ომეგა 3, 6 და 9 - რა უნდა ვიცოდეთ ომეგას მჟავებზე და რა ფორმით უნდა მივიღოთ ის, რომ მაქსიმალური სარგებელი მოგვიტანოს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ომეგა 3, 6 და 9 - რა უნდა ვიცოდეთ ომეგას მჟავებზე და რა ფორმით უნდა მივიღოთ ის, რომ მაქსიმალური სარგებელი მოგვიტანოს

კონკრეტულად რა სარგებელი მოაქვს მას და რა განსხვავებაა ომეგას სხვადასხვა ტიპის მჟავებს შორის. ესენია: ომეგა -3, ომეგა-6, ომეგა-9. მათი მიღება ადამიანის ორგანიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ომეგა მჟავების ბალანსირებული მიღება უზრუნველყოფს იმ მიკროელემენტების მარაგს, რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და მოწესრიგებისთვის აუცილებელია. ცხიმოვანი მჟავები საჭიროა ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, ლამაზი თმებისთვის, ფჩხილებისთვის, კარგი განწყობისთვის, დაბალანსებული კვებისთვის.

ომეგას მჟავების სარგებლიანობზე დეტალურად სასაუბროდ ენდოკრინოლოგ ლაშა უჩავას მივმართეთ.

mkurnali.ge

- რა კომპონენტებია ომეგა 3, 6 და 9? რა განსხვავებაა მათ შორის?

- ომეგას მჟავების სამი ტიპი არსებობს. ომეგა -3, ომეგა-6, ომეგა-9. მაგალითად, ომეგა-9 მჟავები, რომელსაც ავოკადო შეიცავს, მკვეთრად განსხვავდება ომეგა -3 მჟავებისგან, რომელსაც თევზის ქონი შეიცავს. შეიძლება ითქვას, რომ ორივეს აქვს ერთი ფუნქცია ორგანიზმისათვის, მაგრამ ერთი არის ცხოველური წარმოშობის, მეორე კი - მცენარეული. ომეგა-6-იც მცენარეული ცხიმოვანი მჟავაა. ის გვხვდება სელის მარცვლებში, გოგრის თესლში, შავ მოცხარში და სხვა პროდუქტებში.

- რისთვის არის საჭირო ომეგას კომპონენტების მიღება?

- ომეგა 3 გამოიყენება დეპრესიის, ალცჰეიმერის დაავადების, ოსტეოპოროზის პროფილაქტიკისთვის. ის აღადგენს ჰორმონალურ ბალანსს, არეგულირებს კალციუმის დონეს ორგანიზმში, აუმჯობესებს იმუნური სისტემის მუშაობას. ეხმარებ აშაკიკის, ფსორიაზის, ეგზემის, შაქრიანი დიაბეტის, ბრონქული ასთმის, ართროზის და სხვა მრავალი დაავადების მკურნალობაში. ომეგა 3-ს შეუძლია გაუმკლავდეს ემოციურ აშლილობას, ქრონიკულ დაღლილობას, თავის და მენსტრუალურ ტკივილებს, თრგუნავს ალერგიულ რეაქციებს. ომეგა 3 დიდად მნიშვნელოვანია ორსული ქალებისთვის: ამ მჟავების უკმარისობის დროს მზარდი ნაყოფის ტვინი და ბადურა ნორმალურად ვერ ყალიბდება. მას აქვს ძლიერი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, აგრეთვე  შეუძლია შეამცირო სგულის დაავადებების, რევმატიზმის და ონკოლოგიური დაავადებების რისკი.

ომეგა-6 ცხიმოვანი მჟავების ძირითად სამკურნალო ეფექტად ექსპერტები მიიჩნევენ ცუდი ქოლესტერინის დონის დაქვეითების უნარს. ის ამცირებს ანთებით პროცესებს ძვლების და სახსრების სისტემაში. კლინიკურად დამტკიცებულია, რომ ომეგა-6 მჟავები ეფექტურია გაფანტული სკლეროზის მკურნალობის და შაქრიანიდიაბეტის დროს. ის ხელს უწყობს ტვინის ჯანსაღ ფუნქციონირებას. კანს ხდის ელასტიკურს. მედიკოსები ომეგა-6 ცხიმოვან მჟავებს ძალიან სასარგებლო და სამკურნალო ნივთიერებად თვლიან ისეთი დაავადებების მკურნალობაში, როგორიცაა: ქრონიკული ანთებები, დეპრესია, ფიბროზული მასთოპატია, ენდომეტრიოზი, უშვილობა, პროსტატიტი, ათეროსკლეროზი, თრომბოფლებიტი, ჰიპერტონია, სტენოკარდია, რევმატიული ართრიტი, ჰორმონალური დარღვევები.

ბოლო კლევებმა გვაჩვენა, რომ ომეგა 9-ის გამოყენება ამცირებს ქოლესტერინის დონეს, ასევე დიაბეტისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს.

mkurnali.ge

ომეგა-9-ის ოლეინის მჟავა ხელს უშლის სისხლში ქოლესტერინის დაგროვებას, ხელს უწყობს ჯანსაღი წონის შენარჩუნებას, აძლიერებს ორგანიზმის დამცავ ფუნქციებს.

ის აუცილებელია სისხლძარღვების ჯამრთელობისთვის, ჰორმონების სინთეზისთვის, ნივთიერებათა ნორმალური ცვლისთვის და სხვა უამრავი პრობლემისთვის.

ომეგა 9 გამოიყენება თრომბოზების, კიბოს, დიაბეტის პროფილაქტიკისთვის.

- როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ომეგას კომპონენტები გვაკლია?

- მათი დეფიციტი იწვევს შემდეგ ჩივილებს: ორგანიზმის გამოფიტვა, ჰიპერტონია, ტვინის კაპილარების დაავადება, ინფარქტი და გულის იშემიური დაავადება, დიაბეტი, ორგანიზმის იმუნოდეფიციტი, სისხლძარღვთა დაბოლოებების დაზიანება, კანის ალერგიული დაავადებები, ნებისმიერი დონის სიმსუქნე, სიმაღლეში ზრდა, კანის სიმშრალე.

mkurnali.ge- რა სახით არის ომეგას კომპონენტების მიღება რეკომედირებული? ბუნებრივად თუ მედიკამენტების სახით?

- ნებისმიერი მიკრო-მაკროლემენტის, ვიტამინის, მინერალის თუ ანტოქსიდანტის მიღება ყოველთვის უმჯობესია ბუნებრივი გზით მოხდეს.თუმცა როდესაც XXI საუკუნეში ვსაუბრობთ ეკოლოგიაზე, დროის ფაქტორზე და სტრესულ ცხოვრებაზე სწორი კვების პრინციპების დაცვას ვერ ვახერხებთ, რის გამოც გვიწევს აღნიშნული კომპონენტები ორგანიზმს მივაწოდოთ აბების ან სხვა დანამატების სახით. ამ შემთხვევაში კი, როცა ჩვენთვის საყვარელ პროდუქტებს ვყიდულობთ, მნიშვნელოვანია რომ ის აუცილებლად ხარისხიანი და ნატურალური ინგრედიენტებით დამზადებული იყოს. ომეგას მჟავები თუ სხვა კომპონენტები მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება სასარგებლო.

- რომელი პროდუქტებია ომეგას კომპონენტებით მდიდარი?ომეგას შემცველი პროდუქტების არჩევისას რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

- ომეგა 3-ით მდიდარია თევზი და ზღვის პროდუქტები, ხოლო ომეგა 6 და 9 მცენარეულ პროდუქტებში მოიპოვება. დანამატის სახით კი მას არაერთი პროდუქტი შეიცავს. ომეგას აქტიური კომპონენტები თავისთავად სასარგებლოა. სარგებელი კი ორმაგდება იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტი, რომელსაც ის დანამატის სახით შეიცავს, ნატურალური ინგრედიეტებისგანაა დამზადებული. ამასათან უნდა აღინიშნოს, რომ საკვებ პროდუქტებში დანამატის შახით შემავალი ომეგა უკეთ აითვისება ორგანიზმის მიერ.