რას არ უნდა შეიცავდეს საბავშვო პოლივიტამინი და როგორ შევარჩიოთ სასურველი ვიტამინური პრეპარატი? - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020

კითხვა-პასუხი

რას არ უნდა შეიცავდეს საბავშვო პოლივიტამინი და როგორ შევარჩიოთ სასურველი ვიტამინური პრეპარატი?

რას არ უნდა შეიცავდეს საბავშვო პოლივიტამინი და როგორ შევარჩიოთ სასურველი ვიტამინური პრეპარატი?
ბავშვის დაბადებიდანვე განუწყვეტლივ საუკეთესო ვიტამინების ძიებაში ვართ, მით უმეტეს, რომ ზოგჯერ ექიმებიც კი განსხვავებულ რჩევებს გვაძლევენ.

ვიტამინები მართლაც სასიცოცხლოდ აუცილებელ ნივთიერებებს წარმოადგენს. იმუნური პასუხის ფორმირება, სისხლწარმოქმნა, უჯრედების ზრდა-გამრავლება, რეპროდუქციული ფუნქცია, ფაქტობრივად ყველა ორგანოს ფუნქციობაზე ზეგავლენა – ეს მათი ფუნქციების მხოლოდ სქემატური და ზოგადი ჩამონათვალია. დღეისთვის 20-მდე ვიტამინია შესწავლილი.

ვიტამინები ფარმაცევტულ ბაზარზე სხვადასხვა ფორმით იყიდება. გაითვალისწინეთ, რომ მონოვიტამინები სამკურნალო მიზნით არის შექმნილი, პოლივიტამინები კი ძირითადად მათი დეფიციტის პროფილაქტიკისთვის ინიშნება. თუ პოლივიტამინის ინსტრუქციაში მითითებულ ასაკობრივ დოზას
არ გადააჭარბებთ, ჰიპერვიტამინოზის საფრთხე ძალიან მცირეა.

რას არ უნდა შეიცავდეს ვიტამინური პრეპარატი


ჩვენს ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული ვიტამინური პრეპარატები, რომლებიც ბავშვებისთვის არის განკუთვნილი ზოგჯერ არც თუ უსაფრთხო დანამატებს შეიცავს, რომელთა მიღება სხვადასხვა პრობლემის მიზეზიც კი შეიძლება გახდეს.

მაგალითად, კარმოიზინი, აზორუბინი - ამ საღებავს შეიცავს საბავშვო ვიტამინები და კალციუმის პრეპატარები. ეს არის სინთეზული წითელი
საღებავი, ქვანახშირის ფისის წარმოებული, გამოიყენება საკონდიტრო ნაწარმში, არის ძლიერი ალერგენი, დადასტურებულია მისი ტოქსიკური მოქმედება თირკმელზედა ჯირკვლის ქერქოვან ნივიერებაზე, აკრძალულია ავსტრიაში, ნორვეგიასა და შვეციაში. განსაკუთრებით საშიშია ბრონქული ასთმით დაავადებულ პირებში. დაშვებულია რუსეთსა და ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში.

ყვითელი მზის ჩასვლა (E-110) - ასე ჰქვია დანამატს, რომელსაც საკმაოდ ბევრი საბავშვო ვიტამინი შეიცავს. ის ნარინჯისფერი საღებავია და იწვევს ალერგიულ რეაქციებს.

სორბიტი (სორბიტოლი) Е420 - ეს არის ხელოვნური შაქარი. ახასიათებს გვერდითი მოვლენები: თავის ტკივილი, მუცლის შებერვა, ფაღარათი, სისხლდენა ნაწლავებიდან, თავბრუსხვევა, მონელების დარღვევები და ასთმა, ტკივილები მუცლის არეში, პირის სიმშრალე, არარეგულარული მოშარდვა, კრუნჩხვები; ხოლო მსუბუქი გვერდითი მოვლენებიდან აღსანიშნავია: თავის ტკივილი, ღებინება, ტკივილები მუცლის არეში, დაღლილობა, ძილის პრობლემები, მხედველობითი პრობლემები, დეპრესია.

იყავით ფრთხილად პოლივიტამინების შეძენისას, წაიკითხეთ ანოტაცია და თუ ეს საეჭვო დანამატები აღმოჩნდება მათ შემადგენლობაში, ნუ გარისკავთ.


ველბეიბი - 100% ნატურალური, უსაფრთხო პოლივიტამინი თქვენი შვილებისათვის


ველბეიბი წარმოადგენს იდეალურ ფორმულას 6 თვიდან 4 წლამდე ასაკის ბავშვისთვის. 14 სიცოცხლისთვის აუცილებელი ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსი მნიშვნელოვანია ბავშვის ჯანმრთელი განვითარებისთვის.

რკინას თუთიასთან ერთად დიდი მნიშვნეელობა ენიჭება თავის ტვინის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. რკინა, როგორც ცნობილია, საჭიროა ჰემოგლობინის სინთეზისათვის და ჟანგბადის უჯრედებამდე ტრანსპორტირებისათვის. იგი ასევე წარმოადგენს ზოგიერთი ენზიმის კოფაქტორს, რომელიც ენერგიის მეტაბოლიზმში მონაწილეობს.

თუთიას დიდი მნიშვნელობა ენიჭება დასწავლის და მახსოვრობის პროცესებში. იგი მონაწილეობს დნმ–ის და რნმ–ის სინთეზის, ცილების მეტაბოლიზმის, ძვლების განვითარების და იმუნური სისტემის განვითარების პროცესში.
ველბეიბი ბეიბი შეიცავს შვეიცარული ალპების ალაოს ექსტრაქტს, რომელიც არაჩვეულებრივ არომატს აძლევს სიროფს და ამავე დროს წარმოადგენს ბუნებრივი ენერგიის წყაროს.

ვიტამინ D3 და თუთია, აუცილებელია სწრაფად მზარდი ძვლოვანი ქსოვილის და ჯანსაღი კბილების განვითარებისთვის.

ბავშვის ორგანიზმს გააჩნია გაზრდილი მოთხოვნილება კალციუმის და ფოსფორის მიმართ, საკვებიდან მათი ათვისების პროცესი დამოკიდებულია რამდენიმე ნუტრიენტის და მათ შორის ვიტამინ D-ს ნორმალური დონის არსებობაზე.

ველბეიბის ფორმულა ეყრდნობა უახლეს მეცნიერულ კვლევებს და მთლიანად აკმაყოფილებს მზარდი ორგანიზმის მოთხოვნებს ნუტრიენტების მიმართ.

აქვს უგემრიელესი ფორთოხლის და ძირტკბილას (მალტა) არომატი, რაც ბავშვებს ძალიან უყვართ.

ველბეიბი შექმნილია მაღალი ფარმაცევტული სტანდარტების მიხედვით. არ შეცავს: ხელოვნურ საღებავებს, დამატკბობლებს, ლაქტოზას, გლუტეინს, მარილს, ცხიმსა და საფუარს, ალკოჰოლს.

მიღების წესი:
ბავშვები 6 თვიდან 4 წლამდე 5 მლ (1 ჩაის კოვზი) დღეში.

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
D ვიტამინი სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, ტანდეგობისა და აქტიური მხცოვანობისთვის, იმდენად რამდენადაც
16-04-2019
C ვიტამინს, იგივე ასკორბინის მჟავას, ორგანიზმზე რთული და მეტად მრავალფეროვანი გავლენა აქვს. ის მონაწილეობს
04-04-2019
კვინსლენდის უნივერსიტეტის სპეციალისტთა განცხადებით, D ვიტამინის დეფიციტით დაბადებულ ახალშობილებს
25-12-2018
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
კატეგორიის სხვა სტატიები
მიჩიგანის უნივერსიტეტში დაადგინეს, რამდენად ძლიერია პლაცებოს ეფექტი. ამასთან მეცნიერებს აინტერსებდათ ის შემთხვევები,
კალიფორნიის უნივერსიტეტში დაადგინეს, რომ ანტიბიოტიკისა და ცხიმიანი საკვების ერთობლიობა
ლუიზიანას უნივერსიტეტმა შეიმუშავა პარაცეტამოლის უსაფრთხო ალტერნატივა. ცნობილია, რომ პარაცეტამოლი მსოფლიოში
დედის რძე ბავშვისთვის საუკეთესო საკვებია, რადგან ის სრულყოფილი განვითარებისა და ზრდისთვის
კვლევის თანახმად, თერაპევტები ამბულატორიული ვიზიტების 64%-ს ასთენიურ ჩივილებს უკავშირებენ.
თუ COVID-19-ის მსოფლიო პანდემიამდე გადატვირთული რეჟიმისგან იმდენად ვიღლებოდით, რომ დასვენების დღეებში ძალების აღდგენას ვერ ვასწრებდით,
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად