ფარმაკოლოგია - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
დეკემბერი 2018
ფარმაკოლოგია
ფერმენტული პრეპარატი ის ფარმაკოლოგიური საშუალებაა, რომელიც ხელს უწყობს საჭმლის მონელების გაუმჯობესებას, მედიკოსთა დიდ ნაწილს კი მიაჩნია, რომ საჭმლის მონელების პროცესი საჭმლის მომნელებელი სისტემის ნებისმიერი დაავადების დროს მეტ-ნაკლებად არის დარღვეული. პანკრეასის ანუ კუჭქვეშა ჯირკვლის ფერმენტული პრეპარატები ფარმაცევტული წარმოებისთვის უკვე ას წელზე მეტია ცნობილია. უმეტესად მათი ძირითადი კომპონენტებია ლიპაზა (ფერმენტი, რომელიც ცხიმს შლის), პროტეაზა (ცილის დამშლელი ფერმენტი) და ამილაზა (სახამებლის დამშლელი ფერმენტი), რომლებიც პანკრეატინში ანუ ღორის კუჭქვეშა ჯირკვლისგან დამზადებულ ფხვნილშია კონცენტრირებული. ბოლო ხანს გამოიყენება პრეპარატები (ენზალ D), რომლებიც მცენარეული, სოკოვანი და მიკრობული წარმოშობის ფერმენტებს შეიცავს. მათი ძირითადი კომპონენტებია პაპაინი, სოკოვანი დიასტაზა.
ანაბოლური სტეროიდებიანაბოლური სტეროიდები მედიკამენტებია, რომლებიც ქიმიური სტრუქტურით მამაკაცის სათესლე ჯირკვლებში გამომუშავებულ სასქესო ჰორმონს - ტესტოს-ტერონს ჰგავს. თანამედროვე მედიცინა მათ ფართოდ იყენებს სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ, თუმცა ეს ამ პრეპარატების გამოყენების ერთა-დერთი სფერო როდია - ახალგაზრდები ინტენსიური ვარჯიშის ნაცვლად სწორედ ანაბოლური სტეროიდებით ცდილობენ სხეულის სასურველი ფორმის მიღებასა და შენარჩუნებას. შედეგი კი სავალალოა, ვინაიდან ამ პრეპარატების არასწორი, არადოზირებული, უკონტროლო მიღება ჯანმრთელობას სერიოზულ ზიანს აყენებს.
ნაჩვენებია მე-20 გვერ 21 - დან
24 ივლისი 2018
დიდი ხანია ცნობილია, რომ ფეხშიშველი სიარული ბრტყელტერფიანობის, ტერფის კუნთების ატროფიის და
13 ივნისი 2017
შფოთვის შეტევა, უეცარი გამოვლინების გამო, „მკურნალობას“ ძნელად ექვემდებარება. ამ დროს ადამიანი კარგავს საკუთარ სხეულზე
მარიხუანას მომხმარებლები ინსულტისა და გულის უკმარისობის განვითარების მომატებული რისკის ქვეშ
აბუსალათინის ზეთი საფაღარათო საშუალებებს მიეკუთვნება. საფაღარათო ეფექტი, როგორც წესი, ვითარდება
თუ ერთ ჩაის კოვზ თაფლს ერთ ჭიქა ოთახის ტემპერატურის ნადგომ წყალში გახსნით და უზმოზე რეგულარულად დალევთ,