ზაფხული დისბაქტერიოზის გარეშე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ზაფხული დისბაქტერიოზის გარეშე

განტვირთვაში და ჯანმრთელობისთვისაც საკმაოდ სასარგებლოა, მაგრამ არსებობს მრავალი საყურადღებო და გასათვალისწინებელი ფაქტორი. აგარაკზე წახვალ თუ ზღვისკენ აიღებ გეზს ზაფხული კუჭ-ნაწლავისთვის ნამდვილი გამოცდაა. განსაკუთრებულ ყურადღებას და სიფრთხილეს მოითხოვს ბავშვებთან ერთად დასვენება. ამ დროს ყველაზე ხშირად თავს იჩენს გასტროენტეროლოგიური პრობლემები: ხშირია დიარეა და მასთან დაკავშირებული "დისბაქტერიოზი".

გვესაუბრება ექიმი-პედიატრი მაია ხერხეულიძე

- რას წარმოადგენს "დისბაქტერიოზი" და რამდენად საშიშია ეს მდგომარეობა ბავშვებში?

- დისბაქტერიოზი, იგივე დისბიოზი ადამიანის ნაწლავთა მიკროფლორის თვისობრივი და რაოდენობრივი ცვლილებაა, რომელიც არა მხოლოდ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის, არამედ მთელი ორგანიზმის ფუნქციონირებაზე აისახება, რადგან ნაწლავურ მიკროფლორას ორგანიზმში მრაცალრიცხოვანი ფუნქცია აკისრია: მონაწილეობს საკვების მონელების და ვიტამინების სინთეზის პროცესში, ახდენს ნაწლავის ბარიერული ფუნქციის გაძლიერებას, ნაწლავის სანათურში თრგუნავს პათოლოგიური ბაქტერიების ზრდას, იწვევს იმუნიტეტის სტიმულირებას და შესაბამისად იცავს ბავშვს სხვადასხვა დაავადების განვითარებისგან.

- რომელ სიმპტომებს უნდა მიაქციოს ყურადღება მშობელმა, რომ თავიდან აიცილოს დისბაქტერიოზთან-დისბიოზთან დაკავშირებული გართულელები?

- სპეციფიკური კლინიკური სიმპტომები დისბიოზს არ ახასიათებს. ამ დროს, უწინარეს ყოვლისა, ირღვევა საჭმლის მონელების პროცესი - ნორმალური მიკროფლორის დარღვევის გამო ვეღარ ხდება საჭმლის სათანადო მონელება, ვეღარ შეიწოვება საკვები ნივთიერებები. პათოგენური მიკრობების ინტენსიური გამრავლება აძლიერებს დუღილისა და ლპობის პროცესებს. ნაწლავებში დიდი რაოდენობით წარმოიქმნება აირები, ვითარდება მეტეორიზმი. აირების დაგროვება და მათი გადაადგილება იწვევს გულძმარვასა და გულისრევის შეგრძნებას.

პაციენტი შესაძლოა უჩიოდეს ან ფაღარათს, ან, პირიქით, ყაბზობას. ორგანიზმში მოუნელებელი ნარჩენების ხანგრძლივი არსებობა და ამის პარალელურად პერისტალტიკის დარღვევა იწვევს პირის ღრუდან უსიამოვნო სუნს, ნაწლავების ყურყურს, მუცლის ტკივილს. მოუნელებელი და ლპობაშეპარული ნარჩენები, რომლებიც ორგანიზმისთვის უჩვეულოა, ალერგიულ ბუნებას იძენს, თავს იჩენს ალერგიული რეაქციები კანზე - გამონაყარი, ქავილი.

მოგვიანებით იწყება ჰიპოვიტამინოზი - ამა თუ იმ ვიტამინის ნაკლებობით გამოწვეული დაავადება მრავალფეროვანი გამოვლინებით: თმის ცვენით, ფრჩხილების მტვრევადობითა და აშრევებით, კანის გამოშრობით, ნივთიერებათა ცვლის დარღვევით, იმუნიტეტის დაქვეითებით. იმუნური სისტემის სისუსტის დროს კი ორგანიზმი ინფექციისთვის ადვილად შეღწევადი ხდება. ასე რომ, ხშირია თანდართული ინფექცია, შედეგად კი სისუსტე, მადის დაქვეითება, თავის ტკივილი, წონის კლება.

- რა არღვევს ნაწლავებში ჩვეული მიკროფლორის წონასწორობას?

- ცნობილია, რომ ახალშობილის ნაწლავი დაბადებისას სტერილურია და დაბადების შემდეგ იწყება ნაწლავის კოლონიზაცია - ნაწლავის სანათურში მიკრობთა ჩასახლების პროცესი, რომელიც მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. მშობიარობის გზა, კვების ხასიათი, გარემო პირობები, სხვადასხვა მედიკამენტის გამოყენება - ყველაფერი გავლენას ახდენს კოლონიზაციაზე და შესაძლებელია გამოიწვიოს დისბიოზი. დადგენილია, რომ ფიზიოლოგიური - ვაგინალური მშობიარობა და განსაკუთრებით კი ძუძუთი კვება უზრუნველყოფს ბავშვის ნაწლავის სანათურში ნორმალური მიკროფლორის ჩასახლებასა და გამრავლებას. ახალშობილთა ჰიპოქსია, ვირუსული და ბაქტერიული ინფექციები, ხელოვნური კვება, ფერმენტოპათია, ალერგიული დაავადებები, აუტოიმუნური დაავადებები, არახელსაყრელი საცხოვრებელი და ეკოლოგიური პირობები, სტრესი,არასწორი კვება და კვების ჩვეული რეჟიმის დარღვევა, გენეტიკური ფაქტორები, ანტიბიოტიკოთერაპია არღვევს ნაწლავის ნორმალურ მიკროფლორას.

- როგორ მკურნალობენ დისბაქტერიოზს?

- დისბაქტერიოზის მკურნალობა სასარგებლო და მავნე ბაქტერიებს შორის დარღვეული ბალანსის აღდგენას გულისხმობს. ეს მიიღწევა სხვადასხვა სახის პრეპარატების საშუალებით, მაგალითად პრებიოტიკები, რომლებიც ასტიმულირებენ სასარგებლო მიკრობთა შტამების ზრდას და გამრავლებას. ამავე დროს მნიშვნელოვანია ე.წ. პრობიოტიკები, რომლებიც უშუალოდ სასარგებლო ბაქტერიებს შეიცავენ - მათი მეშვეობით ნაწლავებში ფაქტობრივად გარედან შეგვყავს საჭირო ბაქტერიები. ჩვენთან მსგავსი ტიპის პრეპარატები მრავლადაა და არჩევანიც საკმაოდ მრავალფეროვანია.

- ქალბატონო მაია, ნაწლავთა დისბიოზის კორექციისას პრეპარატის რა მახასიათებლებია მნიშვნელოვანი მაქსიმალური თერაპიული ეფექტის მისაღწევად?

- პრობიოტიკი აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მაჩვენებლებს: შეიცავდეს ცოცხალ რძემჟავა ბაქტერიებს, მნიშვნელოვანია ბაქტერიული შტამების თვისებრივი მრავალფეროვნება და რძემჟავა ბაქტერიების რაოდენობა. აუცილებელია კუჭის წვენისა და ნაღვლის მჟავას მიმართ მდგრადობა. განსაკუთრებით ეფექტურია კომპლექსური პრეპარატები სამმაგი შემადგენლობით: პრობიოტიკი-+პრებიოტიკი+ვიტამინების კომპლექსი. ყურადღება უნდა მივაქციოთ შეფუთვასაც, რომელიც ტენისაგან უნდა იცავდეს პრეპარატს და ამჟამად უკვე წაროების ინოვაციური ტექნოლოგიასაც ენიჭება უპირატესობა.

- პრობიოტიკების სხვადასხვა გამოშვების ფორმებს შორის, მაგალითად კაფსულები, ფხვნილები, ფლაკონებში არსებული სითხეები არის თუ არა განსხვავება თერაპიული ეფექტის თვალსაზრისით?

- დიახ, პრობიოტიკის თხევადმა ფორმებმა აჩვენა ცოცხალი ბაქტერიების გადარჩენის გაცილებით მაღალი უნარი, ვიდრე კაფსულის და ლიოფილიზირებული ფხვნილის სახით არსებულმა პრობიოტიკებმა, რომლებიც კუჭის მჟავე გარემოში მოხვედრის შემდეგ უფრო დიდხანს ყოვნდება და უდანაკარგოდ ვერ აღწევს ნაწლავებამდე. თხევადი ფორმა უზრუნველყოფს ცოცხალი ლაქტობაქტერიების უფრო სწრაფად ტრანსპორტს ნაწლავში, უფრო ძლიერად ადჰეზიას ნაწლავის კედელზე და მკურნალობის შეწყვეტის შემდეგაც ცხოველქმედებას.

- თუ გავითვალისწინებთ იდეალური პრობიოტიკის თქვენს მიერ ჩამოთვლილ მაჩვენებლებს, კონკრეტულად რომელს ანიჭებთ უპირატესობას?

- როგორც პედიატრი განსაკუთრებულ ყურადღებას სპეციალურად ბავშვებისათვის განკუთვნილ პრობიოტიკებს ვუთმობ, მათ შორის კი გამოვყოფდი "პროლაიფ პედიატრიკოს" (0-დან ერთ წლმდე) და "პროლაიფ ფორტეს" (1 წლიდან ზემოთ). ეს იტალიური კომპლექსური საშუალება ზუსტ შესაბამისობაშია ბავშვების ბაქტერიულ ფლორასთან. მდიდარია იმ ბიფიდობაქტერიებით, რომლებიც წარმოადგენენ ყველაზე მკაფიოდ გამოხატული საჭიროების მქონე პრობიოტიკებს ბავშვთა ასაკში.

mkurnali.ge

დადასტურებულია "პროლაიფის" ეფექტურობა როტავირუსული დიარეის დროს, რაც ზაფხულის პერიოდში განსაკუთრებით აქტუალურია. ამ დაავადებისას "პროლაიფ პედიატრიკო" და "პროლაიფ ფორტე" დეფეკაციის სიხშირეს ამცირებს და აღადგენს საპროფიტურ ფლორას. გარდა ამისა პრეპარატში B ჯგუფის ვიტამინების უნივერსალური შემადგენლობაა, რომლებიც დიდ როლს თამაშობენ უჯრედთა მეტაბოლიზმის პროცესში, აღადგენენ დიარეით გამოწვეულ დეფიციტს, ასტიმულირებენ იმუნურ სისტემას. "პროლაიფ პედიატრიკო" გამდიდრებულია ვიტამინი D3-ით.

კვლევებით დადგენილია, რომ ლაქტობაცილუსი 25%-ით აძლიერებს ვიტამინი D3-ის შეწოვას, რაც უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ბავშვების ზრდა-განვითარებისათვის. ვიტამინი PP – ნიაცინი კი ეფექტურია ფაღარათისას, მისი ნაკლებობა ორგანიზმში კი მნიშვნელოვნად აფერხებს ფაღარათის დამახასიათებელ სიმპტომების ალაგებას. გარდა ამისა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის ინოვაციური ტექნოლოგია, რომელსაც "ზეტა ფარმაცეუტიკალსი" იყენებს მზა პროდუქტში წყლის დონის შემცირებისთვის, რაც კრიტიკულად აუცილებელია რძემჟავა ბაქტერიის შტამების სიცოცხლისუნარიანობის და ბიო-აქტივობის შენარჩუნებისათვის. წარმოების ინოვაცია: "მშრალი შევსების პროცესი + 3 ფაზა" - წარმოადგენს "ზეტა ფარმაცეუტიკალსის" პატენტს, რომელსაც ექსკლუზიურად იყენებს "Prolife"-ის მწარმოებელი.

- თქვენ ისაუბრეთ დიარეის დროს პრობიოტიკების გამოყენებაზე, რამდენად ხშირია ყაბზობა და ყაბზობის დროს რამდენად ეფექტურია პრობიოტიკების გამოყენება?

- არ გეგონოთ, ყაბზობა მხოლოდ ზრდასრულთა პრობლემა იყოს – კვებისა და ცხოვრების თანამედროვე წესის გამო დღეს პატარებიც ხშირად იტანჯებიან ამ აუტანელი დისკომფორტით. ცნობილია, რომ პაციენტთა 15% პედიატრთან სწორედ ყაბზობის გამო მიჰყავთ, ხოლო გასტროენტეროლოგებთან მოხვედრილი ბავშვების 25% შეკრულობას უჩივის. ყაბზობის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის დისბიოზი, ანუ დისბაქტერიოზი. ამ დროს ყველაზე ოპტიმალურ გამოსავალს პაციენტისთვის წარმოადგენს პრობიოტიკის და პრებიოტიკის კომბინაციის მიღება, რომლებიც აღადგენენ ნაწლავებში ნორმალური მიკროფლორის ბალანსს და ხელს უწყობენ პერისტალტიკის გაძლიერებას.

"პროლაიფი პედიატრიკო" და "პროლაიფ ფორტე" ცოცხალი რძემჟავა ბაქტერიების უპრეცენდენტოდ მაღალი კონცენტრაციის წყალობით პაციენტების 80%-ში არბილებს განავალს, მკურნალობის დაწყების პირველივე დღეებში პაციენტების დაახლოებით 90% აღნიშნავს მდგომარეობის მკვეთრ გაუმჯობესებას, მცირდება მუცლის შებერვა და დისკომფორტი. მკურნალობის კურსი შეადგენს საშუალოდ 1 თვეს, კურსის სრულად ჩატარება აუცილებელია, რათა არ მოხდეს ყაბზობის უფრო შემაწუხებელი ფორმით განმეორება.

- ბავშვთა ასაკში ალერგიული დაავადებები საკმაოდ აქტუალური პრობლემაა, თქვენი აზრი ამ შემთხვევაში პრობიოტიკების გამოყენებაზე?

- ბავშვებში ალერგიული დაავადებების პრობლემების აქტუალობა მნიშვნელოვნად მაღალია. სხვადასხვა მონაცემებით ალერგიული დაავადებების გავრცელება შეადგენს 20-40%, ბავშვებს კვებითი ალერგიით როგორც წესი, აქვთ ნაწლავების ფუნქციის დარღვევა - ბიოტის დარღვევა- დისბაქტერიოზის , პირობით პათოგენური ბაქტერიების მაღალი რაოდენობის ამოთესვით, რომელთა შორისაა: კლებსიელა, ოქროსფერი სტაფილოკოკი, პროტეუსი, კანდიდას სახეობის სოკო. ამ შემთხვევაშიც პროლაიფის გამოყენება განსაკუთრებით ეფექტურია მის შემადგენლობაში ბიფიდობაქტერიისა და კლოსტრიდიას სპეციფიური ბალანსის წყალობით.

- როგორ უნდა მივიღოთ პრობიოტიკი მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად?

- პრობიოტიკის მიღება უნდა მოხდეს საკვებთან ერთად ან საკვების მიღების დამთავრებისთანავე, რადგან პრობიოტიკული ბაქტერიების გადარჩენის შანსი იკლებს საკვების მიღებიდან 30 წუთში. რაც შეეხება პროლაიფი პედიატრიკოს, პრეპარატი გამოიყენება საკვების მიღების შემდეგ (რეკომენდებულია დილის საუზმის შემდეგ). დღიური დოზა შეადგენს ერთ ფლაკონს ერთ მიღებაზე, დღეში 1-2-ჯერ.

- როგორია პრობიოტიკების მიღების ხანგრძლივობა?

- მკურნალობის ხანგრძლივობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განისაზღვრება დაავადების სიმძიმის მიხედვით ექიმის მიერ, თუმცა მინიმალური კურსის განსაზღვრა პროლაიფი პედიატრიკოს შემთხვევაში შესაძლებელია და ის შეადგენს 10 ფლაკონს (ერთი სრული შეფუთვა), ხოლო პროლაიფ ფორტეს შემთხვევაში მინიმუმ 7 ფლაკონი (ბავშვის ასაკიდან გამომდინარე), როგორც ფაღარათით მიმდინარე დისბაქტერიოზის, ისე ყაბზობის დროს, მე ვურჩევდი პაციენტებს და მათ მშობლებს, არ შეწყვიტონ`პროლაიფის~ მიღება პირველი ეფექტის შემდეგ, რადგან შედეგი არის პირველივე ფლაკონიდან, თუმცა სრულად უნდა ჩაიტარონ ექიმის მიერ რეკომენდებული კურსი, რათა თავიდან ავიცილოთ დაავადების შემდგომი, განმეორებითი ეპიზოდი, რომელიც უფრო ძნელად ექვემდებარება მკურნალობას.

- და ბოლოს ზაფხულის ცხელ დღეებში რა რჩევებს მისცემთ მშობლებს, როგორ აიცილონ თავიდან პატარების დისბიოზი?

- მნიშვნელოვანია ჯანსაღი კვება, სუფთა წყალი და ჰიგიენის წესების დაცვა, ამავე დროს მოგზაურებისას ვურჩევ თან იქონიონ პრობიოტიკი "პროლაიფი ", რადგან ამ დროს დიარეის მიზეზი შეიძლება გახდეს არა მარტო საკვების და წყლის საშუალებით მოხვედრილი მიკრობები, ვირუსები და პარაზიტები, აგრეთვე უჩვეულო შემადენლობის საკვები და წყალი. მოგზაურობისას ასევე ხშირია ყაბზობა, რასაც გარემო პირობების შეცვლა იწვევს. "პროლაიფის" დროული გამოყენება, თუნდაც მინიმალური 1-კვირიანი კურსი, აგაცილებთ ჯანმრთელობის პრობლემებს.

R