„რატომ გახდა სეზონური ვირუსები უფრო აგრესიული?“ - პულმონოლოგი პოსტკოვიდურ პრობლემებზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გახშირებული თრომბოზები, ინსულტები და ავტოიმუნური დაავადებები: პულმონოლოგი მირანდა ჩაგუნავა იმ მძიმე კვალზე, რომელიც კოვიდმა ჩვენს ორგანიზმს დაუტოვა

პანდემიის დასრულებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, საზოგადოება ახალი რეალობის წინაშე დადგა: ჩვეულებრივი სეზონური ვირუსები უფრო აგრესიული გახდა, გამოჯანმრთელების პროცესი კი - უჩვეულოდ ხანგრძლივი. რატომ ვავადმყოფობთ უფრო ხშირად და იყო თუ არა იზოლაცია „დათვური სამსახური“ ჩვენი დამცველობითი სისტემისთვის?

ამ და სხვა აქტუალურ კითხვებზე თერაპევტი, პულმონოლოგი მირანდა ჩაგუნავა გვპასუხობს. ინტერვიუში ექიმი დეტალურად განმარტავს იმუნიტეტის „მოდუნების“ მიზეზებს, ვიტამინების ჭარბი მოხმარების საფრთხეებსა და იმ კვალს,რომელიც კოვიდმა ჩვენს ფიზიკურ თუ მენტალურ ჯანმრთელობაზე დატოვა

- ქალბატონო მირანდა, რა გავლენა მოახდინა პანდემიის დროინდელმა იზოლაციამ და გარე სამყაროსთან კონტაქტის შეზღუდვამ ჩვენს იმუნურ სისტემაზე?

- ჩვენს იმუნურ სისტემას არ შეუწყვეტია არსებობა, ის კვლავაც გვიცავს და აქტიურად მუშაობს გარემოში არსებული ვირუსების და ბაქტერიების მიმართ, თუმცა ამ პერიოდში მისი მუშაობა და გაწვრთნა, გაკაჟება შემცირდა.

ჩვენი იმუნური სისტემა ორ ნაწილად იყოფა, ესენია: მემკვიდრეობითი იმუნიტეტი, რომელიც არასპეციფიკურია და ადაპტაციური იმუნიტეტი, რომელიც მეხსიერებაზეა დაყრდნობილი ანუ თუ ორგანიზმში რაიმე პათოგენი მოხვდა, მის მიმართ ყალიბდება იმუნური უჯრედები T და B ლიმფოციტები, მას გაანეიტრალებენ და შემდეგ მათი შენახვა ხდება, თუ სხვა დროსაც იქნებიან საჭირო. იზოლაციის დროს სწორედ მეორე ადაპტაციური იმუნიტეტის “შესუსტება” მოხდა.

შეგვიძლია მოვიყვანოთ შედარება: კუნთებს თუ ნაკლებად ვამუშავებთ, ცოტა ხანში მას მძიმე ნივთების აწევა გაუჭირდება.

covidi-1776502852.jpg

განსაკუთრებით ამან ბავშვებზე მოახდინა გავლენა, რაც უფრო ნაკლები იყო ვირუსები, მათი იმუნური სისტემა ნაკლებად გაიწვრთნა, რის გამოც დაავადების მიმართ ადვილად გახდნენ მიმღებლები, მაგალითად ვლინდება რესპირაციული ვირუსები ზაფხულში, არასეზონურად და ალერგიების განვითარების მეტი რისკიც გაჩნდა.

- რამდენად იმოქმედა გადაჭარბებულმა სადეზინფექციო საშუალებებმა და ნიღბებმა ჩვენს ბუნებრივ დამცველობით უნარზე?

- დეზინფექციის გავლენით შეცვალა კანის და ნაწლავის მიკროფლორა, რა თქმა უნდა ეს გავლენას ახდენს იმუნიტეტის რეგულაციაზე. ქრონიკული სტრესის და კორტიზოლის მაღალი დონის გამო ზოგადად იმუნური სისტემის დაქვეითებაც მოხდა. ასევე იმუნურ სისტემაზე უარყოფითი ეფექტი იქონია ფიზიკური აქტიურობის შემცირებამ, ძილის და კვების რეჟიმის დარღვევამ.

- რატომ გახდა სეზონური ინფექციები უფრო აგრესიული და რატომ გრძელდება ჩვეულებრივი რინოვირუსიც კი 2-3 კვირა?

მოგიყვებით რამდენიმე მიზეზზე:

  1. ეს პანდემიის შემდგომი ეფექტია, იზოლაციიდან გამოსვლისას ადამიანთა დიდი პოპულაცია მოხვდა სხვადასხვა ვირუსების გარემოცვაში, მათი იმუნიტეტი ნაკლებად იყო გამყარებული. ბევრმა ვირუსულმა ინფექციებმა დაიწყო საზოგადოებაში ცირკულაცია და ერთდროულად ბევრი ადამიანის ასეთ მდგომარეობაში ყოფნამ დაავადებების მეტი ინტენსიური აფეთქებები გამოიწვია.
  2. ვირუსის რაოდენობის მიღება განსაზღვრავს სიმპტომების ხარისხს. თუ ადამიანი დასნებოვნებისას დიდი რაოდენობით ვირუსს მიიღებს, იმუნური სისტემა მეტად გააქტიურდება და სიმპტომებიც მწვავედ ექნება, ისეთები როგორიცაა მაგ: სიცხე, დაღლილობა და ხველა, შესაბამისად გამოჯანმრთელებისთვისაც მეტი დრო დასჭირდება.
  3. კოვიდის პერიოდში იმუნური სისტემის “მოდუნებამ” ვირუსული ინფექციების დროს ანთების და შემდგომ გამოჯანმრთელების ფაზის გახანგრძლივება გამოიწვია, ამას პოსტ ვირუსული სინდრომი ეწოდება.
  4. ეს არის ვირუსის ფაქტორი, ანუ ვირუსების მუტაციების გამო გვაქვს სხვადასხვა გრიპის, RSV და SARS-CoV 2-ის შტამები, შესაბამისად ახალი იმუნიტეტის ფორმირებას მეტი დრო სჭირდება. ავადობის დრო ხანგრძლივდება და სხვა შტამის გამო რეინფიცირების შანსი იზრდება.
  5. სასუნთქი გზების დაზიანება და ნელი გამოჯანმრთელება, რადგან რესპირატორული ვირუსები აზიანებენ ეპითელიუმს და აუარესებენ მუკოცილიარულ კლირენს, ამ ქსოვილის აღდგენას კი დღეებიდან-კვირებამდე სჭირდება, ხველა შეიძლება 2-3 კვირა გაგრძელდეს და ასევეა საერთო სისუსტეც.
  6. თანმხლები ინფექცია, მაგალითად ვირუსს, თან დაერთოს სხვა ვირუსი (გრიპს რესპირაციულ სინციტიური ვირუსი) ან ვირუსს ბაქტერიული ინფექცია, შედეგი კი ამ შემთხვევაშიც დაავადების დამძიმება და გამოჯანმრთელების გახანგრძლივებაა.
  7. ვირუსის შემდგომი ანთება, ვირუსის ელიმინაციის შემდეგაც კი, ჩვენი იმუნიტეტი აქტიური რჩება, ციტოკინების რაოდენობა მომატებულია, ამიტომ ისეთი სიმპტომები როგორიცაა დაღლილობა, ხველა და გაბრუება გარკვეული პერიოდი რჩება.blood-clot-istock-1297034329-w1080-h1080-1776502956.webp

- ხშირდება თუ არა ბაქტერიული გართულებები (ფილტვების ანთება, სინუსიტი) ვირუსული ინფექციების ფონზე პანდემიის შემდგომ პერიოდში?

- საერთო ჯამში კი. ხშირდება რამდენიმე მიზეზის გამო, ესენია: პოსტკოვიდური ფილტვის დაზიანება, ისედაც დაზიანებული ფილტვი (ფიბროზი, დაზიანებული მოციმციმე ეპითელიუმი) განმეორებით სხვა ვირუსებს შეხვდა და გაიზარდა მეორადი ბაქტერიული პნევმონიის განვითარების რისკი. სხვა მიზეზი კი, არის ის, რომ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ჩვეულებრივი პათოგენების ახალი ერთიანი გააქტიურება მოხდა, ამიტომ გაიზარდა პნევმონიების რიცხვი რომლებსაც იწვევს Streptococcus pneumoniae, Mycoplasma pneumoniae, გრიპი და RSV ვირუსები.

virusi-1776503049.jpg

რაც შეეხება სინუსიტებს, მათი შემთხვევების გაზრდა არ შეინიშნება, თუმცა გამომწვევი არის იგივე მიზეზი რის გამოც პნევმონიები და გვაქვს ქრონიკული რინო სინუსიტის გამწვავებებიც და პოსტ ვირუსული ბაქტერიული სინუსიტებიც. ასევე აღსანიშნავია, რომ პანდემიის პერიოდში გაიზარდა ანტიბიოტიკის გამოყენების რიცხვი, რის გამოც ბაქტერიულ შტამებშიც მეტი რეზისტენტობა გვხვდება, ხოლო ზოგიერთ პაციენტებში სადაც ხანგრძლივად ხდებოდა ჰორმონის დანიშვნა, ან ქრონიკული დაავადება ჰქონდათ, მაგალითად დიაბეტი, გაიზარდა სოკოვანი სინუსიტების რაოდენობაც.

- რამდენად რეალურია სტატისტიკა გახშირებულ თრომბოზებზე, მიოკარდიტებსა და ინსულტებზე პანდემიის შემდეგ?

- დიახ, კოვიდ 19-მა გაზარდა თრომბოზების, ინფარქტისა და ინსულტის შემთხვევები, განსაკუთრებით მწვავე და ადრეულ პოსტკოვიდურ პერიოდში. ასევე მან ნაკლები, თუმცა მუდმივი მოგვიანებით ეფექტი იქონია სისხლის შედედებაზე და კარდიოვასკულარული დაავადებების განვითარების რისკზე. მონაცემების მიხედვით კოვიდით ავადობის პირველი თვის მანძილზე გაიზარდა ვენური თრომბოემბოლიების, იშემიური ინსულტებისა და მიოკარდიუმის ინფარქტების შემთხვევები, 3 თვის მანძილზე რისკი შემცირდა თუმცა კარდიოვასკულარული შემთხვევები კვლავ აღსანიშნავად მაღალი იყო (არითმია, თრომბოზი, გულის უკმარისობა), ხოლო მოგვიანებით ეფექტს რაც შეეხება 3-12 თვის მანძილზე იყო რისკი, მაგრამ ნაკლები, თუმცა დაახლოებით 1,6-ჯერ იყო მომატებული ინსულტი და თრომბოზები, ზოგიერთი კვლევების მიხედვით კი 2-3 წლის მანძილზეც კი გვხვდება, განსაკუთრებით თუ პაციენტმა Covid-19 მძიმედ გადაიტანა.

- იქონია თუ არა პანდემიამ გავლენა სხვა ქრონიკული ან ავტოიმუნური დაავადებების გამოვლენის სიხშირეზე? (მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები, დიაბეტი).

- დიახ, მყარი მტკიცებულებები არსებობს იმის შესახებ, რომ კოვიდ 19-ს შეუძლია ავტოიმუნური დაავადებების პროვოცირება, როგორებიცაა ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, ართრიტი, სისტემური ავტოიმუნური დაავადებები, მაგ. წითელი მგლურა, ასევე პირველი ტიპის დიაბეტი. განსაკუთრებული რისკი გამოვლინდა კოვიდის გადატანიდან 3-6 თვის ვადაში.

შემთხვევების სტატისტიკა და ჩატარებული კვლევები მიუთითებს, და ჯერ კიდევ კვლევის ეტაპზეა კოვიდი მოგვიანებით ზეგავლენები ჩვენს ორგანიზმზე.

- რამდენად დიდია პანდემიით გამოწვეული კოლექტიური სტრესის როლი ჩვენს დღევანდელ ფიზიკურ ჯანმრთელობაში?

- საკმაოდ დიდია, მაგალითად ერთ-ერთ სამედიცინო ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით შფოთვითმა დარღვევები 30%, დეპრესია 30%, პოსტტრავმული სტრესი 20% ით გაიზარდა. მექანიზმი დაკავშირებულია ქრონიკული ანთებით პროცესთან რომელიც განსაკუთრებით გახანგრძლივებული კოვიდის შემთხვევაში ვლინდება, და თან ერთვის დაღლილობა, გაბრუება, ქოშინი, შფოთვა, ასევე ნერვული ქსოვილის ანთებითი დაზიანებით, რა თავისთავად იწვევს განწყობის შეცვლას. გაიზარდა კარდიოვასკულარული დაავადებების რისკი, ჭარბი წონა, დიაბეტის შემთხვევები. ეს სტრესი არის გლობალური და ხანგრძლივი, გავლენა აქვს ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე, ქრონიკული დაავადებების მართვის შედეგებზე, ჯანდაცვის სისტემაზე.

- პანდემიის დროს ადამიანებმა მასობრივად დაიწყეს ვიტამინების მიღება. რეალურად გვეხმარება ეს თუ პირიქით, ხელს უშლის იმუნურ სისტემას დამოუკიდებელ მუშაობაში?

- ვიტამინების შესახებ აძლიერებს თუ არა იმუნიტეტს პასუხი ასეთია, დიახ, თუ მათი დეფიციტი გვაქვს. მაგალითად D ვიტამინის დეფიციტისას იზრდება ინფექციის განვითარების რისკი, C ვიტამინის შემთხვევაში იმუნური პასუხი შესუსტებულია, ცინკის დეფიციტისას კი დაბალი ანტივირუსული იმუნიტეტია. დეფიციტის შემთხვევაში ვიტამინების მიღება გამოასწორებს იმუნიტეტის მუშაობას და შეამცირებს ინფექციის და ვირუსის მძიმედ მიმდინარეობს რისკს. თუმცა ბევრი ადამიანი ემპირიულად იღებდა ვიტამინებს, ეს კი იმუნიტეტს არ აძლიერებს, პირიქით ჰიპერვიტამინოზმა შეიძლება სხვა, მრავალი გვერდითი ეფექტი იქონიოს, მაგალითად არასაჭიროდ მიღებისას D, A, E, K ვიტამინები გროვდება ორგანიზმში და D ვიტამინის დაგროვება ჰიპერკალცემიას იწვევს, ან A, E,K ვიტამინები ღვიძლსა და ცენტრალური ნერვული სისტემაზე ტოქსიკურად მოქმედებს. “მეტი სასარგებლოა” ამ შემთხვევაში მცდარია, ის ზრდის ოქსიდაციურ სტრესს და პირიქით იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას აფერხებს.

vitaminebi-1776503173.webp

- რამდენად შეიცვალა დამოკიდებულება სეზონური გრიპის ვაქცინაციის მიმართ და არის თუ არა ეს გამოსავალი „გაჯიუტებული“ ვირუსების წინააღმდეგ?

- ამ შემთხვევაში აზრი ორად იყოფა, ზოგიერთი მხარს უჭერს ვაქცინაციას და მძიმედ მიმდინარეობის საპრევენციოდ იტარებენ სეზონურად, მეტად ასაკოვანი ან ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები, მეორე ჯგუფი არასაჭიროდ მიიჩნევს მას. თუმცა კვლევებით დადასტურებულია რომ სეზონური ვაქცინაცია ამცირებს დაავადების მიმდინარების სიმძიმეს, ჰოსპიტალიზაციას. დაავადების მიმდინარების გახანგრძლივება როგორც ზევით აღვნიშნეთ რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული, ესენია, ვირუსის დიდი რაოდენობით მიღება, დაბალი იმუნური პასუხი, ანთების მიმდინარეობის გახანგრძლივება. ვაქცინაცია ხელს უწყობს წინასწარ იმუნური უჯრედების T, B ლიმფოციტების გამოიმუშავებს, რითაც დასნებოვნებისას ამცირებს მიღებული ვირუსის რეპლიკაციას, შესაბამისად გართულებების რისკს და ამოკლებს გამოჯანმრთელების დროს.

- თქვენი დაკვირვებით, ეს არის დროებითი ადაპტაციის პროცესი თუ ჩვენი იმუნური სისტემის ახალი რეალობა, რომელთანაც თანაცხოვრება მოგვიწევს?

- ნაწილობრივ დიახ, ჩვენი იმუნიტეტი ადაპტაციის ფაზაშია, პანდემიის შემდეგ იმუნური სისტემა უნდა “გადაეწყოს”, იზოლაციის მოხსნისას მოსალოდნელი იყო ყველა სხვა ვირუსის ერთობლივი ზემოქმედება პოპულაციაზე, რამაც მეტი ინფექციები და დაავადების ხანგრძლივი და ატიპიური მიმდინარეობა გამოიწვია. თუმცა ეს მხოლოდ ადაპტაცია არ არის, რადგან კოვიდ პანდემიამ მართლაც შეცვალა ორგანიზმის იმუნიტეტი, მიმდინარე ანთება, გააქტიურებული T ლიმფოციტები და ვირუსის მიმართ იმუნიტეტის შესუსტება, ასევე სხვადასხვა ორგანოთა სისტემების დაზიანება: ფილტვების, კარდიოვასკულარული და ნევროლოგიური დაავადებები, ამას ადაპტაციას ვერ ვუწოდებთ, ეს არის კვალი რომელიც მძიმედ დატოვა მოსახლეობაზე.