ზამთრის დიეტა: ვხდებით და ვკაჟდებით - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2019

კითხვა-პასუხი

ზამთრის დიეტა: ვხდებით და ვკაჟდებით

ზამთრის დიეტა: ვხდებით და ვკაჟდებით
არსებობს სეზონური უსიამოვნებებისგან თავის დაცვის რამდენიმე ხერხი: შეგიძლიათ, მიბრძანდეთ უახლოეს აფთიაქში

და შეიძინოთ ოქსოლინის მალამო, ჩაიტაროთ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ან ყურად იღოთ წინაპართა რჩევა და ორგანიზმი სწორი კვების მეშვეობით გაიჯანსაღოთ. სპეციალური დიეტა ყინვის გაძლებაშიც დაგვეხმარება და რამდენიმე ზედმეტ კილოგრამსაც გაუმკლავდება. დიეტის ხანგრძლივობა 7-14 დღეა.

როგორია დიეტის არსი? ზამთრის დიეტის აუცილებელი კომპონენტია სრულფასოვანი ცილები. მათში შედის ამინომჟავები, რომელთაგანაც იმუნოგლობულინები წარმოიქმნება, ეს უკანასკნელნი კი, თავის მხრივ, ორგანიზმის სენშეუვალობას უზრუნველყოფენ. თუ თქვენი ორგანიზმი მინიმალური ოდენობით იღებს ცილებს, დაცვით სისტემაში ხარვეზები ჩნდება და იქმნება ინფექციის

შეჭრის საფრთხე. ეს რომ არ მოხდეს, ყოველდღიურ რაციონში უნდა ჩართოთ როგორც ცხოველური, ასევე მცენარეული წარმოშობის 100 გ ცილა. მაშასადამე, თქვენს მენიუში უნდა შედიოდეს ხორცი, თევზი, კვერცხი, პარკოსნები, სოკო, სოია.

არანაკლები მნიშვნელობა ენიჭება ცხიმებს, მედიცინის ენით რომ ვთქვათ, ლიპიდებს. ისინი იმუნური სისტემის საფუძველია. ლიმფოციტებისა და მაკროფაგების კედლები

სწორედ მათგან შედგება. ამიტომ აუცილებელია, ზამთრის მენიუში ჩართოთ ცხოველური (ნაღების კარაქი) და მცენარეული (მზესუმზირის, შირბახტის, ზეითუნის, ნიგვზის, სოიის) ცხიმები. არ იდარდოთ ფიგურაზე, მთავარია, ცხიმის დღიური ულუფა 25-30 გრამს არ აღემატებოდეს.

ზამთრის მენიუ

ზამთრის დიეტა კი არ გაიძულებთ, შიმშილით თავი მოიკლათ, არამედ გთავაზობთ, კვების რეჟიმი სწორად დააბალანსოთ. პროდუქტების არჩევანი ფართოა და ადამიანი, რომელიც საკუთარი ჯანმრთელობის ბატონ-პატრონია, თავად წყვეტს, რა მიირთვას.

ცილები: უცხიმო ხორცი და თევზი, ზღვის პროდუქტები, სოკო, ლობიო, ბარდა, პარკოსნები, სოია, სატაცური, წიწიბურა, რძის პროდუქტები; ცხიმები: ნაღების კარაქი, მზესუმზირის, ნიგვზის, ზეითუნის ზეთი;

ნახშირწყლები: ჭვავისა და დაღერღილი ხორბლის პური, გაღივებული მარცვლეული  ხილ-ბოსტნეული, ვაშლი, ფორთოხალი, ლიმონი, მანდარინი, კივი და ბანანი, ჩირი, ხახვი, ნიორი, კომბოსტო, სტაფილო, გოგრა;

სასმელი: სასმელებიდან რეკომენდებულია ხილ-ბოსტნეულის ფრეში, ბალახეულის (განსაკუთრებით - ვარდკაჭაჭას) ნაყენები; სანელებლები: მდოგვი, პირშუშხა, კოჭა.

რომელი პროდუქტები დავივიწყოთ?

კანფეტები და ნამცხვრები. კაროტინის ნაკლებობა კი მოყვითალო-ნარინჯისფერი პროდუქტებით (სტაფილო, ფორთოხალი, მანდარინი, ბულგარული წიწაკა) აინაზღაურეთ. როგორც ფსიქოლოგები ამტკიცებენ, ყვითელი და ნარინჯისფერი საკვები ამაღლებს განწყობას და აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს. ერიდეთ მაგარ ყავას, კონსერვირებულ წვენებს, სპირტიან და ტკბილ გაზიან სასმელებს.

ზამთრის დიეტის ღირსებები

თუ ამ დიეტას ზუსტად დაიცავთ:

  • ორგანიზმს გაიმდიდრებთ მცენარეული უჯრედისით, რომელიც ნაწლავებისთვის თავისებური ცოცხია.
  • მიიღებთ ე ვიტამინს (კაკალი, მცენარეული ზეთი) და სხვა ანტიოქსიდანტებს, რომლებიც იმუნურ უჯრედებს თავისუფალ რადიკალებთან გამკლავებაში დაეხმარება.
  • მიიღებთ ნაკლებ კალორიას.
  • გაიუმჯობესებთ კუჭ-ნაწლავის მოქმედებას და გაიძლიერებთ ნერვულ სისტემას, რაც იმუნიტეტისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია.

რამდენიმე რჩევა

ეცადეთ, მენიუ ისე შეადგინოთ, რომ საკვები მიიღოთ დღეში 4-6-ჯერ. ამგვარად თავიდან აიცილებთ ჭარბ წონას, გაიუმჯობესებთ ნივთიერებათა ცვლას და არ მისცემთ ორგანიზმს სასარგებლო ნივთიერებების დაკარგვის საშუალებას. არ დაივიწყოთ ფიზიკური დატვირთვა. შეარჩიეთ ისეთი ვარჯიში, რომელიც მოგეწონებათ კიდეც და არც მეტისმეტად დაგღლით. ივახშმეთ არა უგვიანეს 19 საათისა.

ერთი დღის მენიუ

საუზმე - რძე (შეიძლება თხისაც) - 300 მლ

მეორე საუზმეკაკალი - 100 გ

სადილი - ბოსტნეულის სალათი - 200 გ, მოხარშული ძროხის ხორცი - 200 გ, შავი პურის ნატეხი, ხილის სასმელი

სამხარი - კეფირი და ჩირი

ვახშამი - მწყრის კვერცხი - 5 ცალი. ბალახეულის ჩაი, ვაშლი

 

 

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
ჯანმრთელი იმუნური სისტემის ფუნქციონირებისათვის.-60აბი
ფასი: 34.9
მხედველობის ჯანმრთელობისთვის-30აბი
ფასი: 44.9
ამცირებს ქოლესტერინის და ცხიმის დონეს-50მლ
ფასი: 26.9
გლუკოზის მეტაბოლიზმის ხელშეწყისთვის-60 აბი
ფასი: 25.2
დიეტოლოგია
გულისა და სისხლძარღვებისთვის ყველაზე სასარგებლო სასმელია პომიდვრის წვენი. ის აქვეითებს შაქრის დონეს
ენდრო განსაკუთრებით ეფექტურია შარდკენჭოვანი დაავადების სამკურნალოდ, გამოდევნის წვრილ ქვებსა და
მკვლევარებმა შეადარეს ეფექტი, რომელსაც დაბალი და მაღალი ენერგეტიკული სიმკვრივის პროდუქტები მადასა
აღმოჩნდა, რომ ჯანსაღი კანის მისაღებად მხოლოდ 2 მარტივი ინგრედიენტია საჭირო:
ვიტამინები ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელია. ძირითადად, მათი მიღების მთავარი
გოგრის თესლს უძველესი დროიდან იყენებენ ხალხურ მედიცინაში, როგორც ჭიების საწინააღმდეგო საშუალებას.
თუ შენი ახლობლები ავადმყოფობენ, როგორ უნდა დაიცვა თავი? ხშირად გაწმინდეთ კარის სახელურები, პულტი და სხვ.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად