თუ ხშირად ცივდებით და ავადმყოფობთ, ექინაცეა 500 დაგეხმარებათ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თუ ხშირად ცივდებით და ავადმყოფობთ, ექინაცეა 500 დაგეხმარებათ

ეს ადამიანის იმუნური სისტემის ფუნქციობის ხარჯზე ხდება. იმუნური სისტემა საკმაოდ რთული და მწყობრად მოქმედი მექანიზმია, რომლის სწორი რეაქციის წყალობით დაზღვეულნი ვართ ვირუსებით, ბაქტერიებითა და პარაზიტებით გამოწვეული მრავალი დაავადებისგან. განასხვავებენ ორი სახის იმუნიტეტს: არასპეციფიკურს ანუ თანდაყოლილს და სპეციფიკურს ანუ შეძენილს. არასპეციფიკური იმუნიტეტი გულისხმობს დამცავ ფაქტორთა ერთობლიობას, რომელიც მიმართულია განსაზღვრული ტიპის დაავადების გამომწვევთა წინააღმდეგ. მაგალითად, ადამიანი შეუვალია ცხოველთა დაავადებების მიმართ, ძაღლი არასოდეს ავადდება შავი ჭირით, ხოლო კატა - ციმბირის წყლულით. სპეციფიკური ანუ შეძენილი იმუნიტეტის ფორმირება ხდება მთელი სიცოცხლის განმავლობაში, როდესაც კონკრეტული ორგანიზმი განსაზღვრული გამომწვევის პირისპირ აღმოჩნდება.

შეძენილი იმუნიტეტიც ორგვარია:

აქტიური და პასიური. აქტიური ყალიბდება გადატანილი ინფექციური დაავადების ან ვაქცინაციის შედეგად, გამომწვევთან კონტაქტიდან 1-2 კვირის განმავლობაში, და ადამიანის იმუნურ მეხსიერებაში წლობით და ათწლეულობით რჩება. პასიური იმუნიტეტი ემყარება მზა ანტისხეულების არსებობას, რომლებსაც ახალშობილი დედისგან რძის მეშვეობით იღებს, ნაყოფი კი ტრანსპლაცენტურად - უშუალოდ დედის სისხლიდან პლაცენტის გავლით. პასიური იმუნიტეტით ახალშობილის დაცვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არგუმენტია ძუძუთი კვების სასარგებლოდ. წინააღმდეგ შემთხვევაში ახალშობილი პრაქტიკულად დაუცველი რჩება მრავალი ინფექციის პირისპირ. თავად მას ჯერ კიდევ არ შეუძლია ანტისხეულების გამომუშავება, რათა წინ აღუდგეს ამა თუ იმ დაავადების აღმოცენებას.

იმუნომოდულატორები და იმუნოსტიმულატორები

იმუნომოდულატორი - მცენარეული ან სინთეზური წარმომავლობის ბიოლოგიური სამკურნალო პრეპარატია, რომელიც მოქმედებს იმუნიტეტზე. ისინი იწვევენ იმუნიტეტის, როგორც სტიმულირებას (იმუნოსტიმულატორები), ასევე დაქვეითებას (იმუნოსუპრესორები) რიგი დაავადებების დროს მათი მიღება საგრძნობლად აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს და ახდენს არახელსაყრელი შედეგების იმუნიზირებას.

განსხვავება იმუნოსტიმულატორებსა და იმუნომოდულატორებს შორის

ისინი წარმოადგენენ პრეპარატების ორ ჯგუფს, რომლებიც ახდენენ იმუნური სისტემის სტიმულირებას. ფართო გაგებით ეს იდენტური პრეპარატებია, რადგანაც აქვთ ერთი და იგივე ფუნქცია მცირე განსხვავებით.

იმუნომოდულატორები - (პირობითად) "სუსტად ნეიტრალური" პრეპარატებია, რომლებიც "ძალას ატანენ" საკუთარ იმუნიტეტს და ააქტიურებენ გარკვეულ სტრესულ მდგომარეობაში მყოფ ორგანიზმს.

იმუნოსტიმულატორები - საკმაოდ ძლიერი პრეპარატებია, რომელთა მიღება რეკომენდირებულია იმ შემთხვევებში, როდესაც იმუნური სისტემა იმდენად დასუსტებულია, რომ არ შესწევს ძალა თავად გაუმკლავდეს თუნდაც უმნიშვნელო დაავადებებს.

ყველაზე ფართოდ გავრცელებული ბუნებრივი იმუნომასტიმულირებელი პრეპარატია ექინაცეა.

ექინაცეა, გარდა იმისა, რომ აძლიერებს იმუნიტეტს, ანადგურებს მრავალ ბაქტერიასა და ვირუსს. მისი ექსტრაქტი აფერხებს სტრეპტოკოკების, სტაფილოკოკების, ნაწლავის ჩხირის, ჰერპესვირუსისა და გრიპის გამომწვევი ვირუსების გამრავლებას. მცენარის ყველა ნაწილში უხვად არის მინერალური ნივთიერებები, მათ შორის, იშვიათი მინერალებიც, რომელთა ნორმას საკვებიდან ვერ ვიღებთ და ამიტომ ხშირად აკლია ორგანიზმს. ესენია: კალციუმი, კალიუმი, სელენი, მანგანუმი, თუთია, მოლიბდენი, ვერცხლი, ქლორი, რკინა, მაგნიუმი, და სხვა.

მედიცინაში სამი სახეობის ექინაცეა გამოიყენება: მეწამული ექინაცეა (Echinacea purpurea), ვიწროფოთლიანი ექინაცეა და ექინაცეა პალიდა.

აღნიშნული სახეობებიდან მეწამული ექინაცეა (Echinacea purpurea) ყველაზე ძლიერი პოტენციალის მქონე სახეობად ითვლება. რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით ფლავონოიდებს, გლიკოპროტეინებს და სხვა მრავალ აქტიურ კომპონენტს, რომლებსაც იმუნური სისტემის სტიმულატორებად მიიჩნევენ. აღნიშნული ნივთიერებები აძლიერებს იმუნიტეტს, იცავს ორგანიზმს გრიპის, გაცივების და ვირუსული ინფექციებისაგან.

ექინაცეა-500

სწორედ მეწამულ ექინაცეას შეიცავს ბრიტანული ბრენდის "ჰელს ეიდის" მედიკამენტი ექინაცეა-500. აღსანიშნავია, რომ "ჰელს ეიდ"- ის ყველა მცენარეული პრეპარატის ფორმულა საუკეთესო ხარისხის ექსტრაქტებისა და ფხვნილების საფუძველზე მზადდება. ველურად მოპოვებული და ხელოვნურად კულტივირებული მცენარეული პრეპარატები მუშავდება ისე, რომ გათავისუფლდეს ყოველგვარი მინარევისგან და შენარჩუნებულ იქნას მათი სამკურნალო თვისებები.

mkurnali.geექინაცეა 500 ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა ინფექციების საწინააღმდეგოდ, განსაკუთრებით გრიპის და გაცივების. მას აქვს ანთების საწინააღმდეგო, ანტივირუსული, ანტიალერგიული, ანტირევმატული, სოკოს საწინააღმდეგო და იმუნომოდულაციური მოქმედება. მასში შემავალი ნივთიერებები ასტიმულირებენ ლიმფოციტების გამომუშავებას და ზრდიან მათ აქტივობას, ამით ეხმარებიან ორგანიზმს ვირუსებთან ბრძოლაში.

მისი მიღება საუკეთესო საშუალებაა მათთვის:

• ვისაც აქვს სუსტი იმუნური სისტემა;

• ვინც უჩივის ხშირ გაცივებას და გრიპს;

• ვინც ხშირად ავადდება სხვადასხვა სახის ინფექციებით.

კვლევებით დადასტურებულია, რომ ექინაცეის მიღება გაცივების პირველივე ნიშნების გაჩენისთანავე, ხელს უშლის სიმპტომების განვითარებას, მისი მიღებისას გრიპის და გაცივების სიხშირე 58%-ით კლებულობს, ხოლო, დაავადების დროს კი მისი გამოყენება 85%-ით ამცირებს ავადობის ხანგრძლივობას.

ექინაცეა-500 ასევე რეკომენდებულია ყურის და ყელის ინფექციური ანთების სამკურნალოდ და პრევენციისთვის.

მისი მიღება შეუძლიათ მოზრდილებს და 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებს. მიღების ფორმა მარტივია: ერთი ან ორი აბი დღეში კვებასთან ერთად.

ვინაიდან პროდუქტი შეიცავს მხოლოდ მცენარეულ ექსტრაქტს იგი შესაფერისია ვეგეტარიანელებისთვის.

პროდუქტში შემავალი ყველა ინგრედიენტი აკმაყოფილებს აშშ, ევროპისა და ბრიტანეთის ფარმაკოპეას სტანდარტებს ან მომწოდებლის სპეციფიკაციას.