რა რაოდენობის წყალი უნდა მიაყოლოთ წამლებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა რაოდენობის წყალი უნდა მიაყოლოთ წამლებს

პრეპარატების მიღებისას ხშირად მედიკამენტს ჩაის ან ყავას აყოლებენ, რაც კატეგორიულად დაუშვებელია!

ყავა და კოფეინის შემცველი სხვა სასმელები ზრდის კუჭის მჟავიანობას და მატონიზებელ გავლენას ახდენს ნერვულ სისტემაზე. თუ მაგალითად, ასპირინსა და მისი მოქმედების მსგავს მედიკამენტებს ყავას მიაყოლებთ, ორგანიზმს კუჭის ეროზიის ან წყლულის განვითარების საფრთხეს შეუქმნით.

არ შეიძლება ასევე მედიკამენტების მიღება ჩაის მიყოლებით. ტანინის შემცველობის გამო ჩაი ნებისმიერი პრეპარატისთვის ცუდი თანამგზავრია. ის ასუსტებს მედიკამენტების უმრავლესობის ეფექტს. მედიკამენტების მიღებისას დაუშვებელია ალკოჰოლისა და გაზიანი სასმელების მიყოლებაც! ალკოჰოლის შემცველი სასმელები ისედაც ნეგატიურად მოქმედებს კუჭის ლორწოვან გარსსა და ღვიძლზე, მედიკამენტისა და ალკოჰოლის შერევისას საჭმლის მომნელებელ სისტემას კიდევ უფრო დიდი ტვირთი აწვება, თანაც ლორწოვან გარსში ძალიან რთული ბიოქიმიური პროცესები აღიძვრება. ისიც გაითვალისწინეთ, რომ ალკოჰოლი ასუსტებს ან პირიქით, აძლიერებს ამა თუ იმ მედიკამენტის მოქმედებას და ყველა შემთხვევაში ვნებს ორგანიზმს.

ამგვარად, სამკურნალო აბებს მხოლოდ წყალი მიაყოლეთ, თანაც აუცილებლად სულ მცირე 200 მლ მაინც!

თინათინ გოცაძე