ომეგა 3, 6 და 9 - რა უნდა ვიცოდეთ ომეგას მჟავებზე და რა ფორმით უნდა მივიღოთ ის, რომ მაქსიმალური სარგებელი მოგვიტანოს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2019

კითხვა-პასუხი

ომეგა 3, 6 და 9 - რა უნდა ვიცოდეთ ომეგას მჟავებზე და რა ფორმით უნდა მივიღოთ ის, რომ მაქსიმალური სარგებელი მოგვიტანოს

ომეგა 3, 6 და 9 - რა უნდა ვიცოდეთ ომეგას მჟავებზე და რა ფორმით უნდა მივიღოთ ის, რომ მაქსიმალური სარგებელი მოგვიტანოს
ომეგას მჟავების სარგებლიანობის შესახებ ბევრს სმენია, თუმცა ცოტამ თუ იცის, კონკრეტულად რა სარგებელი მოაქვს მას და რა განსხვავებაა ომეგას სხვადასხვა ტიპის მჟავებს შორის. ესენია: ომეგა -3, ომეგა-6, ომეგა-9. მათი მიღება ადამიანის ორგანიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ომეგა მჟავების ბალანსირებული მიღება უზრუნველყოფს იმ მიკროელემენტების მარაგს, რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და მოწესრიგებისთვის აუცილებელია. ცხიმოვანი მჟავები საჭიროა ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, ლამაზი თმებისთვის, ფჩხილებისთვის, კარგი განწყობისთვის, დაბალანსებული კვებისთვის.

ომეგას მჟავების სარგებლიანობზე დეტალურად სასაუბროდ ენდოკრინოლოგ ლაშა უჩავას მივმართეთ.

mkurnali.ge
- რა კომპონენტებია ომეგა 3, 6 და 9? რა განსხვავებაა
მათ შორის?

- ომეგას მჟავების სამი ტიპი არსებობს. ომეგა -3, ომეგა-6, ომეგა-9. მაგალითად, ომეგა-9 მჟავები, რომელსაც ავოკადო შეიცავს, მკვეთრად განსხვავდება ომეგა -3 მჟავებისგან, რომელსაც თევზის ქონი შეიცავს. შეიძლება ითქვას, რომ ორივეს აქვს ერთი ფუნქცია ორგანიზმისათვის, მაგრამ ერთი არის ცხოველური წარმოშობის, მეორე კი -
მცენარეული. ომეგა-6-იც მცენარეული ცხიმოვანი მჟავაა. ის გვხვდება სელის მარცვლებში, გოგრის თესლში, შავ მოცხარში და სხვა პროდუქტებში. 

- რისთვის არის საჭირო ომეგას კომპონენტების მიღება?
- ომეგა 3 გამოიყენება დეპრესიის, ალცჰეიმერის დაავადების, ოსტეოპოროზის პროფილაქტიკისთვის. ის აღადგენს ჰორმონალურ ბალანსს, არეგულირებს კალციუმის დონეს ორგანიზმში, აუმჯობესებს იმუნური სისტემის მუშაობას. ეხმარებ აშაკიკის, ფსორიაზის, ეგზემის, შაქრიანი დიაბეტის, ბრონქული ასთმის, ართროზის და სხვა მრავალი დაავადების მკურნალობაში. ომეგა 3-ს შეუძლია გაუმკლავდეს ემოციურ აშლილობას, ქრონიკულ დაღლილობას, თავის და მენსტრუალურ ტკივილებს, თრგუნავს ალერგიულ რეაქციებს. ომეგა 3 დიდად მნიშვნელოვანია ორსული ქალებისთვის: ამ მჟავების უკმარისობის დროს მზარდი ნაყოფის ტვინი და ბადურა ნორმალურად ვერ ყალიბდება. მას აქვს ძლიერი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, აგრეთვე  შეუძლია შეამცირო სგულის დაავადებების, რევმატიზმის და ონკოლოგიური დაავადებების რისკი.


ომეგა-6 ცხიმოვანი მჟავების ძირითად სამკურნალო ეფექტად ექსპერტები მიიჩნევენ ცუდი ქოლესტერინის დონის დაქვეითების უნარს. ის ამცირებს ანთებით პროცესებს ძვლების და სახსრების სისტემაში. კლინიკურად დამტკიცებულია, რომ ომეგა-6 მჟავები ეფექტურია გაფანტული სკლეროზის მკურნალობის და შაქრიანიდიაბეტის დროს. ის ხელს უწყობს ტვინის ჯანსაღ ფუნქციონირებას. კანს ხდის ელასტიკურს. მედიკოსები ომეგა-6 ცხიმოვან მჟავებს ძალიან სასარგებლო და სამკურნალო ნივთიერებად თვლიან ისეთი დაავადებების მკურნალობაში, როგორიცაა: ქრონიკული ანთებები, დეპრესია, ფიბროზული მასთოპატია, ენდომეტრიოზი, უშვილობა, პროსტატიტი, ათეროსკლეროზი, თრომბოფლებიტი, ჰიპერტონია, სტენოკარდია, რევმატიული ართრიტი, ჰორმონალური დარღვევები.
ბოლო კლევებმა გვაჩვენა, რომ ომეგა 9-ის გამოყენება ამცირებს ქოლესტერინის დონეს, ასევე დიაბეტისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს.

mkurnali.ge

ომეგა-9-ის ოლეინის მჟავა ხელს უშლის სისხლში ქოლესტერინის დაგროვებას, ხელს უწყობს ჯანსაღი წონის შენარჩუნებას, აძლიერებს ორგანიზმის დამცავ ფუნქციებს.
ის აუცილებელია სისხლძარღვების ჯამრთელობისთვის, ჰორმონების სინთეზისთვის, ნივთიერებათა ნორმალური ცვლისთვის და სხვა უამრავი პრობლემისთვის.
ომეგა 9 გამოიყენება თრომბოზების, კიბოს, დიაბეტის პროფილაქტიკისთვის.

- როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ომეგას კომპონენტები გვაკლია?

- მათი დეფიციტი იწვევს შემდეგ ჩივილებს: ორგანიზმის გამოფიტვა, ჰიპერტონია, ტვინის კაპილარების დაავადება, ინფარქტი და გულის იშემიური დაავადება, დიაბეტი, ორგანიზმის იმუნოდეფიციტი, სისხლძარღვთა დაბოლოებების დაზიანება, კანის ალერგიული დაავადებები, ნებისმიერი დონის სიმსუქნე, სიმაღლეში ზრდა, კანის სიმშრალე.

mkurnali.ge- რა სახით არის ომეგას კომპონენტების მიღება რეკომედირებული? ბუნებრივად თუ მედიკამენტების სახით?

- ნებისმიერი მიკრო-მაკროლემენტის, ვიტამინის, მინერალის თუ ანტოქსიდანტის მიღება ყოველთვის უმჯობესია ბუნებრივი გზით მოხდეს.თუმცა როდესაც XXI საუკუნეში ვსაუბრობთ ეკოლოგიაზე, დროის ფაქტორზე და სტრესულ ცხოვრებაზე სწორი კვების პრინციპების დაცვას ვერ ვახერხებთ, რის გამოც გვიწევს აღნიშნული კომპონენტები ორგანიზმს მივაწოდოთ აბების ან სხვა დანამატების სახით. ამ შემთხვევაში კი, როცა ჩვენთვის საყვარელ პროდუქტებს ვყიდულობთ, მნიშვნელოვანია რომ ის აუცილებლად ხარისხიანი და ნატურალური ინგრედიენტებით დამზადებული იყოს. ომეგას მჟავები თუ სხვა კომპონენტები მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება სასარგებლო.

- რომელი პროდუქტებია ომეგას კომპონენტებით მდიდარი?ომეგას შემცველი პროდუქტების არჩევისას რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
- ომეგა 3-ით მდიდარია თევზი და ზღვის პროდუქტები, ხოლო ომეგა 6 და 9 მცენარეულ პროდუქტებში მოიპოვება. დანამატის სახით კი მას არაერთი პროდუქტი შეიცავს. ომეგას აქტიური კომპონენტები თავისთავად სასარგებლოა. სარგებელი კი ორმაგდება იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტი, რომელსაც ის დანამატის სახით შეიცავს, ნატურალური ინგრედიეტებისგანაა დამზადებული. ამასათან უნდა აღინიშნოს, რომ საკვებ პროდუქტებში დანამატის შახით შემავალი ომეგა უკეთ აითვისება ორგანიზმის მიერ.



ტეგები: 6 9 ომეგა 3
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად
ფასი: 75
მხედველობის ჯანმრთელობისთვის -60 აბი
ფასი: 39.9
კარგი მხედველობის და ნერვული სისტემის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 28.9
საშარდე სისტემის ჯანმრთელობისთვის-60 აბი
ფასი: 42.9
მსგავსი სიახლეები
"ბავშვი მოუკლავს სპეციალურად და გაჰყვა ვიღაც ბიჭს... სახლიდან წაღებული ოქრო დაულომბარდებია
23-05-2019
რუსთავში, მესხიშვილისა და ახმეტელის ქუჩებზე ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის ორი ფაქტი დაფიქსირდა.
04-01-2019
დიეტოლოგია
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
ჟურნალში Neurology გამოქვეყნდა ახალი კვლევის შედეგები, რომელთა თანახმადაც,_ ტრანსცხიმების ხშირად გამოყენება (მაგალითად კარტოფილი-ფრის)
კატეგორიის სხვა სტატიები
ინფექციურ დაავადებათა ბაქტერიული გამომწვევები სულ უფრო რეზისტენტულნი ხდებიან, ანუ მდგრადობას იჩენენ ანტიბიოტიკებისადმი.
მარიხუანას ბაზაზე შექმნილი პრეპარატები უსარგებლოა, ხოლო ფსიქიკური დაავადებების დროს სახიფათოცაა. ბოლო დროს
ჟურნალში "ბიოქიმია და ბიოლოგია ("Chemistry and Biology") გამოქვეყნდა საინტერესო სტატია,
სპეციალისტებისთვის ცნობილი გახდა ახალი კვლევის შედეგები, რომლებიც წერტილს უსვამენ ძველ რეკომენდაციებს მაღალი წნევის
3 წლის წინ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს კლინიკურ დირექტორს ივანე ჩხაიძეს ჰოლანდიიდან კოლეგები დაუკავშირდნენ
ხველის მკურნალობა არა მარტო მედიკამენტებით, არამედ ალტერნატიული საშუალებებითაცაა შესაძლებელი,
კბილის ზომამ სიგრძეში შეადგინა 3,72 სმ. პაციენტმა ექიმს მიმართა მწვავე ტკივილის გამო. კბილმა, ანომალური ზომების გამო, გამოიწვია ზედა ყბის ანთება.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
ტვინის სისხლძარღვების გაწმენდა უმნიშვნელოვანესი პროცედურაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად