რა რაოდენობის წყალი უნდა მიაყოლოთ წამლებს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2021

კითხვა-პასუხი

რა რაოდენობის წყალი უნდა მიაყოლოთ წამლებს

რა რაოდენობის წყალი უნდა მიაყოლოთ წამლებს
სამკურნალო აბებს ზოგი სხვადასხვა სითხეს აყოლებს. მაგალითად, საუზმის შემდეგ რეკომენდებული პრეპარატების მიღებისას ხშირად მედიკამენტს ჩაის ან ყავას აყოლებენ, რაც კატეგორიულად დაუშვებელია!
ყავა და კოფეინის შემცველი სხვა სასმელები ზრდის კუჭის მჟავიანობას და მატონიზებელ გავლენას ახდენს ნერვულ სისტემაზე. თუ მაგალითად, ასპირინსა და მისი მოქმედების მსგავს მედიკამენტებს ყავას მიაყოლებთ, ორგანიზმს კუჭის ეროზიის ან წყლულის განვითარების საფრთხეს შეუქმნით.

არ შეიძლება ასევე მედიკამენტების მიღება ჩაის მიყოლებით. ტანინის შემცველობის გამო ჩაი ნებისმიერი პრეპარატისთვის ცუდი თანამგზავრია. ის ასუსტებს მედიკამენტების უმრავლესობის ეფექტს. მედიკამენტების მიღებისას დაუშვებელია ალკოჰოლისა და გაზიანი სასმელების
მიყოლებაც! ალკოჰოლის შემცველი სასმელები ისედაც ნეგატიურად მოქმედებს კუჭის ლორწოვან გარსსა და ღვიძლზე, მედიკამენტისა და ალკოჰოლის შერევისას საჭმლის მომნელებელ სისტემას კიდევ უფრო დიდი ტვირთი აწვება, თანაც ლორწოვან გარსში ძალიან რთული ბიოქიმიური პროცესები აღიძვრება. ისიც გაითვალისწინეთ, რომ ალკოჰოლი ასუსტებს ან პირიქით, აძლიერებს ამა თუ იმ მედიკამენტის მოქმედებას
და ყველა შემთხვევაში ვნებს ორგანიზმს.

ამგვარად, სამკურნალო აბებს მხოლოდ წყალი მიაყოლეთ, თანაც აუცილებლად სულ მცირე 200 მლ მაინც!

თინათინ გოცაძე

გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 26-10-2018
ზურა
ზოგიერთ წამალს უწერია ინსტრუქციაში რომელი სითხე შეიძლება მიაყოლო და რა რაოდენობით. ყველა წამალს ერთნაირი მიღების წესი არა აქვს.
მსგავსი სიახლეები
კვირაში მინიმუმ სამჯერ ჩაის მიღებით, შეგვიძლია გავიჯანსაღოთ ორგანიზმი და გავიხანგრძლივოთ სიცოცხლე.
04-03-2020
თქვე­ნი დღე ჭიქა ბედ­ნი­ე­რე­ბით იწყე­ბა? თუ კი, მა­შინ გა­მო­ნაკ­ლი­სი არ ხართ, რად­გან ადა­მი­ა­ნე­ბის
19-07-2019
ზაფხულში, როდესაც ტემპერატურა იშვიათად ეცემა 20 გრადუსზე ქვევით, ორგანიზმის გაუწყლოების მიზეზად ხშირად
17-07-2019
დიეტოლოგია
სადღეისოდ აღიარებულია, რომ მენოპაუზასთან დაკავშირებული მძიმე დარღვევების თავიდან აცილება შესაძლებელია სამი ძირითადი მექანიზმის ჩართვით:
ბრიტანეთის კვების სამეცნიერო-საკონსულტაციო კომიტეტი ტიპი 2 შაქრიან დიაბეტთან ბრძოლას გვირჩევს
უბრალოდ, უნდა ვიცოდეთ, რა რგებს ან რა ვნებს ხერხემალს და დასკვნები თვითონვე გამოვიტანოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
ფერმენტული პრეპარატი ის ფარმაკოლოგიური საშუალებებია, რომლებიც ხელს უწყობს საჭმლის მონელების გაუმჯობესებას,
კვლევებმა აჩვენა, რომ პრებიოტიკების საშუალებით შესაძლებელია ადამიანის ფსიქიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.
ვალერიანის მცენარის გამომშრალი ფესვი შეიცავს ვალეპოტრიატებს, რომლებსაც დამამშვიდებელი ეფექტი ახასიათებს.
დასავლეთის ქვეყნებში არსებული საკვები პროდუქტები ომეგა 3 ამინომჟავების მცირე რაოდენობას შეიცავენ.
რამ შეიძლება დააზიანოს გულის კუნთი, თუ პაციეტს არასოდეს ჰქონია გულის დაავადება?
ადამიანის ორგანიზმში მოხვედრილ ლითონთაგან ტყვია ერთ-ერთი საშიშია.
ოთახის მცენარეები ცალსახად სასარგებლოა. განსაკუთრებით დიდი ფოთლებიანი მცენარეები ატენიანებენ ჰაერს.
ზღვის მარილის გამოყენების ყველაზე იოლი გზა მისი აბაზანის მიღებაა. ის ხსნის კუნთურ დაძაბულობას, ასუფთავებს ფორებს, არბილებს კანს და ამზადებს მას კოსმეტიკური პორცედურებისთვის.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად