ეს მოლეკულა r8 სახელითაა ცნობილი. მისი საშუალებით აღწევს ანტიბიოტიკი ბაქტერიის გარეთა დამცავ გარსში და ხელს უწყობს წამლის შიგნით დაგროვებას. ეს მიდგომა მოქმედებს მეთიცილინ-რეზისტენტული ოქროსფერი სტაფილოკოკის წინააღმდეგ. r8 ვანკომიცინზე დამატებამ პრეპარატი ასჯერ უფრო ეფექტური გახადა. სპეციალისტები დარწმუნებულები არიან, რომ ანალოგიურად შეიძლება სხვა წამლების მოდიფიცირებაც.
ლალი ჩხიკვაძე