ნახეთ ახლოდან, როგორ გვიცავს ჩვენი იმუნური სისტემა
ფოტოებზე გამოსახული უჯრედები 18 000-ჯერაა გადიდებული ელექტრონული მიკროსკოპით.
1. მაკროფაგი შთანთქავს ცხიმის წვეთებს.
2. შიდსის ვირუსების (ლურჯი წერტილები) თავდასხმა T ლიმფოციტზე.
3. B ლიმფოციტი და ბაქტერიები.
4. მალარიით დაავადებული ერითროციტები, ერთ-ერთი მათგანი გამსკდარია და პარაზიტები ახალი მსხვერპლის საპოვნელად არიან გამოსული.
5. საშიში მიკროორგანიზმებისგან ჩვენი პირველი დამცავი ბარიერი - კანი. დაზიანების შემდეგ შეხორცების პროცესს იწყებს.
6. ფაგოციტოზის პროცესის პირველი ნაბიჯი - "ბაქტერიაჭამია" მაკროფაგი იწვდის ცრუფეხებს ნაწლავის ჩხირებისკენ.
7. ასბესტის ბოჭკოებით გარშემორტყმული მაკროფაგი, რომელსაც თავისი მოუნელებადი სადილისგან სიკვდილი ემუქრება.