რა ღირს ჰიპერტონიული დაავადების მკურნალობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2019

კითხვა-პასუხი

რა ღირს ჰიპერტონიული დაავადების მკურნალობა

რა ღირს ჰიპერტონიული დაავადების მკურნალობა
ჰიპერტონიული დაავადების მკურნალობა, სხვა ქრონიკული დაავადების მსგავსად, თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურია და დამოკიდებულია რიგ ფაქტორებზე: დაავადების სტადიაზე, პაციენტის ზოგად მდგომარეობაზე, თანდართული დაავადებებისა და გართულებების მკურნალობის საჭიროებაზე და ა.შ.

როგორც ცნობილია, არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ გამოიყენება რამდენიმე ჯგუფის სამკურნალო საშუალებები:

  • შარდმდენი საშუალებები ანუ დიურეტიკები - ქიმიური შემადგენლობით არაერთგვაროვანი ჯგუფის წამლებია, რომლებიც ორგანიზმიდან თირკმელების საშუალებით წყლისა და მინერალური ნივთიერებების (ძირითადად ნატრიუმის იონების) გამოყოფის დროებით გაძლიერებას იწვევს. ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე შარდმდენების დიდი და მრავალფეროვანი არჩევანია. მათი ფასიც სხვადასხვაა და 0,93ლ-დან 25.00 ლარამდე მერყეობს.
  • ბეტა-ბლოკერები ამცირებს გულისცემის სიხშირეს,
    აქვეითებს არტერიულ წნევას და ამდენად, იცავს გულს ადრენალინისა და ნორადრენალინის ხანგრძლივი მოქმედებისაგან. ამ ჯგუფის პრეპარატების ფასები დაახლოებით 2,8ლ-დან 8,5ლ-მდეა.
  • კალციუმის არხების ბლოკერები - ეს პრეპარატები აფერხებენ უჯრედებში კალციუმის შეღწევას. ამ დროს ფართოვდება კორონარული სისხლძარღვები, უმჯობესდება მიოკარდიუმის ჟანგბადით მომარაგება და მისგან ცვლითი პროდუქტების გამოყოფა. ამ ჯგუფის პრეპარატების
    ღირებულება 5-დან 12 ლარამდეა.
  • აგფ-ინჰიბიტორები - ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები სამკურნალო საშუალებების ერთ-ერთი წამყვანი ჯგუფია გულისა და სისხლძარღვების დაავადებების სამკურნალოდ. მათი მაღალი ეფექტურობა განაპირობებს ბაზარზე წარმოდგენილ სავაჭრო დასახელებათა დიდ რაოდენობას. ამ ჯგუფის პრეპარატების ფასები 3,2 ლარიდან 13,5 ლარამდეა.
  • ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორების ბლოკერები - სარტანები - გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების პათოგენეზის ღრმა შესწავლის შედეგად გამოჩნდა ამ პერსპექტიული სამკურნალო საშუალებების ჯგუფი, რომელიც კარდიოლოგიაში მყარ პოზიციას იკავებს. ამ ჯგუფის რამდენიმე დასახელების პრეპარატია ჩვენს სააფთიაქო ქსელში და მათი ფასი 10,5 ლარიდან 37,3 ლარამდე ვარირებს.

ჰიპერტონიული დაავადებით დასნებოვნებული პაციენტების უმრავლესობას, არტერიული წნევის უსაფრთხო ციფრებამდე დასაწევად, ესაჭიროება 2-3 სახეობის აბის ერთდროულად მიღება ანუ კომბინირებული თერაპია. ჰიპერტონიის სამკურნალო კომბინირებული წამლების ერთი აბი შეიცავს 2-3 მოქმედ ნივთიერებას.

ჰიპერტონიული დაავადების სამკურნალო კომბინირებული პრეპარატების ღირებულება 5,6 ლარიდან 60 ლარამდეა.

ხანდაზმული პაციენტების მედიკამენტური მკურნალობის ფასი შეიძლება განსხვავდებოდეს, რადგანაც მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული.

ჰიპერტონიული დაავადების მქონე თითოეული პაციენტისთვის შეირჩევა თერაპიის პერსონალური კურსი და ღირებულებაც შესაბამისად განისაზღვრება.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
მხედველობის ჯანმრთელობისთვის -60 აბი
ფასი: 39.9
კარგი მხედველობის შესანარჩუნებლად-28აბი
ფასი: 63.5
მშრალი თვალისთვის-13მლ
ფასი: 14.9
კარგი მხედველობის და ნერვული სისტემის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 28.9
მსგავსი სიახლეები
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, გრიპისგან წელიწადში 650 000-მდე ადამიანი იღუპება.
27-02-2019
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
11-01-2019
აჭარაში სეზონურ ვირუსთან დაკავშირებით ჰოსპიტალურ მკურნალობას 130 მოქალაქე გადის, - ამის შესახებ აჭარის
04-01-2019
დიეტოლოგია
მწვანე ჩაისა და სტაფილოში არსებულ ნაერთებს ალცჰაიმერის დაავადების განვითარების შეჩერების უნარი გააჩნია.
როდესაც დიეტაზე ხართ, ძირითადად, იცით, რა უნდა აირიდოთ თავიდან, მაგალითად, ტკბილეული, პური, ცხიმიანი
ათენის ნაციონალურ უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად საჭიროა რეგულარულად მივიღოთ
კატეგორიის სხვა სტატიები
დასავლეთის ქვეყნებში ვარფარინს აღარ იყენებენ მოციმციმე არითმიის დროს, ძლიერი სისხლდენის განვითარების რისკის (საშიშროების) გამო.
ნაწლავთა მიკროფლორა, კერძოდ, მსხვილი ნაწლავის ბაქტერიები განიხილება, როგორც ადამიანთა
ვიტამინები, იმუნიტეტის გაძლიერება და ორგანიზმის გაჯანსაღება ნებისმიერ ასაკში და ნებისმიერ სეზონზე
ვიტამინები ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელია. ძირითადად, მათი მიღების მთავარი
გრი­პი­სა და გა­ცი­ე­ბის საწინააღმდეგო პრეპარატი იმუნეისი რეკომენდებულია ნებისმიერი ასაკის ქალებისა და მამაკაცებისთვის.
დაფნის ფოთოლს უძველესი დროიდან იყენებენ ხალხურ მედიცინაში, რადგან მას კულინარიულის გარდა, სამკურნალო დანიშნულებაც აქვს.
გინდათ, თქვენს სამზარეულოში ჭურჭელი ახალივით გამოიყურებოდეს?
არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც არ განუცდია თავის ტკივილი. ეს უკანასკნელი აქვეითებს
გვესაუბრება ექიმ-რეანიმატოლოგი ნინო გრიშაშვილი. - ქალბატონო ნინო, რა არის მოწამვლა, რა ნიშნებით შეიძლება