მტაცებელი ბაქტერიები ანტიბიოტიკების ნაცვლად - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მტაცებელი ბაქტერიები ანტიბიოტიკების ნაცვლად

საინტერესო ფაქტის დემონსტრირება - ბაქტერიათა გასანადგურებლად აამოქმედეს Bdellovibrio Bacteriovorus სახეობის მტაცებელი მიკროორგანიზმები, რომლებიც დიდი ხანია პათოგენური მიკროფლორის "ცოცხალ მკვლელებად" განიხილება. მეცნიერებს ლიფსიტების ორგანიზმში შეჰყავდათ Shigella-ს სახეობის ჩხირისებრი ბაქტერიები, რომლებიც საშიშ დაავადება შიგელიოზს იწვევს. ნაწლავის ტრაქტში გამრავლება-განვითარების კვალად ეს მიკროორგანიზმები მწვავე ინტოქსიკაციას იწვევს. ისინი არიან პასუხისმგებელნი 160 მილიონი ადამიანის დასნებოვნებასა და ერთ მილიონზე მეტი პირის დაღუპვაზე ყოველწლიურად.

ექსპერიმენტებში მეცნიერები ლიფსიტებს ანტიბიოტიკებისადმი, კერძოდ, სტრეპტომიცინისა და კარბენიცილინისადმი გამძლე შიგელას შტამის (M90T) სასიკვდილო დოზით აინფიცირებდნენ. ამის შემდეგ კი თევზების ორგანიზმში შეჰყავდათ Bdellovibrio სახეობის მტაცებლები, რომლებიც სიამოვნებით ნადირობენ ნაწლავის ჩხირსა და სალმონელაზე. შედეგად შიგელების რიცხვი საგრძნობლად მცირდებოდა, რის შემდეგაც პათოგენური გამომწვევები ორგანიზმიდან ბუნებრივი გზით გამოიდევნებოდა.

თინათინ გოცაძე