ყელში. ძნელად დასაჯერებელია, რომ მილიარდობით ბაქტერია ბინადრობს და მრავლდება ჩვენს ორგანიზმში. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მათი უმრავლესობა უვნებელია და უმნიშვნელოვანესია ორგანიზმისათვის (მაგალითად, მონაწილეობს საჭმლის მონელების პროცესში), ზოგიერთი მათგანი პოტენციურად საშიშია, რადგან დაავადებებს იწვევს. ხშირ შემთხვევაში სწორედ ადამიანის ორგანიზმის “აბორიგენები” არიან დამნაშავენი ბავშვთა ინფექციებში. ანგინა, ოტიტების უმრავლესობა, სინუსიტები და შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები უხშირესად ბაქტერიული ინფექციითა გამოწვეული.

ვირუსები ბაქტერიებთან შედარებით კიდევ უფრო მცირე ზომისაა. მიუხედავად ამისა, ვირუსებს შეუძლიათ დააზიანონ ორგანიზმის ნებისმიერი ჯანმრთელი უჯრედი და გამოიწვიონ სერიოზული დაავადებები. სწორედ ვირუსები იწვევს ძირითადად რესპირატორულ ინფექციებს, რომლებიც, თავის მხრივ, ვლინდება ხველით, სურდოთი, ყელის ტკივილით. ვირუსული ბუნებისაა წითელა, ეპიდემიური პაროტიტი, ჰეპატიტი, შიდსი.

mkurnali.ge

სწორად და რაციონალურად გამოყენების შემთხვევაში ანტიბიოტიკები მძლავრად მოქმედებს, მათ არ შეუძლიათ ვირუსების განადგურება, შესაბამისად, უეფექტოა ვირუსული ინფექციების დროს.

თუ თქვენს პატარას ვირუსული დაავადების დროს ანტიბიოტიკებს ასმევთ, სერიოზულ საფრთხეს უქმნით, რადგან ანტიბიოტიკები ბევრი გვერდითი მოვლენის დასაბამია და სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის - ანტიბიოტიკებისადმი მდგრადობის გამომუშავება-განვითარებას. ასე რომ, საზოგადოდ, სიფრთხილით მოეკიდეთ ანტიბიოტიკოთერაპიას!