მოქალაქეებს ექიმის მიერ გამოწერილი წამლების სიჭარბის გადამოწმება 16 ივლისიდან შეეძლებათ - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
დეკემბერი 2018
კითხვა-პასუხი
მოქალაქეებს ექიმის მიერ გამოწერილი წამლების სიჭარბის გადამოწმება 16 ივლისიდან შეეძლებათ
მოქალაქეებს ექიმის მიერ გამოწერილი წამლების სიჭარბის გადამოწმება 16 ივლისიდან შეეძლებათ
ჯანდაცვის სამინისტრო პოლიფარმაციის შემთხვევების ანუ მედიკამენტების ჭარბად დანიშვნის პრევენციის მექანიზმს ნერგავს. კერძოდ, უწყების ახალი ინსტრუმენტის საშუალებით, მოქალაქეებს 16 ივლისიდან 5 და მეტი მედიკამენტის გამოწერის შემთხვევაში დანიშნულების გადამოწმება შეეძლებათ.

„5 და მეტი მედიკამენტის გამოწერის შემთხვევაში პაციენტს დანიშნულების გადამოწმება შეეძლება. განსაზღვრულია რამდენიმე კრიტერიუმი, რის საფუძველზეც გადამოწმდება, ჭარბად არის თუ არა მედიკამენტები გამოწერილი. მათ შორის, ყურადღება მიექცევა, ხომ არ არის დანიშნული ორი ან მეტი ანტიბიოტიკი, ასევე, ხომ არ არის ექიმის მიერ გამოწერილი ერთი და იგივე ჯენერიკი ორი და მეტი სავაჭრო დასახელებით ან ერთი და
იგივე ფარმაკოლოგიური ჯგუფის მედიკამენტები ხომ არ არის ერთდროულად დანიშნული.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევებში გათვალისწინებული იქნება მედიკამენტების ორგანიზმში შეყვანის გზები, რადგან შესაძლოა, მაგალითად, ორი ანტიბიოტიკი იყოს დანიშნული, თუმცა, ორგანიზმში შეყვანის გზები იყოს განსხვავებული (ერთი იყოს დასალევი აბი, მეორე კი მალამოს სახით)“, - აღნიშნა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას
ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სამმართველოს უფროსმა ნათია ნოღაიდელმა.

მოქალაქეებს ექიმის დანიშნულების გადამოწმება შეეძლებათ როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოს რაიონულ ფილიალში დანიშნულების წარდგენით, ისე ელექტრონულად, ელექტრონული რეცეპტების სისტემაში პაციენტის გვერდიდან.


კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
ნერვული სისტემის გაძლიერებისთვის -60აბი
ფასი: 22.99
მხედველობის ჯანმრთელობისთვის -60 აბი
ფასი: 39.99
მხედველობის ჯანმრთელობისთვის-30აბი
ფასი: 44.99
საშარდე სისტემის ჯანმრთელობისთვის-60 აბი
ფასი: 42.99
მსგავსი სიახლეები
ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების უზრუნველყოფის პროგრამა მიმდინარე წლის
31-08-2018
ორგანიზმში წარმოდგენილ ელემენტებს შორის კალციუმს მეხუთე ადგილი უპყრია (ნახშირბადის, ჟანგბადის, წყალბადისა და აზოტის შემდეგ),
11-08-2018
ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს საკითხზე, რომელიც სერტიფიცირებული ექიმების კვალიფიკაციის პერიოდულად
09-08-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, უფასო
იმუნიტეტი არის ორგანიზმის უნარი, დაიცვას თავი ამა თუ იმ დაავადებისგან.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურის დაცვის
სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს პარაცეტამოლის შემცველი პრეპარატი „P-500“
ანტიბიოტიკის ეფექტურობის გასაზრდელად და მდგრადი ბაქტერიების წინააღმდეგ მრისხანე იარაღის
24 ივლისი 2018
დიდი ხანია ცნობილია, რომ ფეხშიშველი სიარული ბრტყელტერფიანობის, ტერფის კუნთების ატროფიის და
13 ივნისი 2017
შფოთვის შეტევა, უეცარი გამოვლინების გამო, „მკურნალობას“ ძნელად ექვემდებარება. ამ დროს ადამიანი კარგავს საკუთარ სხეულზე
მარიხუანას მომხმარებლები ინსულტისა და გულის უკმარისობის განვითარების მომატებული რისკის ქვეშ
ეს სტატია 31 იანვარს გამოქვეყნდა ამერიკის ერთ-ერთ პოპულარულ სამეცნიერო ჟურნალში Science Translational Medicine და
აბუსალათინის ზეთი საფაღარათო საშუალებებს მიეკუთვნება. საფაღარათო ეფექტი, როგორც წესი, ვითარდება