გარდაუვალი ცვლილებები ორგანიზმში, რომლებიც ყოველ 10 წელიწადში ხდება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გარდაუვალი ცვლილებები ორგანიზმში, რომლებიც ყოველ 10 წელიწადში ხდება

ფსიქოლოგიურად, ხშირად, ფიზიკურ ასაკთან შედარებით, თავს ახალგაზრდულად ვგრძნობთ: არაფერი გვტკივა და არ გვაწუხებს, რაც იმას ნიშნავს, რომ თითქოს არ შევცვლილვართ. თუმცა, შინაგანი ცვლილებები მაინც ხდება, მიუხედავად იმისა, ვგრძნობთ თუ არა მათ.

ჩვენ ვცდილობთ, თვალყური ვადევნოთ ჩვენს ჯანმრთელობას და ვიცით, რომ უმჯობესია მასზე ზრუნვა მანამ დავიწყოთ, სანამ რაიმე პრობლემა შესამჩნევი გახდება.

ამჯერად, გაგაცნობთ იმ ცვლილებებს, რომლებიც ჩვენს ორგანიზმში ყოველ 10 წელიწადში ხდება და ასევე მოგაწვდით იმ რჩევებს, რომლებიც მათ შენელებაში დაგეხმარებათ.

1. 20-დან 30 წლამდე

ამ პერიოდში ადამიანების უმეტესობა თავს მხნედ და ენერგიულად გრძნობს და სრულებით არ ფიქრობს დაბერებაზე. თუმცა, გარკვეული ცვლილებები ორგანიზმში უკვე ამ ასაკში იწყება. და თუ 20 წლის ან, სულ მცირე, 25 წლის ასაკში ამაზე არ იფიქრებთ, 30 წლის ასაკში შესაძლოა საკმაოდ უსიამოვნო სიურპრიზი მიიღოთ. აი, რა ცვლილებები ხდება ორგანიზმში ამ პერიოდში:

  • ძვლის ზრდა ჩერდება;
  • ნივთიერებათა ცვლა ნელდება;
  • კოლაგენის გამომუშავება თანდათან მცირდება;
  • ჩნდება სიბრძნის კბილები.

რა თქმა უნდა, ყველა ადამიანის ორგანიზმი ინდივიდუალურია (უნიკალურია). მაგალითად, ზოგიერთ ადამიანს სიბრძნის კბილები 16 წლის ასაკში ამოსდის, ზოგს კი – არასდროს. თუმცა, ორგანიზმში მიმდინარე პროცესების უმეტესობა ემთხვევა და ეს გასათვალისწინებელია.

რჩევა

მაშინაც კი, თუ 20 წლის ასაკში ჭარბი წონა არ გაწუხებთ, ყურადღება მიაქციეთ კვების რაციონს; წინააღმდეგ შემთხვევაში, 30 წლის ასაკში სწრაფი კვების სიყვარული აშკარად აისახება (იმოქმედებს) თქვენს ფიზიკურ ფორმაზე. მიუხედავად იმისა, რომ კოლაგენის დანამატები ამ ათწლეულში ჯერ არ არის საჭირო, შეეცადეთ მიიღოთ ამ ნივთიერებით მდიდარი საკვები.

2. 30-დან 40 წლამდე

30 წლის ასაკში ზოგიერთ ადამიანს ჯერ კიდევ 25 წელს აძლევენ, ეს, რა თქმა უნდა, გასახარი და იმედისმომცემია. თუმცა, ამ პერიოდში ორგანიზმში ცვლილებები ჩქარდება და, თუ არავითარ ზომებს არ მივიღებთ, საკმაოდ სწრაფად ხდება შესამჩნევი:

  • კუნთების ტონუსის გაუარესება;
  • კუნთოვანი ქსოვილის მოცულობის შემცირება და მისი ჩანაცვლება ცხიმოვანი ქსოვილით;
  • მელანოციტების აქტივობის შემცირების გამო თმის გაჭაღარავება;
  • კოლაგენისა და ელასტინის რაოდენობის შემცირება.

რჩევა

მათთვის, ვინც ყოველთვის ტანადი იყო, არაფრის კეთების გარეშე, უმჯობესია ამ ასაკში თანდათანობით დაიწყონ ვარჯიში. უმოძრაო ცხოვრების წესმა შეიძლება სწრაფად გამოიწვიოს კუნთების დასუსტება და გარეგნობის შეცვლა. უმნიშვნელოვანესია სახის კანის მოვლა და ზედმეტი გარუჯვის არიდება, რადგან ეს უკანასკნელი ანადგურებს კოლაგენისა და ელასტინის ცილებს.

3. 40-დან 50 წლამდე

ზოგიერთი მეცნიერი მიიჩნევს, რომ ადამიანის სხეული განვითარების პიკს 38 წლის ასაკში აღწევს და ამ ასაკის შემდეგ იწყება დაბერება. ორგანიზმში ცვლილებები სულ უფრო სწრაფად ხდება:

  • ტვინში აქტიური ნერვული უჯრედების რაოდენობა მცირდება;
  • ორგანიზმში აქტიურად გროვდება ცხიმი;
  • უარესდება მხედველობა;
  • ძვლები და სახსრები უფრო მყიფე ხდება;
  • ქალებთან ესტროგენის დონე მცირდება და არტერიული წნევა ხშირად იმატებს.

რჩევა

ფიზიკური აქტივობა ამ ასაკში უაღრესად მნიშვნელოვანია. ის ხელს შეუწყობს გულის ნორმალური ფუნქციის შენარჩუნებას და შეაფერხებს კუნთოვანი მასის დაკარგვას. თუ ვარჯიშს არ ხართ მიჩვეული, უმჯობესია დაიწყოთ ზომიერი აქტივობით: სწრაფი სიარული ან ცურვა. ასევე უნდა აკონტროლოთ არტერიული წნევა. ამ ათწლეულის განმავლობაში გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკი მნიშვნელოვნად იზრდება.

4. 50-დან 60 წლამდე

60 წლის ასაკში ადამიანების გარეგნობა მკვეთრად იცვლება. ამ ასაკში გარეგნობაზე გავლენას ძირითადად არა გენები, არამედ ცხოვრების წესი ახდენს: კვების ჩვევები, ფიზიკური დატვირთვა და ა.შ. ამ ათწლეულის განმავლობაში ყველა განიცდის მსგავს ცვლილებებს, თუმცა სხვადასხვა სიჩქარით. ეს ცვლილებებია:

  • ტვინისა და სხვა ორგანოების უჯრედების განადგურება;
  • საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებათა განვითარების რისკის მატება;
  • ტვინის კოგნიტური შესაძლებლობების შენელება;
  • მეხსიერების გაუარესება.

რჩევა

ამ ასაკში ცვლილებების უმეტესობა ტვინის ფუნქციას უკავშირდება და სწორედ ამაზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება, უპირველესად. ისწავლეთ ახალი უნარები, მიიღეთ ახალი გამოცდილება, შეეჭიდეთ არასტანდარტულ დავალებებს და იკითხეთ წიგნები. ამ ასაკში ბევრი ადამიანი უჩივის კონცენტრაციის, დამახსოვრებისა და ტვინის სხვა ფუნქციების სირთულეებს, ამიტომ მნიშვნელოვანია მიიღოთ საკვები, რომელიც აუმჯობესებს ტვინის ფუნქციას და მაქსიმალურად ავარჯიშოთ ის.

5. 60-დან 70 წლამდე

ამ ასაკში ადამიანების უმეტესობა შესამჩნევ ფიზიკურ ცვლილებებს განიცდის, თუმცა არსებობს შინაგანი ცვლილებებიც, რომელთა შესახებაც ცოტამ თუ იცის:

  • გემოვნებისა და სხვა რეცეპტორების მოდუნება-შესუსტება: სუნი, გემო და ზოგჯერ ტემპერატურაც კი ნაკლებად აღიქმება;
  • ხმის ცვლილება (ხორხის ქსოვილის დაჭიმვის გამო);
  • გულის ფუნქციის გაუარესება;
  • ძვლებისა და მალთაშუა დისკების გათხელება (რის გამოც ადამიანმა შეიძლება სიმაღლეში რამდენიმე სანტიმეტრი დაიკლოს).

რჩევა

ამ ასაკში ძალიან მნიშვნელოვანია გულისა და სისხლძარღვების ჯანმრთელობის მონიტორინგი, დიეტის დაცვა და რეგულარული სამედიცინო გამოკვლევების ჩატარება. კუნთების ტონუსისა და ძვლების სიმტკიცის შესანარჩუნებლად აუცილებელია რეგულარული, მაგრამ ზომიერი ფიზიკური აქტივობა.

6. 70-დან და უფრო მეტ ასაკში

70 წელს გადაცილებული ადამიანები ხანდაზმულებად ითვლებიან. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი შეიძლება კვლავ ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს და თავს უფრო ახალგაზრდულად გრძნობდეს, ამ პერიოდში ორგანიზმში დაბერების პროცესი ჩქარდება:

  • კუნთოვანი მასა მცირდება (ადამიანები სწრაფად იღლებიან და ნაკლებად ახერხებენ ჩვეულ ფიზიკურ აქტივობას);
  • კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის პროცენტული მაჩვენებელი მცირდება;
  • ქსოვილების რეგენერაცია ნელდება (კანის დაზიანებები უფრო ნელა ხორცდება);
  • შინაგანი ფუნქციები (სუნთქვა, საჭმლის მონელება და ა. შ.) ნელდება;
  • უარესდება ხანმოკლე მეხსიერება (ადამიანები უფრო ადვილად იხსენებენ დიდი ხნის წინ მომხდარ მოვლენებს, ვიდრე იმას, რაც რამდენიმე საათის ან დღის წინ მოხდა).

რჩევა

ამ ასაკში ადამიანებმა მეტი ძალისხმევა უნდა გამოიჩინონ ფორმის შესანარჩუნებლად: ყურადღება მიაქციონ ტვინისა და სხეულის საკმარისად დატვირთვა-გააქტიურებას, რეგულარულად მიმართონ ექიმს და თუ ითხოვს მათი მდგომარეობა, ჩაიტარონ სათანადო მკურნალობა.

ორგანიზმში მიმდინარე ასაკობრივი ცვლილებების შეჩერება შეუძლებელია, მაგრამ მათი შენელება შესაძლებელია. ამას ადასტურებს ზოგიერთი თანამედროვე პენსიონერი, რომელსაც შეუძლია 70 წლის ასაკში მარათონის გარბენა ან 80 წლის ასაკში ახალი პროფესიის დაუფლება.

ორგანიზმზე მაქსიმალურად ზრუნვა ადამიანის ხელშია. თუ მოინდომებს, მას ყოველთვის შეუძლია გაიხანგრძლივოს ახალგაზრდობა და სილამაზე!