ბოლო 7 თვეში ფარმაცევტული ბაზრიდან 380 868 ერთეული მედიკამენტი ამოიღეს - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ნოემბერი 2018
კითხვა-პასუხი
ბოლო 7 თვეში ფარმაცევტული ბაზრიდან 380 868 ერთეული მედიკამენტი ამოიღეს
ბოლო 7 თვეში ფარმაცევტული ბაზრიდან 380 868 ერთეული მედიკამენტი ამოიღეს
2018 წლის 1-ლი იანვრიდან 1-ელ აგვისტომდე პერიოდში, საქართველოს ფარმაცევტული ბაზრიდან 380 868 ერთეული მედიკამენტი ამოიღეს. შესაბამისი ინფორმაცია „ინტერპრესნიუსმა“ სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტოდან გამოითხოვა.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ფარმაცევტული პროდუქტები სამკურნალო საშუალებისა და სერიული აღრიცხვის, ინსტრუქციით დადგენილი შენახვის პირობების, განადგურების თაობაზე დადგენილი წესების დარღვევით არსებულ ფარმაცევტულ საშუალებებს წარმოადგენდა ან საქართველოს ბაზარზე დაშვების რეჟიმების გვერდის ავლით შემოსული და არარეგისტრირებული სამკურნალო პროდუქტები იყო.

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 1-ელი იანვრიდან 1-ელ აგვისტომდე ყველაზე ხშირ შემთხვევაში საქართველოში, პოლონეთსა და უკრაინაში წარმოებული მედიკამენტების ჩამორთმევის ღონისძიებები გატარდა. კერძოდ, 157
შემთხვევაში საქართველოში, 102 შემთხვევაში უკრაინაში, ხოლო 90 შემთხვევაში პოლონეთში წარმოებული ფარმაცევტული საშუალების ბაზრიდან ამოღება მოხდა.

რაც შეეხება დარღვევებს, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საქართველოში წარმოებული მედიკამენტების ჩამორთმევის ძირითადი მიზეზი სერიული აღრიცხვის წესის დარღვევა გახდა, რაც 42 შემთხვევაში დაფიქსირდა. ამასთან, ჩამორთმევის ყველაზე ხშირი
მიზეზი ვადები და შენახვის წესების დარღვევაც იყო. კერძოდ, საქართველოში წარმოებული ფარმაცევტული საშუალებები 38 შემთხვევაში ვადაგასული იყო, ასევე 38 შემთხვევაში კი შენახვის წესის დარღვევა დაფიქსირდა.

რაც შეეხება უკრაინაში წარმოებულ მედიკამენტებს, მათი უმეტესობის ჩამორთმევა შენახვის წესების დარღვევის გამო განხორციელდა.

პოლონეთში წარმოებულ მედიკამენტებს შორის კი სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტომ ყველაზე ხშირ შემთხვევაში აღრიცხვის წესისა და სერიული აღრიცხვის წესის დარღვევა დააფიქსირა, რაც სულ 52-ჯერ გამოვლინდა. ამასთან, პოლონეთში წარმოებული მედიკამენტების შემოწმებისას ხშირი დარღვევები ცალკეულ შემთხვევებში სერიული აღრიცხვის წესს შეეხებოდა, რისი 41 შემთხვევა დაფიქსირდა. ასევე, დარღვევების დიდი ნაწილი უკავშირდებოდა აღრიცხვის წესს, რაც 23 შემთხვევაში გამოვლინდა.

რაც შეეხება მედიკამენტების დასახელებებს, სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტომ სხვა ასეულობით მედიკამენტს შორის ისეთი ფარმაცევტული პროდუქციის ჩამორთმევა განახორციელა, როგორიც არის დიაზეპამი, ფენაზეპამი, ლორაფენი, კლონაზეპამი, სომნოგამა, რელანიუმი, ბაკლოფენი, ციკლოდოლი, გლუფერალი, მუკალტინის სიროფი, ტაზეპამი, კორსიზი, კორვალოლ C და ა.შ.

კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
მსგავსი სიახლეები
2018 წლის 1-ელი იანვრიდან 1-ელ აგვისტომდე პერიოდში, საქართველოს ფარმაცევტული ბაზრიდან ამოღებულ
17-08-2018
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო ფარმაცევტულ დაწესებულებებს მიმართავს, VALSARTAN-ის
16-08-2018
საჭიროზე მეტი მედიკამენტის გამოწერის პრობლემა არა მარტო საქართველოში, მთელ მსოფლიოშია, რის გამოც, ჯანდაცვის
08-06-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ანტიბიოტიკის ეფექტურობის გასაზრდელად და მდგრადი ბაქტერიების წინააღმდეგ მრისხანე იარაღის
წლების წინ ეს უნივერსალური მალამო ყველა ოჯახში ინახებოდა, მაგრამ დღეს შეიძლება მისი სასარგებლო
უეცრად აღმოცენებული ტკივილი ყელში, ყლაპვის გაძნელება, საერთო სისუსტე და დიაგნოზიც ნათელია - ყელის ანთება!
C ვიტამინი, იგივე ასკორბინის მჟავა, რთულ და მრავალმხრივ გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე.
სამკურნალო აბებს ზოგი სხვადასხვა სითხეს აყოლებს. მაგალითად, საუზმის შემდეგ რეკომენდებული
ბენ-გურიონის სახელობის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კოლორადოს უნივერსიტეტის სპეციალისტებთან ერთად
19 ნოემბერი 2018
შუახნის ასაკში წონის მატების თავიდან აცილება დღეში ერთი პეშვი ნიგვზის ან 1 სუფრის კოვზი არაქისის კარაქის
19 იანვარი 2018
ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მეცნიერებმა გამოავლინეს, რომ მშობიარობისშემდგომი დეპრესიიდან
თუ გინდათ, საყვარელი ნივთი დიდხანს გამოიყურებოდეს ახალივით, სათანადოდ უნდა მოუაროთ. იგივე შეიძლება
შეკრულობა (ყაბზობა) სადღეისოდ ბევრი ადამიანის პრობლემაა, ცხოვრების არასწორი წესი, მჯდომარე, უმოძრაო
ექიმ პროქტოლოგ დავით კალანდაძეს მედიცინის დოქტორის საპატიო წოდება