„ვკარგავ თუ არა ქალურობას საშვილოსნოსთან ერთად?“ - რას გვიმალავს საკუთარი ორგანიზმი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

იცვლება თუ არა სექსუალური ცხოვრების ხარისხი და ლიბიდო საშვილოსნოს ამოკვეთის შემდეგ? - გინეკოლოგ ნინო პეტრიაშვილის პასუხი ქალების მთავარ შიშზე

არსებობს სამედიცინო დიაგნოზები, რომლებიც ქალისთვის მხოლოდ ფიზიკურ ტკივილთან არ ასოცირდება - ისინი პირდაპირ ეხება მის იდენტობას, თვითაღქმასა და ემოციურ სიმშვიდეს. ფრაზა „საშვილოსნოს ამოკვეთა აუცილებელია“ ხშირად ხდება მიზეზი შიშის, გაურკვევლობისა და იმ მითებისა, რომლებიც ქალებს წლების განმავლობაში აიძულებთ, გაუძლონ გაუსაძლის ტკივილსა თუ სისხლდენას.

რეალურად რას ნიშნავს ჰისტერექტომია თანამედროვე მედიცინაში? სად გადის ზღვარი ორგანოს შენარჩუნებასა და სიცოცხლის ხარისხის გადარჩენას შორის და რატომ არის ფსიქოლოგიური განწყობა ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორც ქირურგის სკალპელი?

ამ და სხვა მგრძნობიარე თემებზე ქირურგი - გინეკოლოგი ნინო პეტრიაშვილი გვესაუბრება, რომელიც დაგვეხმარება დავინახოთ, რომ ქალურობა ბევრად უფრო ღრმა და მრავლისმომცველი ცნებაა, ვიდრე ერთი კონკრეტული ორგანო, ხოლო სწორი სამედიცინო გადაწყვეტილება - ეს არის გზა ახალი, უმტკივნეულო ცხოვრებისკენ

- ქალბატონო ნინო, როდესაც პაციენტი პირველად ისმენს ფრაზას „საშვილოსნოს ამოკვეთაა საჭირო“, პირველი რეაქცია ხშირად შიში და უარყოფაა. თქვენი გამოცდილებით, რა არის ამ დროს ქალისთვის ყველაზე მტკივნეული ფსიქოლოგიური მომენტი?

- დიახ და ეს სრულიად ბუნებრივი რეაქციაა. რადგან ჰისტერექტომია ანუ საშვილოსნოს ამოკვეთა ასოცირდება არა მხოლოდ ქირურგიულ ჩარევასთან დაკავშირებულ შიშთან, არამედ უფრო მძაფრ განცდასთან რასაც “ქალურობის“ დაკარგვის შიში ჰქვია. პირველი კითხვა რაც ამ დროს ქალბატონებს აქვთ - იქნება თუ არა ქირურგიული ჩარევის შემდეგ სრულფასოვანი ქალი. განსაკუთრებით მწვავეა ეს პრობლემა იმ ქალბატონებში რომლებიც გეგმავდნენ შვილოსნობას.

avoiding-hysterectomy-with-brachytherapy-a-patients-story-1-1776152016.png

- რა დროს ხდება ეს ოპერაცია გარდაუვალი? როდის ვამბობთ, რომ ორგანოზე უარის თქმა არის არა დანაკარგი, არამედ გამოსავალი სიცოცხლის ხარისხის გადასარჩენად?

- ჰისტერექტომიის აუცილებლობა დგება იმ შემთხვევაში, როდესაც კონსერვატიული მკურნალობა არაეფექტურია და დაავადება საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. ასეთ შემთხვევაში ოპერაციას არა მხოლოდ სამკურნალო მიზანი აქვს, არამედ სიცოცხლის ხარისხის გასაუმჯობესებელიც,

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ონკო პათოლოგიები - საშვილოსნოს ყელის, ენდომეტრიუმის, საკვერცხის ავთვისებიანი სიმსივნეები. ადენომიოზი - საშვილოსნოს შიდა ენდომეტრიოზი, საშვილოსნოს დიდი ზომის ლეიომიომები, ენდომეტრიუმის მორეციდივე ჰიპერპლაზია, სისხლდენები, რომლებიც არ ექვემდებარება მედიკამენტოზურ თერაპიას. უტეროვაგინური პროლაფსი.

- ხშირად პაციენტები ითხოვენ „კიდევ ცოტა ხანს დაცდას“ მიომების ან სისხლდენების დროს. რა რისკებთან არის დაკავშირებული ეს დაყოვნება?

- ზოგჯერ ეს გადაწყვეტილება მისაღებია, ჩვენ ვურჩევთ მოცდით ტაქტიკას, კონტროლს, ვნიშნავთ მედიკამენტს. მაგრამ არის შემთხვევები როდესაც ეს დაყოვნება ართულებს მდგომარეობას - არის ანემიის რისკი, რასაც რიგ შემთხვევებში ჰემოტრანსფუზია- სისხლის გადასხმა ჭირდება. ასევე უნდა აღინიშნოს რომ მიომის კვანძი შეიძლება ისე გაიზარდოს რომ გამოიწვიოს მეზობელ ორგანოებზე ზეწოლა და რიგი გართულებები. მართალია, ძალიან იშვიათ შემთხვევებში, მაგრამ არსებობს ლეიომიოსარკომის განვითარების რისკები. რიგ შემთხვევებში საჭირო ხდება ურგენტული - გადაუდებელი ქირურგიული ჩარევა.

prioritize-womens-health-importance-of-preventive-gynecological-care-1776152037.jpg

- არსებობს მითი, რომ საშვილოსნოს გარეშე ქალი კარგავს მიზიდულობას, ახალგაზრდობას და ენერგიას. რეალურად, რა ფიზიოლოგიური ცვლილებები ხდება ორგანიზმში ოპერაციის შემდეგ?

- დიახ ეს ნამდვილად მითია. ქალის ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონული ცვლილებები არ არის დაკავშირებული საშვილოსნოსთან. ეს პროცესი პირდაპირ კავშირშია საკვერცხესთან. ანუ “ქალურობას“ განსაზღვრავს საკვერცხე და არა საშვილოსნო. სწორედ ამიტომაა რომ ქალბატონებს ყოველთვის ვურჩევთ ჯანმრთელი საკვერცხის შენარჩუნებას, თუკი ამის საშუალებას სამედიცინო მდგომარეობა იძლევა.

- ბევრმა არ იცის, რომ საშვილოსნოს ამოღება ყოველთვის არ ნიშნავს საკვერცხეების ამოღებას. რა განსხვავებაა ამ ორ მდგომარეობას შორის ჰორმონალური თვალსაზრისით?

დიახ, ჰისტერექტომია არ ნიშნავს იმავდროულად ოვარიექტომიას. რა განსხვავებაა ამ ორ მდგომარეობას შორის? - ჰისტერექტომიის შემდეგ რეპროდუქციული ასაკის ქალში ჰორმონული სტატუსი საერთოდ არ იცვლება, მაშინ როცა იგივე ასაკის ქალბატონთან ოვარიექტომიის წარმოებას ხელოვნურ მენოპაუზასთან - კლიმაქსთან მივყავართ.

- რამდენად შესამჩნევია ოპერაციის კვალი სხეულზე? თანამედროვე მეთოდები (მაგალითად, ლაპაროსკოპია) რამდენად გვიმსუბუქებს პოსტოპერაციულ პერიოდს?

- თანამედროვე ქირურგიის პრიორიტეტებია: მინიმალური ტრავმა, სწრაფი რეაბილიტაცია, ნაკლები ტკივილი, კარგი კოსმეტიკური შედეგი. ლაპაროსკოპიული ჰისტერექტომიის დროს ეს კვალი ნამდვილად მინიმალურია. რაც შეეხება ვაგინურ მიდგომას. ვიზუალური თვალსაზრისით ეს კვალი საერთოდ არ არის.

- ეს ის თემაა, რომელზეც პაციენტები ხმამაღლა იშვიათად საუბრობენ. იცვლება თუ არა სექსუალური შეგრძნებები, ლიბიდო ან ორგაზმის უნარი საშვილოსნოს ამოღების შემდეგ?

- როგორც უკვე აღვნიშნე, სექსუალურ შეგრძნებებს განსაზღვრავს საკვერცხე და არა საშვილოსნოს ან საშვილოსნოს ყელი. ჰისტერექტომია არ ცვლის სექსუალურ შეგრძნებებს

- რას ეტყოდით იმ ქალებს, რომლებსაც ეშინიათ, რომ პარტნიორი ამას სწორად ვერ გაიგებს. რამდენად მნიშვნელოვანია ამ დროს მეუღლის მხარდაჭერა?

- ქალბატონებს ვეტყოდი რომ ეს შიში უმეტეს შემთხვევაში უსაფუძვლოა, საშვილოსნოს ფუნქცია მხოლოდ რეპროდუქციასთან არის დაკავშირებული და მისი არქონა ქალის ღირებულებას ან მიმზიდველობას საერთოდ არ ამცირებს. ვფიქრობ პარტნიორის მხარდაჭერა ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია და გავლებას ახდენს პაციენტის ემოციურ მდგომარეობაზე.

image3-2-1776152053.webp

- რა არის ყველაზე რთული რეაბილიტაციის პროცესში და რამდენ ხანში უბრუნდება ქალი ჩვეულ რიტმს - სამსახურს, ფიზიკურ აქტივობას?

- რეაბილიტაციის პროცესში ყველაზე რთული ქირურგიული ჩარევიდან პირველი რამდენიმე საათია, რაც ტკივილთან ასოცირდება. შემდგომი რეაბილიტაცია თანამედროვე მიდგომის გამო, ბევრად გამარტივებულია. ქირურგიული ჩარევიდან 1-2 დღეში პაციენტი უკვე სახლშია, დაახლოებით 1 კვირაში უბრუნდებიან ცხოვრების ჩვეულ რიტმს, სამსახურს. რაც შეეხება სრულ რეაბილიტაციას 3-4 კვირაა საჭირო.

- ბევრი პაციენტი ოპერაციის შემდეგ ამბობს: „ნეტავ ადრე გამეკეთებინა“. რა ტვირთისგან თავისუფლდება ქალი, რომელსაც წლების განმავლობაში აწუხებდა ტკივილი ან სისხლდენა?

- კი ეს ბევრი პაციენტისგან მომისმენია. პაციენტები პირველ რიგში შიშისგან და დისკომფორტისგან თავისუფლდებიან, რაც ცვლიდა მათ ყოველდღიურ ცხოვრებას.

- რა არის ის მთავარი გზავნილი, რაც გსურთ მიიტანოთ იმ ქალებამდე, რომლებიც ახლა ამ რთული არჩევანის წინაშე დგანან?

- მთავარი გზავნილი ასეთია: არჩევანი საკუთარი ჯანმრთელობის სასარგებლოდ გააკეთეთ. მოიძიეთ სანდო ინფორმაცია, განიხილეთ ექიმთან მკურნალობის ყველა შესაძლო ვარიანტი და ალტერნატივა და არ დაკარგოთ დრო, რადგან დრო ზოგჯერ ჩვენს სასარგებლოდ მუშაობს, ზოგჯერ დაავადების.