ფარმაკოლოგია

ანტიბიოტიკებისადმი ბაქტერიების გამძლეობა მალე დამარცხდება

ანტიბიოტიკებისადმი ბაქტერიების გამძლეობა მალე დამარცხდება
დიუკას უნივერსიტეტის მეცნიერებმა რამდენიმეწლიანი კვლევის საფუძველზე ანტიბიოტიკებისადმი გამძლე (რეზისტენტული) ბაქტერიების "აქილევსის ქუსლს" საბოლოოდ მიაგნეს. როგორც მკვლევარები აცხადებენ, ანტიბიოტიკების პირველი დოზის შემდეგ ჩნდება დროებითი ფანჯარა, რომლის დროსაც პათოგენური მიკროორგანიზმები უფრო მგრძნობიარენი არიან მკურნალობისადმი. თუ ამ პერიოდში ანტიბიოტიკების მიღება მოხდება, ბაქტერიების პოპულაცია ანტიბიოტიკის კონცენტრაციისა და მკურნალობის ხანგრძლივობის მიუხედავად შემცირებას გააგრძელებს.

მთავარი ამოცანა სწორედ ამ ფანჯრის ანუ მგრძნობიარე პერიოდის განსაზღვრაშია. მეცნიერებმა შეიმუშავეს ახალი მეთოდიკა, რომელიც ექიმებს დაეხმარება ფანჯრის გაღების ანუ ყველაზე მგრძნობიარე, მნიშვნელოვანი პერიოდის გარკვევაში.

ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა იმდენად სწრაფი ტემპით მყარდება ყოველდღიურად, რომ საშიში და
აქტუალური ხდება კაცობრიობისთვის, ეს პრობლემა მედიცინის თანამედროვე მიღწევებს დიდ საფრთხეს უქმნის - აცხადებენ მსოფლიო ჯანდაცვის ექსპერტები.

თინათინ გოცაძე

მსგავსი სიახლეები
მეცნიერებმა გამოიგონეს ახალი ანტიბიოტიკი კედარციდინი, რომელსაც ბაქტერიისა და კიბოს
02-06-2019
კრაზანას შხამი უძლიერესი ანტიბიოტიკის შემცველია
05-02-2019
გამომგონებლებმა ახალი თაობის უნიკალური ანტიბიოტიკი წარმოადგინეს ბიოტექნოლოგიურმა კორპორაციამ Genentech წარმოადგინა
05-11-2018