მართლა იწვევს თუ არა პარაცეტამოლი "P-500" ადამიანის სიკვდილს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მართლა იწვევს თუ არა პარაცეტამოლი "P-500" ადამიანის სიკვდილს

მოხმარებიდან მეუხთე დღეს ადამიანის სიკვდილს იწვევს. ამ საკითხთან დაკავშირებით „მკურნალი.გე“-მ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიმართა.

როგორც სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის რეგისტრაციის სამმართველოს უფროსმა ნაილი შენგელიძემ განმარტა, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია პარაცეტამოლის სიცოცხლისათვის საშიში გვერდითი ეფექტების შესახებ, უწყებისთვის ხელმისაწვდომი მონაცემების მიხედვით, ეხება პარაცეტამოლის შემცველ აბებს, სავაჭრო დასახელებით "P -500" და რისკ-ფაქტორად განიხილება ამ პროდუქტის მაჩუპოს ვირუსით დაბინძურება. მიკრობიოლოგიური დაბინძურების საფუძვლით კი, სიცოცხლისთვის საშიშ რისკად განიხილება.

თუმცა, შენგელიძის განცხადებით, პარაცეტამოლი, სავაჭრო დასახელებით "P -500" საქართველოს ბაზარზე რეგისტრირებული არ არის. ხოლო საქართველოს ბაზარზე მიმოქცევაში დაშვებული პარაცეტამოლის შემცველი პრეპარატების მოხმარება შესაძლებელია შეუზღუდავად, ექიმის დანიშნულებითა და მათი გამოყენების ინსტრუქციის შესაბამისად.

ამასთან, ნაილი შენგელიძემ განმარტა, რომ არც ერთი სავაჭრო დასახელების პარაცეტამოლის შემცველი ფარმაცევტული პროდუქტის მსგავსი გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაცია არ გამოუქვეყნებიათ ისეთ ავტორიტეტულ მარეგულირებელ ორგანოებს, როგორიცაა ევროპის წამლის სააგენტო (EMA), აშშ-ს წამლისა და საკვები პროდუქტების სააგენტო (FDA) და არც სხვა მარეგულირებელი ორგანოებიდან მიუღიათ რამე შეტყობინება ამ საკითხზე.

„ამავდროულად, არც სამედიცინო და ფარმაცევტული პერსონალისგან და არც მოქალაქეებისგან სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში არ შემოსულა რამე ტიპის შეტყობინება პარაცეტამოლის შემცველ პრეპარატებთან დაკავშირებით გამოვლენილი გვერდითი მოვლენების შესახებ“, - განაცხადა ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის რეგისტრაციის სამმართველოს უფროსმა.