უფასო მედიკამენტების პროგრამას ეპილეფსიისა და პარკინსონის დაავადების სამკურნალო საშუალებები ემატება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

უფასო მედიკამენტების პროგრამას ეპილეფსიისა და პარკინსონის დაავადების სამკურნალო საშუალებები ემატება

მედიკამენტების პროგრამა გაფართოვდება და მას ეპილეფსიისა და პარკინსონის დაავადების სამკურნალო საშუალებებიც დაემატება. მინისტრის განცხადებით, საბოლოო ჯამში, სიმბოლურ ან განახევრებულ ფასად გადასაცემი მედიკამენტების ჩამონათვალი 60-მდე გაიზრდება.

„სამწუხაროდ, ჩვენ არ შეგვიძლია, რომ მედიკამენტებით საერთოდ, უფასოდ უზრუნველყოფა მოვახდინოთ. შარშანდელიდან, სოციალურად დაუცველები მედიკამენტებს იღებენ მაქსიმუმ 1 ლარად. სექტემბრიდან ეს პროგრამა გაფართოვდა და პენსიონერები და შშმ პირები არიან ჩართულები. მათ საშუალება აქვთ მედიკამენტები საბაზრო ფასის მაქსიმუმ ნახევრად შეიძინონ. მედიკამენტების ჩამონათვალიც 23-დან 35-მდე გაიზრდება. დაემატება ყველაზე გავრცელებული დაავადებების - გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები, რომელიც კომბინირებულია და ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაემატება ისეთი გავრცელებული და მნიშვნელოვანი ნევროლოგიური დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები, როგორიც არის ეპილეფსია და პარკინსონის დაავადება. ესეც ძალიან დიდი შეღავათი იქნება მოსახლეობისთვის. ჩვენი მიზანია, რომ მედიკამენტების მინიმუმ 60 დასახელებებზე ავიდეთ“, - განაცხადა მან.