ჯანსაღი საკვები თუ ფარული საფრთხე? რატომ ირჩევს თანამედროვე მედიცინა უსასუქო ბიოპროდუქტებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჯანსაღი საკვები თუ ფარული საფრთხე? რატომ ირჩევს თანამედროვე მედიცინა უსასუქო ბიოპროდუქტებს

რატომ არის მნიშვნელოვანი ხილისა და ბოსტნეულის ხარისხის შემოწმება? რა ზიანის მოტანა შეუძლია პესტიციდებსა და ჰერბიციდებს ჩვენი ორგანიზმისთვის? - ეს კითხვები ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალურია და ჯანსაღი კვება ერთგვარ ტრენდადაც იქცა, მაგრამ არის კი ის პროდუქტები ჯანსაღი, რომლებიც ჯანსაღი გვგონია? როგორ უნდა განვასხვაოთ ერთმანეთისგან ორგანული და არაორგანული პროდუქტები და, საერთოდ, რა სხვაობაა მათ შორის?

მოდი, დავიწყოთ ისტორიით...

მეოცე საუკუნე კაცობრიობის ისტორიაში სწრაფი კვების, კონსერვანტებისა და ქიმიური ემულგატორების ეპოქად იქცა. ბევრი, ნოყიერი, ფერადი, სხვადასხვა ფორმის, ზომისა და ტექსტურის - კვების ინდუსტრიის ამ ბუმთან დაპირისპირება თითქოს ვერავის უნდა გაებედა, მაგრამ 1940-იან წლებში ბრიტანელმა აგრონომმა ალბერტ ჰოვარდმა და მისმა თანამოაზრეებმა საკვებში ქიმიური ელემენტების დომინაციის საპირისპიროდ ნატურალური მიწათმოქმედების აღორძინება დაიწყეს. ასე ჩაეყარა საფუძველი ორგანული და ჯანსაღი კვების თანამედროვე ტრენდს. ადამიანის ორგანიზმისთვის უსასუქო პროდუქტების რეალურ სამედიცინო სარგებელზე საუბარი კი ექიმებმა 90-იან წლებში დაიწყეს. თუმცა ეს ყველაფერი საქართველოსგან შორს — სხვა ქვეყნებში, რიგ შემთხვევაში კი სხვა კონტინენტებზე ხდებოდა.

დღეს უკვე საქართველოშიც კარგად ვიცით, რომ თანამედროვე მედიცინა დაუბრუნდა ფუნდამენტურ ჭეშმარიტებას: დაავადებათა უმრავლესობის პრევენცია და მართვა პირდაპირ კავშირშია იმასთან, თუ რას ვჭამთ. ბავშვობიდან გვესმის, რომ სასარგებლოა ბოსტნეული და ხილი, მნიშვნელოვანია ვიტამინები და მინერალები, თუმცა XXI საუკუნეში ისიც გავიგეთ, რომ მყარი ჯანმრთელობისთვის არ არის საკმარისი მხოლოდ ხილისა და ბოსტნეულის მიღება. კრიტიკულად გასათვალისწინებელია, რომ პროდუქტი მოყვანილი იყოს ქიმიური სასუქების გარეშე. აქ კი დღის წესრიგში დადგა გამოწვევა — ათწლეულების განმავლობაში ქიმიური სასუქების ჭარბმა გამოყენებამ და ნიადაგის გამოფიტვამ ორგანული პროდუქტის წარმოება მნიშვნელოვნად გაართულა.

სწორედ ამ გამოწვევის საპასუხოდ, ქართულ ბაზარზე ბიომეურნეობა „იორლენდი“ გამოჩნდა, რომელიც კახეთის ეკოლოგიურად სუფთა ზონაში, უსასუქო ნიადაგზე მაღალი კვებითი ღირებულების მქონე კულტურებს აწარმოებს. ეს არის 25 ჰექტარი ფართობის მიწის ნაკვეთი, რომელიც ბიოსტანდარტების სრული დაცვით მუშავდება.

ქიმიური სასუქის ფარული და აშკარა საფრთხეები

„იორლენდის“ ბიომეურნეობის პრინციპი ეფუძნება მცენარის ბუნებრივი პოტენციალის გააქტიურებას. მარტივად რომ ვთქვათ: როდესაც მცენარე იზრდება ქიმიური სასუქების (აზოტის, ფოსფორის, კალიუმის სინთეზური ნაერთების და სხვ.) დახმარებით, მას არ უწევს გარემო ფაქტორებთან და მავნებლებთან საბრძოლველად ძალისხმევის გამოჩენა. ასეთი ბოსტნეული სწრაფად იზრდება, თუმცა მისი ბიოლოგიური აქტივობა დაბალია, რადგან ხელოვნურად გამარტივებულ გარემოში ზრდისას ხილი/ბოსტნეული, ასე ვთქვათ, კარგავს იმუნიტეტს და, შესაბამისად, დრამატულად მცირდება ის სარგებელიც, რომელიც პროდუქტს ჩვენი ორგანიზმისთვის უნდა მოეტანა. მეტიც — ინტენსიური, ქიმიური სასუქებით მოყვანილი პროდუქტები შეიცავს ნიტრატების ჭარბ რაოდენობას, რაც არათუ უსარგებლოა ადამიანის ორგანიზმისთვის, არამედ ხანგრძლივი მოხმარების პირობებში სერიოზული ზიანის მიყენებაც შეუძლია მისთვის.

გარდა ამისა, მასობრივი წარმოების ბოსტნეული ხშირად შეიცავს პესტიციდების ნარჩენებს, რომლებიც აზიანებს ნაწლავის მიკრობიომს — ჩვენი იმუნიტეტის სტრატეგიული მნიშვნელობის ეკოსისტემას.

რა უპირატესობა აქვს უსასუქოდ მოყვანილ ხილ-ბოსტნეულს?

სუფთა ნიადაგზე ბიოსტანდარტების სრული დაცვით გაზრდილი მცენარე/ხეხილი „იძულებულია“, საკუთარი ძალებით გაუმკლავდეს მავნებლებს და ბუნებრივ შემაფერხებელ ფაქტორებს. ამ პროცესში ის გამოიმუშავებს ე.წ. მეორეულ მეტაბოლიტებს — პოლიფენოლებს, ფლავონოიდებსა და ფიტონციდებს, რომლებიც ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისას მძლავრ ანტიოქსიდანტებად გარდაიქმნება. ანტიოქსიდანტების მთავარი მისია სისხლძარღვების დაცვა, ორგანიზმში თავისუფალი რადიკალების განეიტრალება და უჯრედული მუტაციის შეფერხებაა (ონკოპრევენცია).

ბოლო წლებში ექიმებისა და ნუტრიციოლოგების მთავარი რეკომენდაციაა რაციონის მრავალფეროვნება და „თეფშის გაფერადება“ — რაც შეიძლება ბევრი ფერის ნატურალური პროდუქტი თეფშზე. „იორლენდის“ ასორტიმენტი — სეზონური მწვანილი და ბოსტნეული, ხილი და ვაზი იდეალურად ფარავს ანტიოქსიდანტების სრულ სპექტრს.

150-ზე მეტი დასახელების ნატურალური პროდუქტი თქვენს ორგანიზმს აუცილებელი ვიტამინებითა და მინერალებით შეავსებს. უსასუქო ნიადაგის, სუფთა სარწყავი წყლისა და მხოლოდ სერტიფიცირებული ბიოპრეპარატების გამოყენება კი იმის გარანტიაა, რომ პროდუქტი აბსოლუტურად ნატურალურია. ეს სიჯანსაღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის, ორსულებისა და იმ პაციენტებისთვის, რომელთა ორგანიზმის ზედმეტი ტოქსიკური დატვირთვა დაუშვებელია.

როგორ ამოვიცნოთ ნამდვილი ბიოპროდუქტი?

ხილისა და ბოსტნეულის ვიზუალმა არ უნდა მოგატყუოთ. ქიმიური სასუქებით მოყვანილი ხილ-ბოსტნეული, როგორც წესი, არაბუნებრივად ერთგვაროვანი ზომის, პრიალა და იდეალური ფორმისაა, მაშინ როცა ორგანულ პროდუქტს ახასიათებს ბუნებრივი ასიმეტრია, უფრო მკვეთრი, დამახასიათებელი არომატი და ინტენსიური გემო.

ყველაზე საიმედო ინდიკატორი მაინც შესაბამისი ბიოსერტიფიკატი და მარკირებაა. ნამდვილ ბიოპროდუქტს ყოველთვის ახლავს მკაცრი კონტროლის დამადასტურებელი ნიშანი, რაც გარანტიაა იმისა, რომ პროდუქტი ლაბორატორიულად სუფთაა პესტიციდებისა და მავნე ნიტრატებისგან.

გახსოვდეთ, რომ ეკოლოგიურად სუფთა, უსასუქო ნიადაგზე მოყვანილი პროდუქტების არჩევით ჩვენ ვაკეთებთ გრძელვადიან ინვესტიციას საკუთარ ჯანმრთელობაში.