თავის ტკივილი და მომატებული არტერიული წნევა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თავის ტკივილი და მომატებული არტერიული წნევა

თანამედროვე მედიცინა ამტკიცებს, რომ თავის ტკივილსა და არტერიულ წნევას შორის კავშირი გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. თავის ტკივილის დროს, არტერიული წნევის დაწევის მცდელობამ მისი გაზომვის გარეშე, შეიძლება არასასურველი შედეგები გამოიწვიოს.

არსებობს სამი ფართოდ გავრცელებული შეცდომა, რომელსაც ადამიანები უშვებენ მაღალ არტერიულ წნევასთან თავის ტკივილის ასოცირებისას.

  • პირველი შეცდომა არის რწმენა იმისა, რომ თუ თავი არ გტკივა, ესე იგი, მაღალი წნევაც არ გაქვს. სინამდვილეში, არტერიული ჰიპერტენზია ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და ადამიანმა შეიძლება წლების განმავლობაში არც იცოდეს თავისი პრობლემის შესახებ.

  • მეორე შეცდომა თავის ტკივილის დროს „არტერიული წნევის აბების“ მიღებაა. თავის ტკივილს შეიძლება სხვადასხვა მიზეზი ჰქონდეს, მათ შორის სტრესი და დაღლილობა. ის ყოველთვის არ უკავშირდება მაღალ არტერიულ წნევას.

  • მესამე შეცდომა საშიში სიმპტომების შენიღბვაა. ძლიერი თავის ტკივილი შეიძლება სერიოზული მდგომარეობების განგაშის ზარი იყოს, ისეთების როგორებიცაა, მაგალითად, ჰიპერტენზიული კრიზი ან სისხლძარღვოვანი კატასტროფა, ხოლო ტკივილგამაყუჩებლების თვითმიღებამ, შეიძლება საჭირო სამედიცინო დახმარების გადადება გამოიწვიოს.

თანამედროვე კლინიკური რეკომენდაციების თანახმად, ზომიერი ჰიპერტენზია იშვიათად არის თავის ტკივილის პირდაპირი მიზეზი. ტვინს აქვს სისხლის ნაკადის აუტორეგულატორული მექანიზმი, რომელიც ინარჩუნებს სისხლის სტაბილურ ნაკადს, მაშინაც კი, როდესაც არტერიული წნევა მერყეობს. უხშირესად, თავდაპირველად თავის ტკივილი ჩნდება და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება განვითარდეს არტერიული წნევის მატება, როგორც რეაქცია სტრესზე. მაგალითად, თუ თავის ტკივილის დროს გაიზომეთ არტერიული წნევა და ის 145/95 მმ. ვწყ. სვ. იყო, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ წნევამ გამოიწვია ტკივილი.

როცა თავის ტკივილი აღმოცენდება, მნიშვნელოვანია იცოდეთ, რა უნდა გააკეთოთ. თუ არ არსებობს „წითელი დროშები“ და ტკივილი ზომიერია, რეკომენდებულია დასვენება, ოთახის განიავება და არტერიული წნევის გაზომვა.

თუ წნევის მაჩვენებლები ნორმალურია, შეგიძლიათ მიიღოთ ტკივილგამაყუჩებლები, მაგრამ მოერიდეთ ჰიპოტენზიურ მედიკამენტებს, თუ ისინი ექიმის მიერ არ არის დანიშნული.

თუ თავის ტკივილი უეცრად და ძლიერად აღმოცენდა და მას თან ახლავს სხვა სიმპტომები, როგორებიცაა კიდურების სისუსტე ან მეტყველების დარღვევა, დაუყოვნებლივ უნდა გამოიძახოთ სასწრაფო დახმარება.

თუ თავის ტკივილი ხშირად გაწუხებთ, ეს ექიმთან გეგმიური ვიზიტის მიზეზი და საფუძველია. რეკომენდებულია თავის ტკივილის დღიურის წარმოება, რომელშიც ჩაიწერება ტკივილის დაწყების დრო, ტკივილის ხასიათი, მისი კავშირი მენსტრუალურ ციკლთან და არტერიული წნევის მაჩვენებლები. ეს დაეხმარება ექიმს იმის დადგენაში, რომელია პირველადი, ჰიპერტენზია თუ თავის ტკივილი.

მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, თავის ტკივილი და მაღალი არტერიული წნევა შეიძლება გადაფაროს, თუმცა, ეს ყოველთვის არ მიუთითებს პირდაპირ მიზეზ-შედეგობრივ კავშირზე.

მოერიდეთ თვითმკურნალობას და მაღალი არტერიული წნევის იგნორირებას ტკივილის არარსებობის შემთხვევაში.

სწორი მიდგომა მოიცავს არტერიული წნევის რეგულარულ მონიტორინგს, სიმპტომებისადმი ყურადღების მიქცევას და სპეციალისტთან კონსულტაციას.

ზუსტი დიაგნოზი და შესაბამისი მკურნალობა საუკეთესო გზაა თქვენი სიმშვიდისა და ცხოვრების ხარისხის აღსადგენად.